01.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობაში ჩართულობის „ფასადური მექანიზმის“ გარდაქმნისთვის

ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ჩემი ხელის უფლება.“ ინიციატივის ერთ-ერთი ამოცანა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, როგორც ჩართულობის არსებული მექანიზმის დახვეწაა.

ACSDG-ის ხელმძღვანელთან, გულიკო შოშიტაშვილთან ვსაუბრობთ მრჩეველთა საბჭოების გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.

 როგორც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომრე რა გამოწვევები შეგხვდათ  მუშაობისას?

2018 წელს მიმიწვია თეთრიწყაროს მერიამ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში წევრად და პირველ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ამირჩიეს თავმჯდომარედ. საქართველოში არსებული მაშინდელი პრაქტიკით ამ სათათბირო ორგანოს რეალურად არ შეეძლო იმ ფუნქციის შესრულება, რისთვისაც ის საერთოდ ჩაფიქრებული იყო და არც თეთრიწყარო იყო ამ მხრივ გამონაკლისი.

საქმე იმაშია, რომ იმ დოკუმენტში, დებულებაში, რომელიც არეგულირებს მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს, ნათქვამია:

საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) გაანალიზოს და შეაფასოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები; ბ) მხარი დაუჭიროს იმ ინიციატივებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად მოგვარებისთვის; გ) მოამზადოს ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხებზე (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების და განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტების, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ).

მაგრამ ამ მიზნების შესასრულებლად, ანუ გასაანალიზებლად, შესაფასებლად და პასუხების მოსამზადებლად რომ დროა საჭირო, ეს არსად წერია ამავე დოკუმენტში/დებულებაში. ამიტომ, საბჭოს მუშაობის მანამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც ერთსა და იმავე სხდომაზე ხდებოდა საკითხის წარმოდგენაც და საბჭოს რეკომენდაციების გაცემაც, ჩვენმა შემადგენლობამ შეცვალა და ჩამოვაყალიბეთ ახლებური სამუშაო რეჟიმი.

კერძოდ: ერთ სხდომაზე მერია გამოიტანდა საკითხს განსახილველად და გარკვეული დროის შემდეგ (გონივრულ ფარგლებში) მოწვეულ მორიგ სხდომაზე საბჭო წარადგენდა თავის მოსაზრებას მასზე, იმსჯელებდა წევრების მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე და ერთობლივად მიღებულ რეკომენდაციებს ოქმის სახით აწვდიდა მერიას. ოღონდ ეს რეჟიმი არ ასახულა დებულებაში და ამაზე ორივე მხარე (საბჭო და მერია) სიტყვიერად შევთანხმდით.

ასეთი რეჟიმით მუშაობას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება და ის, რომ საბჭოს წევრები უანგაროდ გასცემდნენ მას, აჩვენებს, რომ ისინი საკმარისად მოტივირებულები და აქტიურები იყვნენ. ჩვენს შემადგენლობას მართლაც სურდა ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებოდა უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და ექცია საბჭო რეალურად ქმედითად და ეფექტურად.

თუმცა, ჩვენს მიერ გაცემულ არცერთ რეკომენდაციაზე და რჩევაზე არასდროს მიგვიღია უკუკავშირი მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღებებისგან, საბჭო არასდროს იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, გაიზიარა თუ არა მერიამ ესა თუ ის რეკომენდაცია. მეტიც, ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა, როგორც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტია, საკრებულოს სხდომაზე გატანამდე ორი დღით ადრე შესთავაზეს საბჭოს განსახილველად, რაც მან, რასაკვირველია ვერ გააკეთა. რადგან განხილვა და რეკომენდაციების მომზადება კი არა, ბიუჯეტის გაცნობაც კი ამ დროში ყოვლად წარმოუდგენელია. ჩვენი შემადგენლობისთვის კი ფორმალური რეკომენდაციების გაცემა პრინციპულად მიუღებელი გახლდათ.

ასეთმა კომუნიკაციამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიმღებთათვის საბჭოს პოზიციას არანაირი ფასი არ ჰქონდა. ისე რომ, სათათბირო ორგანოსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის ორმხრივი კომუნიკაცია, დიალოგის რეჟიმი ვერ/არ დამყარდა.

შედეგად, საბჭოს წევრთა მოტივაციამ ნელ-ნელა იკლო და საბოლოოდ მათ სრულიად დაკარგეს კიდეც ინტერესი საბჭოში მუშაობის მიმართ.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან არშემდგარი ორმხრივი კომუნიკაციის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იქეთა მხარეს კანონი არ ავალებს კარგ/ორმხრივ კომუნიკაციას, რაც მას ჩართულობის ზედა, უკეთეს საფეხურზე აიყვანდა. მარტივად რომ ვთქვათ, კანონი თვითმმართველობას ავალებს მისცეს საზოგადოებას შესაძლებლობა თავისი პოზიციის გამოხატვისთვის და ათქმევინოს მას თავისი აზრი, ოღონდ არ ავალებს, რომ დიალოგის რეჟიმი ჰქონდეს საზოგადოებასთან, ანუ კანონი ეუბნება – მოუსმინეო და აღარ ავალებს უპასუხე კიდეცო, სამაგიეროდ მასვე უტოვებს არჩევანს რა გააკეთოს საზოგადოების აზრის მოსმენის შემდეგ – უპასუხოს თუ არ შეიმჩნიოს. კანონი  გადაწყვეტილების მიმღებს ამ არჩევანის წინაშე მარტოს ტოვებს და ის, თუ ამ ორიდან რომელს აირჩევს თვითმმართველობა დამოკიდებულია მის მოტივაციასა და კეთილ ნებაზე. არადა ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ადამიანური თვისებაა – არ გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე სთხოვენ. მაგრამ ცნობილი და გავრცელებულია ასევე ის ფაქტიც, რომ ყველანაირი პრობლემის მოგვარების გასაღები დიალოგზე გადის, თუკი, რასაკვირველია გინდა მოგვარება. დღეს არსებული ჩართულობის ინსტრუმენტების ფასადურობის სათავე, ვფიქრობ, რომ ამ არჩევანშია.

სწორედ ის გარემოება, რომ კანონი არ უზღუდავს თვითმმართველობას უკუკავშირზე ინტერპრეტირების შესაძლებლობას, არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, თუკი გვინდა, რომ ჩართულობა თვითმმართველობისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ორმხრივად რეალურად საჭირო შესაძლებლობად და ინსტრუმენტად ვაქციოთ.

რა რეკომენდაციები გაქვს ჩართულობის ამ მექანიზმის დახვეწისთვის?

პირველ რიგში, საბჭოს დებულება უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირს საბჭოს რეკომენდაციაზე რეაგირებისა და საბჭოსთან უკუკავშირის, გაზიარების ვალდებულება გაუჩნდეს და ეს თავისივე ბრძანებით უნდა გაამყაროს. დიალოგის შესაძლებლობა მერსა და თავის სათათბირო ორგანოს შორის მხარეების კეთილი ნების იმედად არ უნდა დარჩეს.

ვფიქრობ, თუკი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო აღიჭურვება ამგვარი დებულებით, ერთის მხრივ ის წაახალისებს მოტივირებულ ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ სათათბირო ორგანოს მუშაობაში, მისი წევრობა პრესტიჟული, საინტერესო და საპასუხისმგებლო გახდება და მეორეს მხრივ, დებულებით გაზრდილი პასუხისმგებლობა საბჭოსთან უკუკავშირზე და მისი რეკომენდაციების გაზიარებაზე მუნიციპალიტეტის მერს არ  მისცემს მოდუნების საშუალებას და დააზღვევს შეცდომებისგან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის ეფექტურობას გადაწყვეტილებების მიღებისას და უკეთ მოარგებს მათ ადგილობრივების საჭიროებებს.  დიალოგის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი მეტად დააახლოვებს საზოგადოებასთან და ის, უბრალოდ მერი კი არა, საუკეთესო მერი გახდება.

QvemoQartli.ge

ინფორმაცია მომზადდა პროექტის ფარგლებში “ჩემი ხელის უფლება”.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის ინიციატივა „ჩემი ხელის უფლება“არის ნაწილი პროექტისა „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ PPSP, რომელიც ხორციელდება ASB Georgia, CHCA და KDRF-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

 

 

Related Posts

აცრების დანერგვის პირველ წელს ვაქცინაციამ 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა/Peyvəndin tətbiq edilməsinin birinci ilində peyvənd 20 milyon insanın həyatını xilas edib

COVID-19-ის აცრების დანერგვის პირველი წლის განმავლობაში, ვაქცინაციამ 185 ქვეყანაში 19,8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, რაც ნიშნავს, რომ იმუნიზაციის წყალობით, 2020...

საჩივრის მიუხედავად საარჩევნო უბანზე კამერას არ თიშავენ

რუსთავის 51-ე საარჩევნო უბანზე სადაც არჩევანის ფარულობის დარღვევის თაობაზე, განცხადება გახარიას პარტიის მერობის კანდიდატმა გააკეთა, კამერა კვლავ ჩართულია. საარჩევნო უბნის...

გლობალური დათბობა და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობა – კუმისის ტბაში წყლის დონე კრიტიკულად შემცირდა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად იწყება დიდი მოგზაურობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ამ მოგზაურობას, წყალმცურავი ფრინველების ნაწილი, ყოველ წელს, ასრულებს და შესვენებისთვისა, თუ გამოზამთრებისთვის...

ასურეთი – მთავარი გამოწვევა ისევ ძალაშია

თუ ოფიციალურ მონაცემებს ვენდობით, დაახლოებით ათასამდე ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის დასახლებაში.ასურეთი, თეთრიწყაროს სოფლების უმრავლესობასავით ერისა და ბერისგან დავიწყებული არ...

მარნეულის თვითმმართველობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი დაბალია

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი 8 %-ით გაუარესდა. 2021 წელს, მუნიციპალიტეტის შედეგი 22% იყო, ხოლო...

#აკონტროლე – რუსთავის მუნიციპალიტეტის ტენდერები

რუსთავის პრობლემების ხუთეულში თუ არა, ათეულში მაინც შედის, ქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული ადგილების სიმცირე. ყოველ წელს, ბაღში ბავშვების რეგისტრაციისთვის, ონლაინ...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს „მოქმედი“ მრჩეველთა საბჭო არ ჰყავს

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპლიტეტების გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშალდებულებას სწავლობს. ინდექსი, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ორ წელიწადში ერთხელ აფასებს. თვითმმართველობის...

სწავლება და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა – ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოება ქალებისთვის

დონარა ჯეირანაშვილი, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის, ერთ-ერთი კურსდამთავრებულია. ცენტრს, მან საკუთარი ბიზნეს იდეის განვითარების მიზნით მიმართა. სწავლებისა და დასაქმების...

რუსთაველი მძღოლები გზებზე ტექნიკური მარილის ნაკლებობაზე საუბრობენ

7-8 თებერვალი ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის რუსთავისთვისაც უხვნალექიანი იყო. თოვლი, ქალაქის საფეხმავლო მონაკვეთებთან ერთად, გზის საავტომობილო ნაწილზეც დაიდო. ,, ისეთი...

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს  აფასებს.  ინდექსის...

ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სოციალური პოლიტიკის წარმოებაზე, ტრენინგი მიმდინარეობს

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: ,,სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“. ტრენინგი ხორციელდება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის...

„ ვაქცინირებულ პაციენტებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ დაავადება “ / „Peyvənd olunmuş xəstələr nisbətən xəstəliyi yüngül keçirirlər”

ქვემო ქართლის რეგიონში, Covid-19-ის ვაქცინაციის დაწყების დღიდან, სრული აცრა 86 647-მა მოქალაქემ ჩაიტარა. სრული აცრა გულისხმობს, ვაქცინის მინიმუმ ორი დოზის...

მუნიციპალურ შპს/აიპებზე ინფორმაციის გამოქვეყნება რუსთავის ხელისუფლებისთვის გამოწვევაა – თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, რუსთავი მუნიციპალიტეტებს შორის რეგიონში პირველ,  ხოლო ქვეყნის მასშტაბით, მეორე  ადგილზეა....

რატომ უნდა ვენდოთ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს/Covid-19-a qarşı peyvəndlərə niyə etibar etməliyik

Bloomberg-ის თანახმად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს 184 ქვეყანაში 12,7 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა. ეს მსოფლიოში ყველაზე აქტიური ვაქცინაციის...

ბოლნისის საკრებულო თვითმმართველობის ინდექსის შედეგების გაუმჯობესებას ცდილობს

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის მონაცემების თანახმად, ბოლნისის საკრებულოს შეფასება 12%-ია. ინდექსი იკვლევს, რამდენად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეთა...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *