06.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტში აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თერაპიული სეანსების რაოდენობა, შესაძლოა, არ გაიზარდოს

2020 წელს, ჯანდაცვის მინისტრის (ეკატერინე ტიკარაძე) მიერ გამოიცა ბრძანება, რომელიც ადგენს აუტიზმის მქონე ბავშვთა მომსახურების მინიმალურ სტანდარტს. დოკუმენტის თანახმად, აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი თერაპიული სეანსების რაოდენობა, მინიმუმ 20 უნდა იყოს.

რუსთავის მერიაში მოქმედი შესაბამისი სოციალური პროგრამა კი ბენეფიციარებს, მხოლოდ, 17 სეანსის ანაზღაურებას სთავაზობს. თერაპიების რიცხვის ზრდა არ იგეგმება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვითაც.

ა(ა) იპ ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის „პარტნიორობა თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ნანუაშვილი, თერაპიების რაოდენობის ზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. ასევე აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ავლენს გაუმართლებელ არაკომპეტენტურობას საკითხის მიმართ. კერძოდ, ნანუაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი მართავს ე.წ ონლაინ გამოკითხვებს, სადაც მშობლებს თერაპიებთან ერთად სხვადასხვა კურსებს სთავაზობს. აცხადებს, რომ ეს კურსები მათი ხარისხიანად წარმართვის შემთხვევაში, შესაძლოა დადებითიც იყოს, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის თერაპიული სეანსის საპირწონე და არჩევანის გაკეთება მათ შორის, სამედიცინო თვალსაზრისით გაუმართლებელია.

თემაზე კომენტარს, წერილობითი ფორმით, რუსთავის მერია აკეთებს.

„ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი შემცირებული არ არის და საწყისი თანხა 856 800 ლარია. 2022 წელს თერაპიის საათები  მშობლებთან კონსულტაციის და მათი მოთხოვნის შესაბამისად გავზარდეთ 17 საათამდე. ამას გარდა, 2022 წელსვე გაიზარდა პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა ასაკობრივი ზღვარიც 15- დან 18 წლამდე.

რაც შეეხება “აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული” სარეაბილიტაციო სეანსების ოდენობის კიდევ უფრო გაზრდას, ან  ამ და სხვა სახის (სპორტული, სახელოვნებო და ა.შ.) თერაპიების დანერგვის შესაძლებლობას,  ერთი თვის წინ,  ბავშვების მშობლებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც  შევთანხმდით, რომ მერიის სოციალური სამსახური  მშობლების ჩართულობით  ჩაატარებდა დამატებით კვლევას და ამ გზით მივიღებდით ერთობლივ გადაწყვეტილებას, თერაპიათა შორის თუ რომელ მიმართულებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელია ბავშვებისთვის უფრო საჭირო და საინტერესო. უკვე გვაქვს  კვლევის შედეგები, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ  შეხვედრას მშობელთა საინიციატივო ჯგუფთან, სადაც ერთად მიმოვიხილავთ  გამოკვეთილ პრიორიტეტებს და დავსახავთ სამომავლო შესაძლებლობებს და გეგმებს“, – რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბუსხრიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ბიუჯეტის ფორმირება  კი საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე, ამ კომპონენტის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. 2021 წლის შედეგების თანახმად, აღნიშნული მიმართულებით „მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის არსებობა“ რუსთავის მერიის შეფასება 0%-ი იყო.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის

1 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), „სამოქალაქო საზოგადოების...

მითები და COVID-19

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, გაჩნდა მითები, რომლებიც აბნევენ საზოგადოების ნაწილს და ართულებენ ვირუსთან ბრძოლას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, პასუხობს ყველაზე მეტად გავრცელებულ...

მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს. რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე, მათი რაიონის ფოტოები განათავსეს. კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით...

factcheck.ge – დეზინფორმაცია: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის არსებობა დაადასტურა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით საინფორმაციო შეტევა. ამჯერად, სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცებები,...

მარნეულში ქალთა კოოპერატივის სადემონსტრაციო ნაკვეთი გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში „მწვანე მარადისის” სასათბურე, სადემონსტრაციო ნაკვეთი გაიხსნა. ღონისძიება, პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI”-ს ფარგლებში...

რაჭისუბანი: „არ დაადგა საშველი, არც სასმელი წყალი გვაქვს და არც სარწყავი“ / Raçisubani: “Heç nə kömək etmədi, nə içməli nə də suvarma suyumuz yoxdur”

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რაჭისუბანი ქართული რეალობისთვის,  საშუალო სოფლებს მიეკუთვნება: 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელში 597 ადამიანი ცხოვრობს. სხვა სოფლების...

COVID 19 – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის...

#გავიგუდეთ

მსხვილი საწარმოები რუსთავის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოები ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ამ მედალს ორი მხარე აქვს. ამ მეორე...

მრავალშვილიანი ოჯახი არსებობისთვის იბრძვის

11 წლის – ქეთი, 7 წლის ტყუპები – ეკა და მაკა, 6 წლის – ანა, 3 წლის – ნინო ერთ...

ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოება რეგიონის ახალგაზრდებისთვის

ნატალი, იაკო, ნინო და ნინი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სოფლის, მარტყოფის საჯარო სკოლებში სწავლობენ. დედაქალაქთან სიახლოვის მიუხედავად, აქაური ცხოვრება სხვა სოფლებისგან...

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში

ქვემო ქართლში პროექტის ფარგლებში:  “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” – ვორქშოფების სერია გაიმართა. მომხსენებლებმა მიმოიხილეს შრომის...

დაუცველი დასაქმებულები – ძიძები, მომვლელები, დამლაგებლები (ვიდეო)

საქართველოში, ოჯახებში დაქირავებულთა უმეტესი ნაწილი ქალია. მათ რიცხვში შედიან ძიძები, მომვლელები და დამხმარეები. მიუხედავად იმისა, რომ მათი წვლილი შრომის ბაზარზე...

საარჩევნო უბნებთან უცნობი პირები დგანან (ვიდეო)

რუსთავის ინტერნატების დასახლებაში, მე-17 საარჩევნო უბანთან უცნობი პირები დგანან. მათი ნაწილი თავს არიდებს გადაღებას, ნაწილი კი აცხადებს, რომ ახლობელს ელის....

გარდაბნის 64-ე და 52-ე უბნებთან ხალხმრავლობაა

გარდაბნის მუნიციპალიტეტისსოფელ ქესალოს 64-ე და 52-ე უბნებთან, მოქალაქეების სიმრავლეა. უბნის თავმჯდომარე მეხმან მურადოვი, აცხადებს რომ შეკრებილებს არაერთხელ მისცა შენიშვნა და...

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *