რუსთაველი მძღოლები გზებზე ტექნიკური მარილის ნაკლებობაზე საუბრობენ

7-8 თებერვალი ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის რუსთავისთვისაც უხვნალექიანი იყო. თოვლი, ქალაქის საფეხმავლო მონაკვეთებთან ერთად, გზის საავტომობილო ნაწილზეც დაიდო.

,, ისეთი სიჩქარით დაგვყავს სამარშუტო ტაქსები მგზავრმა თავი, რომ გაყოს ფანჯრიდან გზაზე მიმავალი ნაცნობის ოჯახის წევრების და შორეული ნათესავების მოკითხვასაც მოასწრებს

დილით ასე, 11 საათისთვის ძველ რუსთავში ყრიდნენ ტექნიკურ მარილს. ამ დროს ჩვენ უკვე ათი რეისი გვქონდა გაკეთებული. მემგონი ასეთ დროს, ვისაც ევალება ამ საკითხის მოგვარება თერთმეტსაათამდე არ უნდა იძინოს” – საუბრობს სამრშუტო ტაქსისი მძღოლი, ნოდარ ლომსაძე. მას მხარს მგზავრებიც უბამენ. სამრშუტო ტაქსი ნახევარ-საათს უნდება მტკვრის მარცხენა სანაპირობმდე მისვლას. მგზავრები გზის პრობლემის გარდა, სხვა მათთვის აქტუალური თემების განხილვასაც ასწრებენ. (საუბარი 8-თებერვალს შედგა)

რუსთავში მძღოლების არც, თუ მცირე ნაწილის, აქტუალური საუბრის თემაა, ვის სად მოუსრიალდა მანქანა. თავის შეცდომაზე არავინ საუბრობს, თუმცა გზებზე ტექნიკური მარილის ნაკლებობას ყველა ახსენებს. ,, ცოტა, რომ არ დამდნარიყო თოვლი, ალბათ, ქალაქი პარალიზებული იქნებოდა” – ამბობს რუსთაველი ტაქსისი მძღოლი გორდეზიანი.

თავად რუსთავის თვითმმართველობა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს:

,, გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი საგანგებო ვითარების საპასუხოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სათანადო ღონისძიებებს მიმართა. სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, რუსთავის ცენტრალურ გზებზე დიდი რაოდენობით ტექნიკური მარილი იყრება. გზებზე მარილის დაყრას შპს „ავტომობილი 2003″ უზრუნველყოფს, რომელიც 24 – საათიანი განრიგით მუშაობს.”


მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=35