23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა

რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე  გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა  წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი სართული დატბორა. წყლის ერთი ნაკადი უმოქმედოდ დარჩენილი ლიფტის კედელს გაყვა და მე-3 სართულამდე ჩავიდა. იგივე სიტუაცია იყო 21-ე მკ/რ-ის მე-4 კორპუსში. მოსახლეობის ბინებში კედლებთან ერთად საყოფაცხოვრობო ნივთებიც დასველდა.

მაცხოვრებლები გაოცებულნი  დარჩნენ, რადგან სახურავი, საიდანაც წყალი ჩამოვიდა,სულ რაღაც, რამდენიმე თვის წინ გადახურეს.  ადგილობრივებმა მერიის თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლეს და გადასახდელი (სახურავის გადახურვის) 10% ერთმანეთში გაინაწილეს. საერთო ჯამში იმის გათვალისწინებით, რომ  ყველა მეზობელმა ფული ვერ დადო და ზოგი ბინაც დაკეტილი იყო – ოჯახებს 90 ლარის დადება მოუწიათ.

,, ჩვენ არ ვიცით ზუსტად სახურავის ბრალია, თუ საწვიმარი მილის ე.წ ჟოლობის. ამას იმიტომ ვეჭვობთ, რომ ჟოლობი არ იყო არაფრით დაცული ყინვისგან. ალბათ, წყალი ვერ გაატარა და ამიტომაც  დავიტბორეთ”- ამბობენ კორპუსების მაცხოვრებლები.

მოსახლეობას პირველ რიგში საქმნის გარკვევას ,,რუსთავის კორპუსთან” ურჩევს, რუსთავის მერის მოადგილე, დავით ჯაფარიძე. ,,ცხრა სართულიანი კორპუსების  მოსახლეობამ თვითონ მოძებნეს კომპანიები, რომელებიც მუშაობენ გადახურვებზე. პირველ რიგში პასუხი მათ უნდა მოსთხოვონ. ასევე ცხადია, უნდა მიმართონ ,,რუსთავის კორპუსს”. თუ ახალ გადახურულ შენობას პრობლემა აქვს შემსრულებელმა კომპანიამ უნდა აგოს ამისთვის პასუხი.

რაც შეეხება საწვიმარ მილებს. მე ვერ გეტყვით ამ კონკრეტული შენობის პროექტში სახურავის საკითხთან ერთად საწვიმარი მილის მოწესრიგებაც  შედიოდა,  თუ არა.”- საუბრობს  რუსთავის მერის მოადგილე, დავით ჯაფარიძე.

21-ე მკ/რ მამასახლისებს  ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. მათ კიდევ ერთხელ უწევთ კორპუსში თანხის აგროვება. ამჯერად, უკვე საწვიმარი მილების შესაკეთებლად.

აღნიშნული პრობლემის წარმოქმნისთვის პასუხისმგებლობა  შემსრულებელ კერძო კომპანიასთან ერთად  ქალაქის თვითმმართველობასაც  ეკისრება, რადგან თვითმმართველობას პროგრამაში, ლოგიკურად, უნდა გაეთვალისწინებინა სახურავებთან ერთად  მათი საწვიმარი მილების მოწესრიგების საკითხიც.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=62

Related Posts

თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში

Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. კომპანია...

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის (R)

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან  – ნაკრები 2 ₾, ...

ჭერიდან მუდმივად ცვივა რაღაცეები, წვიმიან ამინდში კი სამუშაო არეალი სველდება – რუსთავის საწარმოებში დასაქმებული ქალები

ქალსა და მამაკაცს შორის არათანაბარი ანაზღაურება, თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც არამხოლოდ დასაქმებულები, სტატისტიკაც საუბრობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

პანდემიასთან დაკავშირებით რეგულაციების ნაწილი შეიცვალა

მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კოვიდ-უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები, დამატებითი...

„როგორ მოიქცევა ონლაინ გაკვეთილზე და დაუჯერებს კი მასწავლებელს?!“ – ქალების შრომის ტვირთი პანდემიისას (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მრავალი სფერო, ახლებური მიდგომისა და დღის წესრიგის შეცვლის, საჭიროების წინაშე დადგა. პანდემიის დაწყებიდან მალევე, ბევრმა კერძო თუ...

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები – ერთნაირი სამუშაო განსხვავებული შრომის პირობები

კანონის წინაშე, ყველა ადამიანი თანაბარი უფლებით სარგებლობს. თუმცა, ხშირად ეს უფლება, სწორედ კანონის მეშვეობით ირღვევა. ამის, მაგალითი შეიძლება იყოს, საჯარო...

საარჩევნო პლაკატებში ჩაფლულ ქესალოში სასმელად ვარგის წყალს ნატრობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე წლებია, წყალს ან ყიდულობენ, ან ქალაქ გარდაბნიდან...

მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს. რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე, მათი რაიონის ფოტოები განათავსეს. კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით...

კოდა – დევნილი ქალები წყალს ითხოვენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, დევნილად ქცეულთა კომპაქტური დასახლებაა. დევნილობას, რომელიც კონკრეტული ოჯახების ტრაგედიით და მასობრივი...

„დიდ დმანისში“ სასმელ წყალს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ/“Didi Dmanisi”də içməli su və dağlıq yaşayış məntəqəsi statusu tələb edirlər

ქვემო ქართლის არაერთი დაბა და სოფელი დგას სასმელი წყლის პრობლემის წინაშე. წლებია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების მიუხედავადლ, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემების...

ქალები და მობილობა

კვლევა სახელწოდებით „ქალები და მობილობა – ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“ განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, რეგიონალური პროგრამის „მდგრადი ურბანული...

„მე გავაგრძელე“ – შშმ პირთა მხარდაჭერა პანდემიისას

COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია, მათ შორის, ადამიანების სოციალიზაციის მიმართულებით. სწორედ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადამიანების მხარდასაჭერად, ევროკაშირი...

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის...

მრავალეროვანი საქართველო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებს

მრავალეროვანი საქართველო (PMMG), სასამართლოში გაასაჩივრებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 3 ნოემბრის #59/2020 განკარგულებას, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა მარნეულის #13.22.51 და ...

შემოდიან, ათვალიერებენ და გადიან – ბიზნესი უფულოდ დარჩენილ მომხმარებელზე

ქვეყნის პირველი მასშტაბური ჩაკეტვისა და კარანტინის შემდეგ –  ერთ წელზე მეტი გავიდა. ბიზნესის ნაწილმა ვერ გაუძლო პანდემიის დარტყმებს, ნაწილმა კი...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *