23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რუსთაველებს 4 წლის წინანდელი ქვითრების მოძიება მოუწევთ

მარტის დასაწყისიდან რუსთაველებს  სახლის კართან ქვითრებთან ერთად წერილი ხვდებათ. ნახევარ-გვერდიანი წერილის გამომგზავნი რუსთავის მერიის მოსაკრებლების სამსახურია.

გზავნილის ტექსტი სასიამოვნო ხასიათის არაა. მოსაკრებლების სამსახური დასუფთავების გადასახადის დავალიანების შესახებ აცნობს მოსახლეობას.

წერილს ისინიც იღებენ ვისაც  დავალიანება არ აქვს. ,, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისეთ მოქალაქეებსაც მიუვიდათ ეს ფურცლები ვისაც დავალიანება არ აქვს.

ჩვენ სამსახურს, სამწუხაროდ არ აქვს მოწესრიგებული ელექტრონული სისტემა, სადაც გადამხდელები ფიქსირდებიან. არ გვაქვს ბაზა, რომელიც თავისუფლად მუშაობის საშუალებას მოგვცემს. ბევრი რამ ახლაა გასაკეთებელი და მოსაწესრიგებელი” – საუბრობს, რუსთავის მერიის  ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსი, ზაქრო დათუაშვილი. მისი თქმით, იურიდიული პირების ჩათვლით 32 000 მოქალაქისგან იღებს დასუფთავების გადასახადს. სამსახურს კი სულ 6 თანამშრომელი ყავს.

,, ჩვენ გვინდა ელეტრონული ბაზის შექმა, უბრალოდ, ეს არ არის ადვილი. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ბაზა, სადაც  დასუფთავების გადასახადის გადამხდელები ფიქსირდებიან არც ერთ თვითმმართველ ქალაქს არ აქვს. თუმცა ვთვლი, რომ სხვისი ყურება არ არის საჭირო და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პირველები. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით კონკრეტულად როდის გაკეთდება ეს საქმე” – დასძენს დათუაშვილი.

3 თვის წინ დანიშნული მოსაკრებლების სამსახურის უფროსი იმ პრობლემების მოგვარებას ცდილობს, რომელიც არც, თუ დიდად მოწესრიგებულმა წინა ხელმძღვანელმა დაუტოვა. მოსახლეობას კი თავისი გასაჭირი აქვს.

,,  დასუფთავების სამსახური გვთხოვს წარვადგინოთ ქვითრები 2008 წლიდან. ნამდვილად არ მაქვს 4 წლის წინანდელი ქვითრები შენახული” – ამბობს, რუსთაველი ნანა შეროზია.

როგორც წესი, რამდენიმე წლის წინანდელ ქვითრებს მოსახლეობა არ ინახავს, თუ რა თქმა უნდა, ვინმეს ასეთი უცნაური ჰობი არ აქვს.   შესაბამისად, გამოდის, რომ მოსაკრებლების სამსახური ადგილობრივი მოსახლეობისგან ბევრ ლარს ,,მოკრიბავს”.

,, ჩვენიც უნდა გაიგოთ. თუ არსად ფიქსირდება მოქალაქის გადახდილი თანხა, ჩვენ რა ვქნათ?  რადგან წინა წლის დავალიანებებიც არის, სწორედ, ამიტომ ვითხოვთ ძველ ქვითრებს” – გვიხსნის,  მოსაკრებლების სამსახურის უფროსი, ზაქრო დათუაშვილი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=124

Related Posts

დამკვირვებელი “ოცნებას” საარჩევნო უბნიდან ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებს

რუსთავის მე-16 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა 2020”-ის დამკვირვებელმა, თეონა იაკობიშვილმა საჩივარი დაწერა. იაკობიშვილის თქმით, დღის პირველ-ნახევარში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა...

რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა

რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე  გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა  წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი...

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის...

სოფელ გამარჯვებაში ნეპოტიზმი იმარჯვებს?! / Qamarcveba kəndində nepotizm qələbə çalır?!

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 4 670 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული. ზოგი კი მუნიციპალურ თუ კერძო სამსახურშია დასაქმებული....

16 წლის ედგარ მაზმანიანი ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ

პროპაგანდა არის ფაქტების და არგუმენტებისა აქტიური გავრცელებაა. ემსახურება საზოგადო აზრის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, პროპაგანდა არის ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული...

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში

ქვემო ქართლში პროექტის ფარგლებში:  “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” – ვორქშოფების სერია გაიმართა. მომხსენებლებმა მიმოიხილეს შრომის...

„ ის, რომ ჩვენ თანამშრომლებს უხელფასოდ ვამუშავებთ, ეს არ არის სწორი ინფორმაცია” – რუსთავის სამშობიარო სახლი

წელიწადზე მეტია, რაც რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის სამშობიარო სახლში დასაქმებულთა უფლებების დარღვევებზე საუბრობენ. თემის მიმართ ძალისხმევა, არც ჩვენს კოლეგებს დაუკლიათ....

წყლის რესურსები და ევროკავშირის პოლიტიკა /Su resursları və Avropa İttifaqının siyasəti

მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს. მთლიანად საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები წარმოდგენილია: მდინარის ჩამონადენის ზედაპირული და მიწისქვეშა მდგენელებით,...

ახალ სამგორში არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც ნარჩენების ნაწილს სოფელს „უბრუნებს“ / Yeni Samqoridə yerləşən, tullantıların bir qismini kəndə “geri qaytaran” zibillik

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორს, ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრება ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ უწევს.  ადგილობრივების მთავარ თავსატეხს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის...

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

რაჭისუბანი: „არ დაადგა საშველი, არც სასმელი წყალი გვაქვს და არც სარწყავი“ / Raçisubani: “Heç nə kömək etmədi, nə içməli nə də suvarma suyumuz yoxdur”

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რაჭისუბანი ქართული რეალობისთვის,  საშუალო სოფლებს მიეკუთვნება: 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელში 597 ადამიანი ცხოვრობს. სხვა სოფლების...

122 აქტივობიდან სრულად, მხოლოდ, 55 შესრულდა – საჯარო მმართველობის რეფორმა / 122 fəallıqdan yalnız 55 fəallıq tam həyata keçirilib – dövlət idarəçilik islahatı

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის ვადა ამოიწურა და საჭიროა ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობას,...

საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს. დებედას მარჯვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის...

რუსთავში ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სოციალური სამსახურების თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის თემა...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *