23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

„როგორ მოიქცევა ონლაინ გაკვეთილზე და დაუჯერებს კი მასწავლებელს?!“ – ქალების შრომის ტვირთი პანდემიისას (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მრავალი სფერო, ახლებური მიდგომისა და დღის წესრიგის შეცვლის, საჭიროების წინაშე დადგა. პანდემიის დაწყებიდან მალევე, ბევრმა კერძო თუ საჯარო სექტორმა, თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი, დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. დაიხურა სკოლები და სააღმზრდელო დაწესებულებები. შედეგად მშობლებს, უმეტესად კი დედებს,  სამსახურეობრივი მოვალეობების პარალელურად, დაუმძიმდათ საშინაო შრომის ტვირთ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს რეგულაციების დაცვით, მრავალმა სფერომ მუშაობა უკვე აღადგინა, მაინც პრობლემურ საკითხად რჩება ონლაინ სწავლება. ამასთან ერთად პანდემიის მეოთხე ტალღის პირობებში, სწავლა კვლავ შეჩერებულია სააღმზრდელო დაწესებულებებში.

ნელი ლომიძე, სამი შვილის დედაა. ის, ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომელსაც პანდემიის გამო, სამუშაოზე უარის თქმა მოუწია. გვიყვება, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მთელ დროს, ბავშვების მოვლას და მათ მეცადინეობას ანდომებს.

„ ბავშვებს უნდათ ყურადღება და ამიტომ მომიწია სამსახურიდან წამოსვლა. ეხლა პირველ კლასში შედის პატარა.. თვითონ როგორ ჩართავს კომპიუტერს, როგორ გამორთავს, როგორ მოიქცევა და დაუჯერებს კი მასწავლებელს?! სხვა ბავშვებიც ხომ არიან სახლში, იმათაც უნდათ ყურადღება.

ზოგი ტელეფონით ერთვება გაკვეთილს, ზოგი კომპიუტერით. თან ხელს უშლიან ერთმანეთს, სივიწროვე გვაქვს სახლში და თავისთავად ეგეც პრობლემაა. მოკლედ, მომიწია სამსახურზე უარის თქმა.  რაც შეეხება სწავლის ხარისხს, მასწავლებლები მშვენივრად ხსნიან გაკვეთილს და ვისაც სწავლა უნდა, ალბათ, ასეც ისწავლის. ისე, რა თქმა უნდა, სკოლაში სწავლა სჯობს“, – საუბრობს ნელი ლომიძემ.

31 წლის ანა გუდუნიძეს, მე-6 კლასელი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ პანდემიამ როგორც მასზე, ასევე, მისი შვილის განათლებაზე, საკმაოდ რთული გავლენა იქონია.

„ როდესაც სამუშაოდ მივდივარ, თვითონ მარტო რჩება სახლში და ტელეფონით გვაქვს კონტაქტი. რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ახლა, მითუმეტეს სწავლა, რომ დაიწყო ორმაგი შრომაა, სამსახურიდან სახლში მისულს უნდა დავეხმარო მეცადინეობაში. ეს საშუალო ფენის ხალხისთვისაა ალბათ რთული, თორემ ვისაც საშუალება აქვს, მათ შეუძლიათ კერძო მასწავლებლებთან ამეცადინონ ბავშვები.

ონლაინ გაკვეთილების ცხრილს რომ გადავხედე, ფაქტიურად გამოდის, რომ ხუთი, მაქსიმუმ შვიდი გაკვეთილი აქვთ კვირაში, როდესაც დღეში ჰქონდათ ხოლმე ამდენი გაკვეთილი, პანდემიამდე. იმედია ოქტომბრიდან განახლდება სკოლებში სწავლა“, – ამბობს ანა გუდუნიძე.

” ბავშვები ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, ამოვარდნენ რეჟიმიდან. დილით, იმის მაგივრად, რომ ადგნენ, მოემზადონ და სკოლაში წავიდნენ, პიჟამოებით წვანან და ისე ესწრებიან გაკვეთილებს. ეს ყველაფერი მომავალში, ცუდად აისახება მათ განათლებაზე. გარდა ამისა, სულ იმის ფიქრში ვარ რას აკეთებს, როგორ უსმენს ჩართვებს, სამსახურიდან ამ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებ. სკოლაში რომ არის, ამის ფიქრი არ მაქვს.

რომ მოვდივარ, მიწევს მისი მეცადინეობა და დამატებითი შრომა ამ კუთხით. ვისაც საშუალება აქვს, კერძო მასწავლებელი აუყვანა თავის შვილს და ნაკლებად ადარდებს სწავლის დაწყება, რადგან მაინც გაივლის სასწავლო პროგრამას და ვისაც არ აქვს, ამის შესაძლებლობა, იმათ რა ქნან?! მეტიც, ზოგი ისეთი გაჭირვებულია, არც ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების საშუალება აქვს”, – აღნიშნავს კიდევ ერთი მშობელი, 36 წლის თაკო.

მშობლები მათ ცხოვრებაში ციფრული სამყაროს დიდი დოზით შემოჭრაზეც დარდობენ.

„მშრომელი ადამიანი, ადრეც და ახლაც, იგივენაირად შრომობს. სამუშაოს მერე, მივდივარ სახლში და ვუვლი ორ შვილს, მეუღლეს და მამამთილს. შემდეგ, ვალაგებ სახლს. პანდემიამდეც ასე ვიყავი და ახლაც. მაგ მხრივ, არაფერი შეცვლილა. მხოლოდ იმაზე ვდარდობ, რომ ურთიერთობა დაგვაკარგინეს და ყველაზე მნიშნველოვანი, ბავშები გახადეს მთლიანად ტელეფონზე დამოკიდებულნი. დღეს, მხოლოდ ტელეფონია ჩვენი ცხოვრება, მეტი არაფერი“  – აღნიშნავს, კიდევ ერთი მშობელი.

„ ახლა მიმყავს პირველ კლასში, იმედია ონლაინ სწავლა არ მოგვიწევს. ძალიან დაგვთრგუნა ზოგადად პანდემიამ. ჩემს შემთხვევაში, დისკომფორტი დაძაბულმა გარემომ შექმნა. თავიდან, რომ გამოგვკეტეს სახლში და არც ვიცოდით როდის დავუბრუნდებოდით სამსახურებს ეგ იყო ყველაზე რთული ეტაპი. ერთადერთი პლიუსი მაშინ ის იყო, რომ ბავშვთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მეტ დროის ვატარებდით“ – თამარ ერისთავი 39 წლის.

საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქალები უფრო მეტად არიან ჩართული თითქმის ყველა საოჯახო საქმეში, ვიდრე კაცები. კაცების 47%-ს არასოდეს მიუღია მონაწილეობა სახლის დალაგებაში, 43%-ს კი არასდროს მოუმზადებია საჭმელი, ხოლო ერთ მესამედს არასოდეს მიუღია მონაწილეობა ბავშვების მოვლაში.

ხოლო კვლევაში, „COVID-19-ის გავლენა ქალებზე“  ვკითხულობთ, რომ ქალთა უფასო შრომა დიდი ხანია აღიარებულია, როგორც უთანასწორობის ერთერთი მიზეზი. იგი უშუალოდ არის დაკავშირებული სახელფასო უთანასწორობასთან, დაბალ შემოსავალთან, ცუდ განათლებასა და ფიზიკური-მენტალური ჯანმრთელობის სტრესთან. ქალთა უფასო და უხილავი შრომა კი კვლევის თანახმად, საგრძნობლად გაიზარდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

 

ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

Related Posts

კორპორაციული პასუხისმგებლობა ქვეყანაში, სადაც ადამიანი არ არის მთავარი ღირებულება

შვიდ ოქროს წესს მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ეს წესები, დაცვის შემთხვევაში, ვფიქრობ, ნამდვილ ოქროზე ძვირფასია: ბიზნესის ეთიკურად წარმოება; ადამიანის...

ბიო ჩაი და თევზის წარმოება – მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა საქართველოში

სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. შოთა  კოპალიანი ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში ცხოვრობს. მას ჩაის დამზადების კულტურა...

რუსთავს ახალი წლის “ლამაზად” შეხვედრა 114 482 ლარი დაუჯდა

საახალწლო სამზადისის დაწყებისას, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსთაველები „ლამაზად“ შეხვდნენ ახალ წელს. ახლა, როდესაც...

“ოცნების” კოორდინატორები გარდაბნის მე-3 საარჩევნო უბანთან იმყოფებიან (ვიდეო)

გარდაბნის მე-3 საარჩევნო უბანთან, მოქალაქეების სიმრავლეა. შეკრებილი ქალბატონებიდან ერთ-ერთი, კითხვაზე თუ რატომ იმყოფება უბანთან და რა სია აქვს თან, გპასუხობს...

რუსთავში საბავშო ბაღების რეაბილიტაციას ნული ლარით გეგმავენ

რუსთავის საკრებულომ, დეკემბრის ბოლოს 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტში სხვადასხვა ხარჯების გვერდით ნახსენები იყო საბავშო ბაღების რეაბილიტაციაც. თუმცა ამ საქმისთვის...

რუსთავში არჩევნების ადმინისტრირებას მორიგი გამოცდილი კადრი გამოაკლდა

20 სექტემბერს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე, ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა. ამჯერად არჩევნების ადმინისტრირების ტვირთი,...

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის (R)

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან  – ნაკრები 2 ₾, ...

წალკაში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა – მუნიციპალიტეტი კლიმატის ცვლილებების პირისპირ / Tsalkada orta illik temperatur artıb – bələdiyyə iqlim dəyişikliyi ilə qarşı-qarşıya

კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის ადაპტაციის ღონისძიებები – ეს ის საკითხებია, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, პროექტის „ეს წალკაა“...

270 000 ლარის ბედი გადასაწყვეტია

5 მარტს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ჩვენ საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილი ესაუბრა. – მთავარი საკითხი რაც განვიხილეთ...

ამომრჩევლებს, მეორე ტურზე, განსხვავებული საარჩევნო კაბინები დახვდათ

მეორე ტურზე, ხმის მისაცამედ მისულ ამომრჩევლებს განსხვავებული საარჩევნო კაბინები დახვდათ. კაბინის წინა მხარე, სადაც ამომრჩეველი ჩანს ხმის მიცემისას, ნაწილობრივ ღიაა....

16 წლის გოგოს მესამე საკეისრო – სექსუალური და რეპროდუქციული განათლების უფლება

მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი ერჩის და ებრძვის სექსუალური განათლების სწავლებას სკოლებში, ჩვენი რეგიონის ქვემო ქართლის სამედიცინო დაწესებულებებში, ყოველდღიურად იბრძვიან არასრულწლოვანი...

My.gov.ge – რას გვთავაზობს ელექტრონული სერვისების პორტალი / My.gov.ge – elektron xidmətlər portalı bizə nə təklif edir

სახელმწიფო და კერძო სექტორის ელექტრონული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს (my.gov.ge) ახალი სერვისები დაემატა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

COVID 19 – რეკომენდაციები

„ახალი“ კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“...

ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო წყლის უფლება ეზღუდება

საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ ¼ იყენებს. მსოფლიო...

რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს:  სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და  აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის-ახალგაზრდა სამოქალაქო  აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში. ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *