18.05.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რეპორტაჟი – ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა

ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის რაიონის  სოფელ ქვემო კაპანახჩში, რამდენიმე ადგილობრივს ცხვრის დაახლოებით 100 სულიანი ფარა  ყავს. მოსახლოების ნაწილი სათბურებს აკეთებს და ზამთარში მოყვანილ მწვანილსა და ბოსტნეულს გარდაბნის და რუსთავის ბაზარში  ყიდის. ,, ვისაც შრომა არ ეზარება მშიერი არასოდეს რჩება” – ამბობენ ადგილობრივები.

აქ თითქმის ყველა ოჯახს ქათმები, ინდაურები და იხვები ყავს. თუმცა მათ ოჯახებში შესვლისას ყველაზე მეტად საუბარი არა ოჯახის შემოსავლებზე, არამედ იმაზე უყვართ, თუ როგორ კარგად საუბრობენ მათი შვილები ქართულად.

რეალურად  ასეცაა, ბავშვები რომლებიც დადიან სკოლებში მათ მშობლებზე გაცილებით უკეთ საუბრობენ ქართულად.

ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად ერთ სართულიანი სახლები აქვს აშენებული. იშვიათად გვხვდება ორი, ან სამ სართულიანი სახლები. ქესალოსგან განსნხვავებით კაპანახჩში მოსახლეობა, ამ მხრივ, შედარებით მოკრძალებულად ცხოვრობს. სახლების გვერდით ფრივნელობის და პირუტყვის სადგომი აქვთ.

ქვემო კაპანახჩის მსგავსად სოფელი ლელაშხას შიდა გზებიც  რთულად გასავლელია. ერთადერთი გზა, რომელსაც ადვილად შეატყბთ, რომ ახალი დაგებულია სოფლის ცენტრალური გზაა. ,, ამ სოფელში ძირითადად სვანები ვცხოვრობთ” – გვიხსნის სახლის წინ მდგარი პატარა ბიჭი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გარშემო ღორები შეექცევიან წაქცეული სანაგვედან გადმოყრილ სიკეთეებს ვხვდებით, რომ სოფელი ძირითადად ქართველი ეროვნების მოსახლეობითაა დასახლებული.

იმისთვის, რომ მერე ლელაშხას რწმუნებულმა, კრწანისის რწმუნებულის მსგავსად არ შემოგვითვალოს სად ნახეთ კრწანისში მოუწესრიგებელი   ნაგავსაყრელი-ო –  ღორს დიდი ინტერესით ვიღებთ.

ლელაშხაში ათობით მიტოვებული ორ სართულიანი სახლი დგას. უფრო, სწორედ, მხოლოდ კედლების ამარად დარჩენილი სახლებია. ამ დროს ფოცხოეწერში გადასახლებული დევნილები გვახსენდება. ალბათ, ამ სახლების შეკეთრება და დევნილების შესახლება უფრო იაფი და  ჭკვიანური საქმე იქნებოდა, ვიდრე დევნილების  ფოცხოეწერის მივარდნილ სოფელში გადასახლება.

ლელაშხასა და ქვემო კაპანხჩში მინდვრები დაცარიელებულია. სარწყავ არხებში წყალი ნახევრადაა გაყინული. ცარიელია ადგილობრივების სახელდახელოდ გაკეთებული ე.წ ბირჟები. სიცივეში  ყველას თბილად სახლში ჯდომა ურჩენია. ან როგორც ადგულობრივებმა გვითხრეს, ხშირად სახლების ნაცვლად სათბურებში უყვართ ყოფნა. მიზეზი კი ისაა, რომ ცელოფნისგან შეკრულ სათბურში, სადაც ჯერ 3 სანტიმეტრითაც არაა წამოზრდილი მწვანილი მუდმივად სითბოა.

მიუხედავდ იმისა, რომ სათბურს სითბოს წყარო არ აქვს. ცელოფანი რითიც არიან დაფარული, მუდმივ მაღალ ტემპერატურას ინარჩუნებს.  თუმცა თბილ პარნიკში ფოტოების გადაღება გვიჭირს. ობიექტივი იორთქლება და მხოლოდ, პარნიკის გარედან გადაღებული კადრები გვრჩება.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=60

Related Posts

გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს

დღეს, თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმს მასპინძლობდა ბიზნესფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი, შაჰინ მუსტაფაევი და ბიზნეს საზოგადოება...

ხშირად დასმული კითხვები COVID-19-თან დაკავშირებით // Covid-19 haqqında tez-tez verilən suallar

1) რა არის კორონავირუსი? კორონავირუსები   ვირუსების  დიდი  ოჯახია, რომელიც   ფიქსირდება   ადამიანასა   და  ცხოველში. ადამიანებში   ცნობილია   კორონავირუსის   რამდენიმე   ტიპი, რომელიც   სასუნთქი  ...

My.gov.ge – რას გვთავაზობს ელექტრონული სერვისების პორტალი / My.gov.ge – elektron xidmətlər portalı bizə nə təklif edir

სახელმწიფო და კერძო სექტორის ელექტრონული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს (my.gov.ge) ახალი სერვისები დაემატა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

მარის არხის დასახლებაში, უკვე მერამდენე „მთავრობას“ სთხოვენ საცხოვრებელი სახლების დაკანონებას / “Mari Kanalı” məntəqəsində artıq neçənci “hökumətdən” yaşayış evlərinin qanuniləşdirilməsini tələb edirlər

რუსთავის მარის არხის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ე.წ ბარაკული ტიპისაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები დიდი ხნის წინ აშენდა...

მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები...

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში

ქვემო ქართლში პროექტის ფარგლებში:  “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” – ვორქშოფების სერია გაიმართა. მომხსენებლებმა მიმოიხილეს შრომის...

გლობალური დათბობა და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობა – კუმისის ტბაში წყლის დონე კრიტიკულად შემცირდა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად იწყება დიდი მოგზაურობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ამ მოგზაურობას, წყალმცურავი ფრინველების ნაწილი, ყოველ წელს, ასრულებს და შესვენებისთვისა, თუ გამოზამთრებისთვის...

მეორე ტური – პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო უბნებთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, შეზღუდული რესურსებით და შემცირებული სადამკვირვებლო ჯგუფებით აკვირდებოდა. ორგანიზაციების ნაწილმა კი უარი თქვა არჩევნების...

დეცენტრალიზაციის მომავალი/Desentralizasiyanın gələcəyi

დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025 მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პრინციპების რეალიზება  და ადგილობრივი თვითმმართველობის თანმიმდევრული განვითარება, აქციოს დეცენტრალიზაცია უწყვეტ, მიზანმიმართულ...

საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების ხარისხის მონიტორინგი

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანიც ასოცირების ფარგლებში საქართველოს აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაა. კონკრეტულად კი, აქცენტი კეთდება ასოცირების სამოქმედო...

სასმელი წყალი – ნორიოს აუხდენელი ოცნება

სოფელ ნორიოს, 25კმ აშორებს დედაქალაქს, თუმცა ცხოვრების წესი და სირთულეები, სიახლოვის მიუხედავად, აქ სულ სხვაა. მწვანე ხეივანს შევყავართ სოფელში. ნორიოს...

„ ქვეყნის კანონები სხვაა, მათ კი თავიანთი კანონები აქვთ“ – სამუშაო პირობებზე “რუსთავის ფოლადში”

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა პრობლემების სათავეშია, ხშირად, გვავიწყდება ვწეროთ იმაზე თუ რა პირობებში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს სამსახურების პოვნა. აქვთ, თუ...

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის (R)

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან  – ნაკრები 2 ₾, ...

ტრენინგი: გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ქალთა შრომითი უფლებები

ტრენინგი მოიცავს საკითხებს: შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა - მექანიზმები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაციის

სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც მედპერსონალს ხელის დაბანის შესაძლებლობა არ აქვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის თემის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პრობლემებზე საუბარი არ სურთ, მაგრამ ვერსად მალავენ, დერეფანში კუსტარულად მოწყობილ ხელსაბანს და...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *