რა ვიცით „ხანგრძლივი კოვიდის“ შესახებ და გვიცავს თუ არა მისგან ვაქცინაცია/“Uzunmüddətli kovid” haqqında nə bilirik və peyvənd bizi ondan qoruyurmu

Covid-19-თან დაკავშირებულ მრავალ საკითხს შორის, რომელთა შესახებაც მეცნიერებს მკაფიო პასუხი არ აქვთ, დაავადების სიმძიმე და ხანგრძლივობაა. ადამიანების ნაწილს ის უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით გადააქვს, ნაწილს კი Covid-19-ისთვის დამახასიათებელი ნიშნები თვეობით უნარჩუნდება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) უახლესი ანგარიშით, Covid-19-ით ინფიცირებული თითქმის ყოველი მეხუთე ზრდასრული ამერიკელი, ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დაავადების მინიმუმ ერთ სიმპტომს კვლავ ებრძვის. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია სხვა გლობალურ კვლევებში, სადაც ასეთი ადამიანების რიცხვი დაახლოებით 50%-ია.

პოსტინფექციური სიმპტომების სპექტრი, რომელსაც ადამიანები განიცდიან, ფართოდ განსხვავდება და ცნობილია, როგორც “ხანგრძლივი კოვიდი” (ე.წ. ლონგ კოვიდი). ერთ-ერთმა კვლევითმა ჯგუფმა დაასახელა 203 სიმპტომი, რომლებიც შესაძლოა თითქოს გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ახასიათებდეთ. გარკვეული სიმპტომები შესაძლოა შემორჩეთ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით გადაიტანეს.

რა სიმპტომები ახასიათებს „ხანგრძლივ კოვიდს“?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, პოსტკოვიდ მდგომარეობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ხანგრძლივი კოვიდი”, გვხვდება პირებში, რომლებსაც აქვთ SARS-CoV-2 ინფექციის სავარაუდო ან დადასტურებული ანამნეზი. სიმპტომები მინიმუმ 2 თვე გრძელდება და ალტერნატიული დიაგნოზით ვერ აიხსნება.

CDC და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკური სამსახური (ONS) „ხანგრძლივ კოვიდად“ მიიჩნევს სიმპტომების გამოვლინებას, რომელიც გრძელდება 4 კვირაზე მეტ ხანს.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუდმივ დაღლილობას, რომელიც აფერხებს ადამიანის ყოველდღიურ აქტივობას, ჰაერის უკმარისობას, სახსრების ან კუნთების ტკივილს, მუდმივ გამონაყარს, თმის ცვენას, სუნისა და გემოს ცვლილებებს, გულის უკმარისობას, წამოდგომისას თავბრუსხვევას, მენსტრუალური ციკლის უჩვეულო ცვლილებებს, დეპრესიას და აზროვნების ან კონცენტრაციის გაძნელებას, რასაც ზოგჯერ “ტვინის დაბინდვას” უწოდებენ.

როგორ დგინდება „ხანგრძლივი კოვიდი“?

The New York Times-ის თანახმად, ისეთი სადიაგნოსტიკო საშუალებები, როგორიცაა ელექტროკარდიოგრამა, გულმკერდის რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია და სისხლის ტესტი ყოველთვის არ ავლენს ფიზიოლოგიურ პრობლემებს.

მკვლევრები მუშაობენ გარკვეული ბიოლოგიური ფაქტორების განსაზღვრაზე, ბიომარკერებზე, რომლებიც დაკავშირებულია Covid-ის სიმპტომებთან. ეს შეიძლება მოიცავდეს ანთების ნიშნებს ან იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილ გარკვეულ მოლეკულებს, რომლებიც შეიძლება, მაგალითად, სისხლის ანალიზით შეფასდეს.

ამ დროს ექიმები ეყრდნობიან პაციენტების სიმპტომების აღწერას და გამორიცხონ ალტერნატიულ მიზეზებს.

რამდენად გვიცავს ვაქცინაცია „ხანგრძლივი კოვიდისგან“?

ამ საკითხს მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა რამდენიმე კვლევის თანახმად, ვაქცინაციამ შეიძლება შეამციროს გრძელვადიანი სიმპტომების რისკი.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ გაანალიზა რვა კვლევა, რომელიც იანვრის შუა რიცხვებამდე ვაქცინაციას და “ხანგრძლივ კოვიდს” აკვირდებოდნენ.

ექვსი მათგანი ასკვნის, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდნენ, “ხანგრძლივი კოვიდის” განვითარების ნაკლები შანსი ჰქონდათ, მხოლოდ ორი კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინაცია საბოლოოდ “ხანგრძლივი კოვიდის” შანსს არ ამცირებს.

კიდევ უფრო ადრე, ლონდონის King’s College-ის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არა მხოლოდ ინფიცირებისგან და დაავადების გართულებისგან იცავენ ადამიანებს, არამედ „ხანგრძლივი კოვიდის“ რისკსაც ამცირებენ. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სრულად ვაქცინირებულ კოვიდინფიცირებულებში დაავადების სიმპტომების 4 კვირაზე დიდხანს გაგრძელების ალბათობა 50%-ით ნაკლებია.

მასალა მომზადებულია „ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ -მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

ავტორი: ნინო გელაშვილი

თარგმანი: აინურა ალიევა

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

QvemoQartli.ge

Covid-19-la əlaqədar çoxsaylı məsələlər arasında alimlərin dəqiq cavabının olmadığı, xəstəliyin ağırlığı və uzunmüddətliliyidir. İnsanların bir hissəsi onu əlamətsiz və ya yüngül formada keçirirlər. Bir hissəsində isə Covid-19-a məxsus əlamətlər aylarla qalır.

ABŞ-ın Xəstəliklərə Nəzarət və Prevensiya Mərkəzlərinin (CDC) yaxın hesabatına görə, Covid-19-a yoluxmuş, demək olar hər beş amerikalıdan biri yoluxmadan neçə ay sonra xəstəliyin minimum bir əlaməti ilə mübarizə aparır. Bu göstərici başqa qlobal araşdırmalarda daha yüksəkdir. Orada belə adamların sayı təxminən 50%-dir.

İnsanların yaşadığı yoluxma əlamətləri spektri fərqlidir və bu “uzunmüddətli kovid” (Long Covid) olaraq tanınır. Araşdırmaçı qruplardan biri 203 əlamət sadalayıb ki, onlar sağalmış adamlarda qeydə alına bilər. Xəstəliyi yüngül və ya orta ağır şəkildə keçirmiş adamlarda da müəyyən əlamətlər qala bilər.

 “Uzunmüddətli kovidin” hansı əlamətləri var?

Ümumdünya Səhiyyə Təşkilatına (WHO) əsasən, koviddən sonrakı, “uzunmüddətli kovid” kimi tanınan vəziyyətə SARS-CoV-2 infeksiyasına yoluxmaq ehtimalı olan və ya təsdiqlənən şəxslərdə rast gəlinir. Əlamətlər ən az 2 ay davam edir və alternativ diaqnozla izah olunmur.

CDC və Britaniyanın Birləşmiş Krallığının Milli Statistika Xidməti (ONS) “uzunmüddətli kovid olaraq” 4 həftədən artıq sürən əlamətlərin aşkarlanmasını hesab edir.

Əlamətlər insanın gündəlik fəaliyyətinə mane olan daimi yorğunluq, hava çatışmazlığı, oynaq və ya əzələlərdə ağrılar, daimi səpgilər, saç tökülməsi, iy və dadın dəyişməsi, ürək çatışmazlığı, ayağa qalxan zaman baş fırlanması, menstrual dövrdə qeyri-adi dəyişikliklər, depresiya, fikir və ya diqqətin çətinləşməsindən ibarət ola bilər. Buna bəzən “beyinin dumanlanması” da deyirlər.

“Uzunmüddətli kovid” necə müəyyən olunur?

“The New York Times”-a əsasən, elektrokardioqrama, ürək rentgeni, kompüter tomoqrafiyası və qan testi kimi diaqnostik vasitələr fizioloji problemləri aşkar etmir.

Araşdırmaçılar müəyyən bioloji faktorların nəzərə alınması, Covid-19 əlamətləri ilə bağlı olan biomarkerlər üzərində işləyirlər. Bu iltihab əlaməti və ya immun sistemin yaratdığı müəyyən molekullardan ibarət ola bilər. Bunu məsələn, qan analizi ilə qiymətləndirmək olar.

Bu zaman həkimlər xəstələrin əlamətləri təsvir etməsinə əsaslanırlar və alternativ səbəbləri istisna edirlər.

 Peyvənd bizi “uzunmüddətli koviddən” nə dərəcədə qoruyur?

Alimlər bu məsələni hələ araşdırırlar. Ancaq bir neçə araşdırmaya əsasən, peyvənd uzunmüddətli əlamətlərin riskini azalda bilər.

Birləşmiş Krallığın Sağlamlığın Təhlükəsizliyi Agentliyi 8 araşdırmanı analiz edib. Araşdırmalarda yanvar ayının ortalarına qədər peyvəndi və “uzunmüddətli kovidi” müaşhidə edirmişlər.

Onlardan 6 müəyyən edir ki, peyvənd olunmuş adamlar sonradan koronavirusa yoluxanda “uzunmüddətli kovidin” inkişaf etmək imkanı az olur. Yalnız iki araşdırma göstərir ki, peyvənd yekun olaraq “uzunmüddətli kovid” imkanını azaltmır.

Daha əvvəl, Londonun “King’s Colleg”-nin rəhbərliyi ilə aparılmış araşdırma göstərdi ki, Covid-19-a qarşı peyvəndlər insanı yalnız yoluxmadan, xəstəliyin ağırlaşmasından deyil həm də  “uzunmüddətli kovid” riskindən qoruyurlar. Araşdırma çərçivəsində alimlər nəticə çıxarıblar ki, tam peyvənd olunmuş, kovidə yoluxanlar arasında xəstəliyin əlamətlərinin 4 həftədən artıq sürmək ehtimalı 50% azdır.

Material “Kvemo Kartli regionunda peyvənd prosesinə dəstək göstərmək” tərəfindən „Vaccination4Georgia” layihəsi çərçivəsində hazırlanıb. Layihə Almaniya Beynəlxalq Əməkdaşlıq Təşkilatı (GIZ) tərəfindən Gürcüstan Strategiya və İnkişaf Mərkəzi ilə tərəfdaşlıqla həyata keçirilir. Layihə Almaniya Federal İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Nazirliyi (BMZ) tərəfindən maliyyələşdirilib.

Müəllif: Nino Gelaşvili

Tərcüməçi: Aynurə Əliyeva

Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz.

QvemoQartli.ge