14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ – სარწყავი წყლის პრობლემა ბოლნისის სოფლებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში ქართული კინოსამყაროსთვის ცნობილი ადგილია. ,,ბაში-აჩუკი” სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარე, ქვეშის ციხესთან გადაიღეს. ციხესიმაგრე დაახლოებით მე-7 საუკუნისაა. მთის წვერიდან გადმოჰყურებს სოფელს, სადაც დღეს მოსახლეობას მტრისგან დასაცავად მთაში გახიზნვა არ სჭირდება, თუმცა დღის წესრიგში სხვა პრობლემები აქვს.

,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!” – სოფლის ძირითად პრობლემაზე საუბარს ადგილობრივები იუმორით იწყებენ. კოკოითს, საბედნიეროდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტამდე არ მოუღწევია, თუმცა ქვეშს ისევე აწუხებს სარწყავი წყლის პრობლემა, როგორც ოკუპირებულ ზონაში მოხვედრილ სოფლებს.

,, ქვეში ქართული სოფელია. დაახლოებით ასი ოჯახი ვცხოვრობთ. კლიმატი ისეთია, რომ მორწყვის გარეშე მოსავალი არ მოდის. ახლა, ვთესავ ლობიოს და კარტოფილს. ღმერთის იმედი მაქვს, რომ წვიმა მოვა.

სარწყავ არხებს მუდმივად ვასუფთავებთ, მაგრამ წყალი მაინც არ გვყოფნის. ჩვენ მეზობლად არის 300 კომლიანი სოფელი. მათ მინდვრებში აქვთ წყალი მიშვებული მთელი დღე და ჩვენამდე არაფერი აღწევს. სოფელს ყველაზე მეტად სარწყავი წყალი სჭირდება, თუ ამ პრობლემას მოაგვარებენ ხალხი ათასჯერ უკეთ იცხოვრებს” – ერთმანეთს უდასტურებენ სოფლის ,,ბირჟაზე” გამოსული ქვეშელები. ამბობენ, რომ რწმუნებულს და გამგებელს ბევრჯერ მიმართეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ერთადერთი სიკეთე რაც მთავრობისგან ახსოვთ სოფლისთვის გაკეთებული რიტუალების სასახლეა. ,, ეგეც ისე გააკეთეს, რომ კედლიდან გაჯი ცვივა”- დადებითაც არც ეს სიკეთე ფასდება.

სოფლის მოსახლეობა მინდვრებში აქტიურად არ არის გასული. ამბობენ, რომ ჯერ სიმინის და ხორბლის დათესვისთვის ადრეა. საუბრისას ეჭვის თვალით გვიყურებენ და ფრთხილობენ. ვინც ღიად საუბრობს სოფლის პრობლემებზე ცდილობს კადრში არ მოხვდეს. ადვილად ვუღებთ ფოტოებს მათ ვისაც ურჩევნია ჩუმად იყოს.

ქვეშში ბუნებრივი აირი აქვთ. კომპანიამ, რომელმაც სოფლის გაზიფიცირებაზე იზრუნა, მილების ქვეშში მიწის ქვეშ გაყვანა ვერ მოიფიქრა. მთელი სოფელი მილებითაა დაყოფილი. სოფლის შიდა გზებზე და მინდვრებზე გაკეთებულია გადასასვლელები, სადაც გაყვანილობა იმ სიმაღლეზეა, რომ წესით საშუალო ზომის ტრაქტორი გაეტევა. მილების მიწის ქვეშ გაყვანა მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუმცა რატომღაც გაზიფიცირებაზე მომუშავე კომპანიამ ვერ გაითვალისწინა, რომ მე-7 საუკუნის ისტორიული ძეგლის გვერდით რკინის მილების აღმართვა არაა კარგი საქმე.

ეს საკითხი ადგილობრივებსაც დიდად არ ანაღვლებთ. მათი საფიქრალი უკვე, დარგული და დასარგავი მოსავალია. იმედი იმისა, რომ ამ გაზაფხულზე მაინც მოგვარდება სოფელში სარწყავი წლის პრონლემა მხოლოდ ,, უმიზეზოდ ოპტიმისტებს” აქვთ.

,, ამ ქალებს მე ვეძახი უმიზეზოდ ოპტიმისტებს. იქნება რამე, იქნებაო გაიძახიან! მე არ მჯერა, რომ მალე მიდვრებში ვედრით არ მომიწევს წყლის ზიდვა. რეალისტი უნდა იყო დღეს და მე ასეთი ვარ”- საუბრობს სოფლის ყველაზე დიდი რეალისტი მაისურაძე.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=126

Related Posts

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7;...

ლემშვენიერა – დევნილებისა და ეკომიგრანტების სოფელში ყურადღებას ითხოვენ / Lemşveniera – qaçqınların və ekomiqrantların kəndində diqqət tələb edirlər

ლემშვენიერა – ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელი, ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეოება, 1987 წელს სვანეთიდან  ჩამოასახლეს....

,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.  ,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია,...

ხატისოფელი: სოფლად მცხოვრები ქალები და კოვიდპანდემია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხატისოფელში 420 ადამიანი სახლობს, აქედან 105 პენსიონერია, 18 წლამდე მოზარდი კი – 87.  სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი:...

ბოლნისში ISFED-ის რეგიონული ოფისი იწყებს მუშაობას

ქალაქ ბოლნისში  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) რეგიონალური ოფისი გაიხსნა, რომელიც ფარავს ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 11...

რის ფასად დაუჯდება რუსთავს და სოფელ თაზაქენდს “რუსთავის ფოლადის” ახალი გეგმები (ვიდეო)

სულ მინდოდა პირადად მენახა ის ადამიანები, რომლებიც ისედაც მენდელეევის ფორმულად ქცეულ რუსთავის ჰაერს, კიდევ მეტად აბინძურებენ, ან გასცემენ ნებართვებს და...

კორპორაციული პასუხისმგებლობა ქვეყანაში, სადაც ადამიანი არ არის მთავარი ღირებულება

შვიდ ოქროს წესს მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ეს წესები, დაცვის შემთხვევაში, ვფიქრობ, ნამდვილ ოქროზე ძვირფასია: ბიზნესის ეთიკურად წარმოება; ადამიანის...

ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის...

factcheck.ge – დეზინფორმაცია: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის არსებობა დაადასტურა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით საინფორმაციო შეტევა. ამჯერად, სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცებები,...

გარდაბნის 64-ე და 52-ე უბნებთან ხალხმრავლობაა

გარდაბნის მუნიციპალიტეტისსოფელ ქესალოს 64-ე და 52-ე უბნებთან, მოქალაქეების სიმრავლეა. უბნის თავმჯდომარე მეხმან მურადოვი, აცხადებს რომ შეკრებილებს არაერთხელ მისცა შენიშვნა და...

ინდექსის თანახმად გარდაბნის მერიას გამჭვირვალობაში თავისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სჯობნის

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ვალდებულება, მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებაა.  ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობას ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე....

რეპორტაჟი – ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა

ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის...

იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით...

გუგუთი – ხელისუფლებისგან მივიწყებული საზღვრისპირა სოფელი / Ququti – hakimiyyətin unutduğu sərhədyanı kənd

დმანისის ნაქალაქარს რომ გასცდები, დაახლოებით ოციოდე კილომეტრში ბოლო სოფელია – გუგუთი. იქით უკვე სასაზღვრო გამშვები პუნქტია და სომხეთი იწყება.  ლოქის...

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში

ქვემო ქართლში პროექტის ფარგლებში:  “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” – ვორქშოფების სერია გაიმართა. მომხსენებლებმა მიმოიხილეს შრომის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *