05.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რატომ უნდა ვენდოთ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს/Covid-19-a qarşı peyvəndlərə niyə etibar etməliyik

Bloomberg-ის თანახმად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს 184 ქვეყანაში 12,7 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა. ეს მსოფლიოში ყველაზე აქტიური ვაქცინაციის კამპანიაა.

გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბერში, დაავადების აქტიური გავრცელებისა და პანდემიის გამოცხადების წელსვე დაიწყო. თითქმის ორი წლის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობის 65.6% ორი დოზით, 51.8%-ზე მეტი კი – “ბუსტერ” დოზით არის აცრილი.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური (NHS),  თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია. ვაქცინებმა მკაცრი შემოწმება გაიარეს იქამდე, სანამ მათ მოსახლეობას შესთავაზებდნენ.

როგორ მოხერხდა ვაქცინების შექმნა დაავადების გავრცელებიდან ასეთ მოკლე დროში?

 ჩვეულებრივ, ნორმალურ პირობებში ვაქცინის შემუშავებას, შესაძლოა, 10-15 წლამდე დასჭირდეს, რაც ვაქცინის სირთულითაა გამოწვეული.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ წელში შექმნამ საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა, მაგრამ ამ ტემპს სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან.

გლობალური პანდემიის ფონზე, ვაქცინების კვლევისა და განვითარებაში უპრეცედენტო ინვესტიციები ჩაიდო. მეცნიერების თანამშრომლობამ ასევე არნახული მასშტაბები შეიძინა.

გარდა ამისა, SARS-ის და MERS-ის შემდეგ კორონავირუსის ვაქცინის სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა, რამაც ვაქცინების შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.

რა პროცესი გაიარეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა დამტკიცებამდე?

 ახალი ვაქცინის ჩამოყალიბება შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპებს მოიცავს:

  • ვაქცინის შემუშავება;
  • კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა;
  • მარეგულირებლის ავტორიზაცია;

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მწარმოებლებისა და მკვლევრების მიერ გადიან 3-ეტაპიან კლინიკურ კვლევას, რომლითაც ვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტურობა დგინდება.

კლინიკური კვლევის ბოლო ფაზაში მკვლევრები ვაქცინირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადარებენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამით მათ შეუძლიათ გამოავლინონ როგორც ვაქცინის გვერდითი ეფექტები და ასევე, დაავადების განვითარების მაჩვენებელი ვაქცინირებულ ადამიანებსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც მხოლოდ პლაცებო მიიღო.

კლინიკური კვლევის ყოველ მომდევნო ეტაპზე კვლევაში ჩართულ პირთა რიცხვი იზრდება. საბოლოოდ, კლინიკურ კვლევებში ათი ათასობით ადამიანია ჩართული. თითოეულ მონაწილეზე დაკვირვების პროცესი მინიმუმ 2 თვის განმავლობაში გრძელდება.

ვაქცინებზე დაკვირვება კლინიკური კვლევის ეტაპით არ ამოიწურება და ჯანდაცვის უწყებების მხრიდან, მასზე დაკვირვება უშუალოდ ვაქცინაციის პროცესის პარალელურად კვლავ მიმდინარეობს.

ვინ ამტკიცებს ვაქცინებს?

 მას შემდეგ, რაც ვაქცინების მწარმოებლები მარეგულირებელ ორგანოს კლინიკური კვლევის შედეგებს წარუდგენენ, მათი დამტკიცების პროცესი იწყება.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მინიჭებული აქვს 9 ვაქცინას.

WHO-ს გარდა, მკაცრი შემოწმების საფუძველზე, ვაქცინები დამტკიცებულია ადგილობრივი მარეგულირებლების მიერ, როგორებიცაა EMA – ევროპის წამლის სააგენტო, FDA –  აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მარეგულირებლებმა გასული წლის აგვისტოში სრული ლიცენზია მიანიჭეს Moderna-ს და Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, რაც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მხრიდან უდიდეს მხარდაჭერას ნიშნავს.

ამ დროისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია Pfizer-ის 258 950 დოზა ვაქცინა, Sinovac-ის 92 694 დოზა და Sinopharm-ის 151 181 დოზა. ვაქცინაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

მასალა მომზადებულია „ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ -მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

ავტორი: ნინო გელაშვილი

თარგმანი: აინურა ალიევა

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

QvemoQartli.ge

 

“Bloomberg”-ə əsasən Covid-19-a qarşı peyvənd başlayandan sonra dünyanın 184 ölkəsində, 12,7 milyarddan artıq peyvənd vurulub. Bu dünyada ən fəal peyvənd kampaniyasıdır.

Birləşmiş Krallıq 2020-ci ilin dekabr ayında, xəstəliyin fəal olaraq yayıldığı və pandemiya elan olunduğu ildə peyvəndə başlayan ilk ölkədir. Demək olar, 2 ildən sonra Birləşmiş Krallıqda əhalinin 65,5% iki doza, 51,8%-dən artığı isə “buster” doza ilə peyvənd olunub.

Birləşmiş Krallığın Milli Sağlamlıq Xidmətinin (NHS) məlumatına görə, Covid-19-a qarşı peyvəndlər təhlükəsiz və effektivdir. Peyvəndlər əhaliyə təklif olunana qədər ciddi yoxlayışdan keçiriliblər.

Xəstəlik yayıldıqdan sonra belə qısa müddətdə peyvənd yaratmaq necə mümkün oldu?

Adi, normal şəraitdə peyvəndin hazırlanmasına, ola bilsin 10-15 ilə yaxın vaxt lazım olur. Bu peyvəndin mürəkkəbliyindən qaynaqlanır.

Covid-19-a qarşı peyvəndin 1 il ərzində yaradılması ictimaiyyətdə şübhə yaratdı, amma mütəxəssislər bu tempi bir neçə faktorla açıqlayırlar.

Qlobal pandemiya vəziyyətində peyvəndlərin araşdırılması və inkişafına əvəzsiz investisiyalar qoyulub. Alimlərin əməkdaşlığı da əvəzsiz miqyas almışdır.

Bundan əlavə, SARS və MERS-dən sonra koronavirus peyvəndi üzərində işlər artıq aparılırdı. Bu da peyvəndin yaradılması prosesini mühüm dərəcədə sürətləndirdi.

 COVİD-19-a qarşı peyvəndlər təsdiqlənənə kimi hansı prosesdən keçirlər?

Yeni peyvəndin formalaşdırılması aşağıdakı mühüm mərhələləri əhatə edir:

  • Peyvəndin hazırlanması;
  • Kliniki araşdırmalarda iştirak etmək;
  • Tənzimləyicinin avtorizasiyası;

Covid-19-a qarşı peyvəndlər istehsalçı və araşdırmaçılar tərəfindən 3 mərhələlik kliniki araşdırmadan keçirlər. Bununla peyvəndin təhlükəsizliyi və effektivliyi müəyyən olunur.

Kliniki araşdırmanın son fazasında araşdırmaçılar peyvənd olunmuş şəxslərin sağlamlıq vəziyyətini peyvənd olunmamış şəxslərin sağlamlıq vəziyyəti ilə müqayisə edirlər. Onlar bununla peyvəndin yan təsirlərini, eləcə də peyvənd olunmuş və yalnız plasebo qəbul etmiş şəxslər arasında xəstəliyin inkişaf etmə göstəricisini müəyyən edə bilirlər.

Kliniki araşdırmanın hər növbəti mərhələsində araşdırmaya qoşulmuş şəxslərin sayı artır. Yekunda kliniki araşdırmaya on minlərlə adam qoşulub. Hər iştirakçını müşahidə etmək prosesi minimum 2 ay ərzində davam etdirilir.

Peyvəndləri müşahidə etmək kliniki araşdırma mərhələsi ilə başa çatmır və səhiyyə orqanları tərəfindən, peyvənd prosesi ilə yanaşı yenə də onların müşahidəsi davam etdirilir.

Peyvəndləri kim təsdiq edir?

 Peyvənd istehsalçıları tənzimləyici orqana kliniki araşdırma nəticələrini təqdim etdikdən sonra onların təsdiqlənmə prosesinə başlanılır.

“Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı“ (WHO) tərəfindən təcili istifadə üçün 9 vaksinə icazə verilib.

WHO-dan başqa ciddi yoxlayış əsasında, peyvəndlər EMA- Avropa Dərman Agentliyi, FDA – ABŞ-ın Qida və Dərman Agenyliyi kimi yerli tənzimləyicilər tərəfindən təsdiqlənib.

Qeyd edək ki, ABŞ-ın tənzimləyiciləri ötən ilin avqust ayında Moderna və Pfizer-in Covid-19-a qarşı peyvəndinə lisenziya verib. Bu ABŞ-ın Qida və Dərman Administrasiyası (FDA) tərəfindən böyük dəstək deməkdir.

Hazırda Gürcüstanda 258 950 Pfizer, 92 694 Sinovac və 151 181 Sinopharm dozası əlçatandır. Peyvənd üçün veb-səhifəyə daxil olun – https://booking.moh.gov.ge

Material “Kvemo Kartli regionunda peyvənd prosesinə dəstək göstərmək” tərəfindən „Vaccination4Georgia” layihəsi çərçivəsində hazırlanıb. Layihə Almaniya Beynəlxalq Əməkdaşlıq Təşkilatı (GIZ) tərəfindən Gürcüstan Strategiya və İnkişaf Mərkəzi ilə tərəfdaşlıqla həyata keçirilir. Layihə Almaniya Federal İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Nazirliyi (BMZ) tərəfindən maliyyələşdirilib.

Müəllif: Nino Gelaşvili

Tərcüməçi: Aynurə Əliyeva

Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz.

QvemoQartli.ge

Related Posts

რა ვიცით „ხანგრძლივი კოვიდის“ შესახებ და გვიცავს თუ არა მისგან ვაქცინაცია/“Uzunmüddətli kovid” haqqında nə bilirik və peyvənd bizi ondan qoruyurmu

Covid-19-თან დაკავშირებულ მრავალ საკითხს შორის, რომელთა შესახებაც მეცნიერებს მკაფიო პასუხი არ აქვთ, დაავადების სიმძიმე და ხანგრძლივობაა. ადამიანების ნაწილს ის უსიმპტომოდ...

სამოქალაქო ჩართულობა – ინიციატივები დაფინანსების გარეშე/Mülki qoşulma – maliyyəsiz qalmış təşəbbüslər

ელექტრონული მმართველობის განვითარება და სახელმწიფო სერვისების ელექტრონიზაცია საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. რეფორმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა...

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

დაბა კაზრეთის „ხანდაზმულთა დღის ცენტრში“ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის  დაბა კაზრეთის „ხანდაზმულთა დღის ცენტრში“ ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. „ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – მისი მნიშვნელობა,...

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები – ერთნაირი სამუშაო განსხვავებული შრომის პირობები

კანონის წინაშე, ყველა ადამიანი თანაბარი უფლებით სარგებლობს. თუმცა, ხშირად ეს უფლება, სწორედ კანონის მეშვეობით ირღვევა. ამის, მაგალითი შეიძლება იყოს, საჯარო...

თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის გამოწვევები

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, საქართველოში თვითმმართველობის სისტემის გამოწვევებზე. QvemoQartli.ge ეცადა ამ დროისთვის არსებული უახლესი კვლევების მოძიებას...

რუსთაველების ნაწილი არ ადასტურებს „ოცნების“ მიერ ნობათის დარიგებას, თუმცა ელის

პარტია „პროგრესული საქართველოს“ თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ, 27 აგვისტოს სოციალური ქსელის facebook-ის, პირად გვერდზე აღნიშნული ფოტო, შემდეგი ტექსტით გაავრცელა: „  რუსთავში...

წალკის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვებგვერდის მართვა და საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება კვლავ პრობლემაა

ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის 2021 წლის კვლევის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტს დაბალი  26%-იანი მაჩვენებელი აქვს.   გასულ წელს ჩატარებული კვლევის...

გარდაბნის საკრებულო სხდომის ოქმებს აღარ აქვეყნებს

მიმდინარე წლიდან, გარდაბნის საკრებულო სხდომის ოქმებს აღარ აქვეყნებს. მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საკრებულოს სხდომის ბოლო გამოქვეყნებული ოქმი, 2021 წლის იანვრით თარიღდება....

რუსთავში ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სოციალური სამსახურების თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის თემა...

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება – რეალური თვითმმართველობისთვის

QvemoQartli.ge-ე აგრძელებს მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის  შესასწავლად. დღეის მდგომარეობით არსებობს რეფორმისმხოლოდ გასული წლების, 2019-2020 წლების, სამოქმედო გეგმა. შესაბამისად,ყურადღებასაც მის...

16 წლის ედგარ მაზმანიანი ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ

პროპაგანდა არის ფაქტების და არგუმენტებისა აქტიური გავრცელებაა. ემსახურება საზოგადო აზრის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, პროპაგანდა არის ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული...

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს (R)

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს....

,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.  ,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია,...

დმანისის მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით, ქვეყნის მასშტაბით, 33-ე ადგილზეა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით 33-ე ადგილს იკავებს. ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში კი...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *