04.12.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება – რეალური თვითმმართველობისთვის

QvemoQartli.ge-ე აგრძელებს მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის  შესასწავლად. დღეის მდგომარეობით არსებობს რეფორმის
მხოლოდ გასული წლების, 2019-2020 წლების, სამოქმედო გეგმა. შესაბამისად,
ყურადღებასაც მის შედეგებზე ვამახვილებთ.

არსებული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს, „ქვემო ქართლის
მედია“-ს პროექტის ფარგლებში, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში
დავით ლოსაბერიძე
ახორციელებს. კონკრეტულად კი ლოსაბერიძემ შეისწავლა სამოქმედო გეგმის თვითმმართველობის და სახელმწიფო სერვისების კუთხით არსებული ამოცანები და მათი მიღწევისთვის აუცილებელი ინდიკატორების შესრულება.

ვსარგებლობთ შესაძლებლობით, ექსპერტს კითხვებს თვითმმართველობის
მიმართულებითაც ვეკითხებით.

სახელმწიფო სერვისების და თვითმმართველობის ნაწილის მონიტორინგის
შედეგად, რა ძირითად მიგნებებამდე მიხვედით?

საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის საყრდენ დოკუმენტებს წარმოადგენს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი (2015 წლის აგვისტო) და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა (2019 წლის ივნისი).

2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ორი მიმართულების პროგრესი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დასახული ამოცანებისა და აქტივობების მიზნები უმეტესწილად მიღწეულია. ცალკეული დარჩენილი აქტივობების შესრულება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და მათი განხორციელება უკვე უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ სურათს.

ამავე დროს აღსანიშნავია რამდენიმე საკითხი, რომელიც სასურველია გათვალისწინებული იყოს შემდგომი ეტაპის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში:

დავით ლოსაბერიძე
  • სამოქმედო გეგმაში აქტივობების ნაწილი მხოლოდ ერთჯერადი და არათანაბარი წონის მქონეა სხვა აქტივობებთან მიმართებით. მაგალითად, ცალკე აქტივობადაა მიჩნეული მომზადებული დოკუმენტის პუბლიკაცია მაშინ, როცა სხვა აქტივობაც (მაგალითად დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, განხილვა და მთავრობის მიერ მისი დამტკიცება) იგივე რანგშია გაყვანილი.
  • ზოგჯერ გამოწვევებზე რეაგირება მარტივი ტექნიკური სახის გადაწყვეტილებაზე აპელირებით ხდება. მაგალითად რომელიმე კონკრეტული საკითხის მიმართ საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობის დასაძლევად რამდენიმე შეხვედრის ჩატარება არის მიჩნეული პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებად.
  • ზოგი სამოქმედო დოკუმენტი და ინსტრუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითისათვის საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევსა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში მოცემული საქმიანობა არა მარტო შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან, არამედ ამა თუ იმ აქტივობისა თუ საკითხის ნუმერაციაც კი განსხვავებულია, რაც მუშაობის პროცესში საკმაო დაბნეულობას იწვევს.
  • რიგ შემთხვევაში აქტივობები არ არის  დასახული ამოცანის გადაწყვეტისათვის საჭირო ქმედებების ჩამონათვალში. ზოგი ამოცანის, ერთი მხრივ და აქტივობისა და ინდიკატორის, მეორე მხრივ, შეფასებისას ჩანს. რომ ყველა აქტივობა ბოლომდეა განხორციელებული მაშინ, როცა თავად ამოცანა შეუსრულებელის კატეგორიაში ხვდება. იგივე შეიძლება ითქვას რიგი შეფასების ინდიკატორთან დაკავშირებითაც.
  • ზოგი მარტივი აქტივობის განხორციელება დროშია გაწელილი. ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის, როდესაც მხოლოდ ამ კონკრეტული აქტივობის განხორციელების შემდეგ უნდა დაიწყოს შემდეგი აქტივობის განხორციელება.
  • ამოცანები და აქტივობები ხშირად ისეა გაწერილი, რომ შეუძლებელი ხდება მათი განხორციელების პროგრესის ნახვა, სანამ ამოცანა სრულად არ იქნება რეალიზებული. სასურველია შუალედური შეფასების საშუალების გაძლიერება სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდეს.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში რა კონკრეტული აქტივობები შესრულდა თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით?

თვითმმართველობის ნაწილი მოიცავდა 2 ამოცანას (3 აქტივობას)

6.1 თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, მათი უფლებამოსილებების გაფართოება
6.1.1 ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის საშუალოვადიანი (2019-2025) სტრატეგიის შემუშავება
6.1.2. ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამატებით გადასაცემი უფლებამოსილებების ანალიზი
6.2 ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ეტაპობრივი განვითარება და გაუმჯობესება
6.2.1. მუნიციპალიტეტში დასანერგი ელექტრონული სერვისების ანალიზი

PAR-ის სამოქმედო გეგმა ემთხვევა ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის საშუალოვადიანი (2019-2025) სტრატეგიაში ასახული გეგმების ნაწილს, რომელიც თვითმმართველობის სფეროში სამი მიმართულებით საქმიანობას გულისხმობს: თვითმმართველობებისათვის ახალი უფლებამოსილებების გადაცემა; თვითმმართველობის ეკონომიკური ბაზისის გაძლიერება – ადგილობრივი ბიუჯეტების საკუთარი შემოსავლების ნაწილის ზრდა და თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის პროცესი; თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ზრდა.

შესაბამისად PAR-ის და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმაში მხოლოდ კონკრეტული მიზნების მისაღწევად გამიზნული აქტივობებია მოცემული.

ანგარიშები ცხადყოფენ, საჯარო მმართველობის რეფორმის მე-6 ნაწილში, ადგილობრივი თვითმმართველობა, დასახული ამოცანები პასუხისმგებელმა უწყებამ – საქართველოს რეგიონული განვითარებისას და ინფრასტრუქტურის სამინისტროვ, წარმატებით, და ხშირად ხშირად გადაჭარბებით შეასრულა.

  • ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის საშუალოვადიანი (2019-2025) სტრატეგია არა მატო მომზადდა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა კიდეც.
  • თვითმმართველობებს გადაეცა ორი უფლებამოსილება: 1. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, მშენებლობის და სკოლებში ბავშვების ტრანსპორტირების უფლებამოსილება (როგორც დელეგირებული); 2. ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის რიგი ღონისძიებები (როგორც საკუთარი უფლებამოსილება)
  • მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების განვითარების სამოქმედო გეგმის (2019-2020) შექმნა და შესაბამისად მუნიციპალიტეტში დასანერგი ელექტრონული სერვისების ანალიზი. ამ მიზნით იდენტიფიცირებულ იქნა მუნიციპალიტეტებში დასანერგი ელექტრონული სერვისების აუცილებელი 17 მოდული. 21 მუნიციპალიტეტში სერვისების გამარტივებული მიღების მოდულები უკვე დაინერგა 21 მუნიციპალიტეტში, ინერგება კიდევ 21-ში, ხოლო დანარჩენ 21 მუნიციპალიტეტში მოდულების დანერგვა დასრულდება 2022 წელს.

აღნიშნული სერვისების მიწოდება მოქალაქეებისათვის ელექტრონულ ფორმატში 2021 წლიდან იგეგმება.

თქვენი შეფასებით, რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი თვითმმართველობის სისტემის გასაძლიერებლად?

ეს ძალზე ყოვლისმომცველი შეკითხვაა და სტატიის ფორმატი არ იძლევა საკითხის სრულად წარმოჩენის საშუალებას.

მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

იმ ვალდებულებების ნაწილი, რაც თვითმმართველობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ იქნა აღებული, შესრულებადია – უშუალოდ საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდა. ამავე დროს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით აღებული ზოგი ვალდებულების შესრულება ჩანასახოვან მდგომარეობაშია, მაგალითად ქონებისა და ფინანსების გადაცემის ნაწილში.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტებში დასახული ამოცანების სრული განხორციელებაც ვერ იქნება გამართული თვითმმართველობის ჩამოყალიბების გარანტი. თვითმმართველობის სისტემა, გარდა უფლებამოსილების და ფინანსური ბაზისის გაძლიერებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდისა, გულისხმობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, თვითმმართველობათა მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების და სხვა საკითხებსაც, რომელთა გადაწყვეტის გარეშე რეალურად ფუნქციონირებად, თანამედროვე სტანდარტების თვითმმართველობაზე საუბარი არ შეიძლება.

პუბლიკაცია შექმნილია პროექტის ფარგლებში: „საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დასახული ამოცანების შესრულების ხარისხის მონიტორინგი.“ მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის მოსახლეობას თვითმმართველობებისგან საჯარო ინფორმაცია სრულფასოვნად არ მიეწოდება

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევა სამი ბლოკისგან შედგება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. სტატიაში ქვემო...

შრომის კანონმდებლობის რეფორმა – გენდერული ასპექტები

„შრომის კანონმდებლობის რეფორმა – გენდერული ასპექტები“ ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა დღეს „ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“-ს...

„ქართული ოცნების“ შემომწირველების კომპანია რუსთავში, გასართობი ცენტრის მშენებლობისთვის, ხეებს ჭრის

ეს მშენებარე სავაჭრო-გასართობი ცენტრი შპს „ნიუს მოლს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი, დავით კაპანაძე 2018 წლიდან „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მას ამ დროისთვის...

ბოლნისის მერიაში „თვითმმართველობის ინდექსის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის „ადგილობრივ თვითმმართველობის ინდექსის“ და ბოლნისის...

სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობაში ჩართულობის „ფასადური მექანიზმის“ გარდაქმნისთვის

ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ჩემი ხელის უფლება.“ ინიციატივის ერთ-ერთი ამოცანა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს,...

წყლის რესურსები და ევროკავშირის პოლიტიკა /Su resursları və Avropa İttifaqının siyasəti

მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს. მთლიანად საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები წარმოდგენილია: მდინარის ჩამონადენის ზედაპირული და მიწისქვეშა მდგენელებით,...

თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის გამოწვევები

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, საქართველოში თვითმმართველობის სისტემის გამოწვევებზე. QvemoQartli.ge ეცადა ამ დროისთვის არსებული უახლესი კვლევების მოძიებას...

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთიში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო. უბნის თავმჯდომარის ქეთევან მიროტაძის განცახდებით, რეგისტრატორმა ამომრჩეველს შემთხვევით...

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში

2020 წლიდან პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისა...

შეთანხმება – გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებისთვის

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. განცხადებაში,...

რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის გარეშე დარჩა

რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდი Rustavi.gov.ge ცვლილებებს განიცდის. საიტზე ხელმისაწვდომია, მხოლოდ, რუსთავის მერიასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისად, რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

ქვემო ქართლის ტელევიზია TV 4-მა „ალტ-ინფოს“ ტრანსლირება დაიწყო

ქვემო ქართლის ტელევიზია TV 4-მა, რომელსაც რუსთავის და გარდაბნის ბიუჯეტებიდან ასობით ათასი ლარის ტენდერი აქვს მოგებული, ეთერში პრორუსული, პროპაგანდისტული, ანტი-დასავლური...

ინდექსის მიხედვით გარდაბნის საკრებულო ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას სრულყოფილად არ აქვეყნებს

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 კვლევის მიხედვით  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 53%-იანი შედეგი აქვს. თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის კვლევა სამ ძირითად...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *