პარტიების საბიუჯეტო შემოსავლები და შემოწირულობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საზოგადოებას 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ნაწილი საარჩევნო სუბიექტების საბიუჯეტო შემოსავლებს და შემოწირულობებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებმა ერთიანობაში, 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, 23,846,652 ლარი მიიღეს.