პანდემიის დასასრული გამოჩნდა – საჭიროა თუ არა ვაქცინაცია/Pandemiyanın sonu görünür – peyvənd vacibdir yoxsa yox

მსოფლიო Covid-19-ის პანდემიის დამარცხებასთან ახლოს არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ახლახან განაცხადა, რომ “Covid-19-ის პანდემიის დასასრული მხედველობის არეშია”.

“არასდროს ვყოფილვართ ამაზე უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად. ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს”, – განუცხადა გებრეისუსმა ჟურნალისტებს.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს გებრეისუსის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზია, მიუხედავად ამისა, COVID-19 პანდემია კვლავ საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი იკლებს, გაერთიანებულ სამეფოში, სადაც Zoe Health Study მომდევნო ტალღის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა, ჩანს, რომ შემთხვევების რიცხვი იზრდება.

”ჩვენი ამჟამინდელი მონაცემები ნამდვილად აჩვენებს, რომ ეს არის შემდეგი ტალღის დასაწყისი”, – ამბობს ლონდონის კინგს კოლეჯის დოქტორი, ეპიდემიოლოგიის პროფესორ ტიმ სპექტორი, რომელიც Zoe Health Study-ს უძღვება.

სპექტორი ამბობს, რომ კვლევა, რომელიც ინგლისში 2020 წლის პირველი “ლოკდაუნის” დღეებიდან მიმდინარეობს, ზუსტად ასახავს ყოველი ტალღის დაწყებას და მისი რიცხვი დაახლოებით ერთი-ორი კვირით უსწრებს ოფიციალურ სამთავრობო სტატისტიკას.

„საერთოდ, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ აისახება აშშ-ში”, – ამბობს პროფესორი.

ახალი შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მონაცემების ზრდაზე მიუთითებს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც.

მაისიდან საქართველო კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური მონაცემების ნაცვლად, ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს.

გრაფიკული გამოსახულება აჩვენებს, რომ ყოველკვირეული შემთხვევების რიცხვი სექტემბრის შუა რიცხვებში გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე 4 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, Covid-19-ის შესახებ ინფორმაცია არ განთავსებულა. შედარებისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) გვერდზე  დაავადებასთან დაკავშირებული სიახლეები და ვაქცინაციისკენ მოწოდებები რეგულარულად ახლდება.

ვაქცინაციის კამპანიაც ქვეყანამ რამდენიმე თვის წინ დაასრულა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ პირადი გვერდიდან მოუწოდებს: “მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით”.

ვაქცინაცია რომ კვლავ მნიშვნელოვანია, ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ყველაზე დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების დროსაც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ხანდაზმული და რისკის ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაციის აუცილებლობას.

ხანდაზმულ ადამიანებთან ერთად, მომეტებული რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფში ასევე შედიან იმუნოკომპრომეტირებული პირები, გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, რის გამოც, მათ მეტი სიფრთხილის ზომების მიღება სჭირდებათ.

საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელი როგორც წინასწარი რეგისტრაციით, ისე რეგისტრაციის გარეშე. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge.

ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე, 27 სექტემბრის მონაცემებით, გამოტანილია 30 ათას დოზაზე მეტი „ფაიზერი“, 11 ათას დოზამდე „სინოვაკი“ და 18 ათას დოზაზე მეტი “სინოფარმი“.

მასალა მომზადებულია „ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ -მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

ავტორი: ნინო გელაშვილი

თარგმანი: აინურა ალიევა

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

QvemoQartli.ge

 

Dünya Covid-19 pandemiyasını məğlub etməyə yaxındır. Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının (WHO) rəhbəri Tedros Adano Qebreyesus bildirib ki, “Covid-19 pandemiyasının sonu baxış sahəsindədir”.

“Pandemiyanın başa çatması üçün heç vaxt bundan yaxşı vəziyyətdə olmamışıq. Hələ orada deyilik, ancaq sonu görünür”- Qebreyesus jurnalistlərə bildirib.

Pandemiya başlayandan sonra bu Qebreyesusun ən optimist proqnozudur. Baxmayaraq ki, Covid-19 pandemiyası yenidən ictimaiyyət üçün təhlükə daşıyıcısı olaraq qalır.

Baxmayaraq ki, dünya miqyasında hər gün Covid-19-un yeni yolxuma hallarının sayı azalır, Birləşmiş Krallıqda, “Zoe Health Study” növbəti dalğa barədə proqnoz verirsə, görünür ki, yoluxmaların sayı artır.

“Bizim hazırkı məlumatlarımız həqiqətən göstərir ki, bu növbəti dalğanın başlanğıcıdır”- Londonun Kinq kollecinin doktoru, epidemiologiya professoru Tim Spektor bildirir. O, “Zoe Health Study”-yə rəhbərlik edir.

Spektor bildirir ki, İngiltərədə 2020-ci ilin birinci “Lokdaun” günlərindən aparılan araşdırma hər dalğanın başlanmasını dəqiq göstərir və onun tarixi rəsmi hökumət statistikasından təxminən bir-iki həftə əvvəl aydın olur.

“Ümumiyyətlə. Böyük Britaniyada baş verənlər təxminən bir ay sonra ABŞ-da qeydə alınır”- professor bildirib.

Britaniyanın Milli Səhiyyə Xidmətinin göstəriciləri də yeni yoluxmalar və xəstəxanaya yerləşdirilmə göstəricilərinin artmasını göstərir.

Gürcüstan may ayından kovidə yoluxanların gündəlik göstəriciləri əvəzinə həftəlik statistikanı yayımlayır.

Qrafik təsviri göstərir ki, həftəlik yoluxmaların sayı sentyabrın orta tarixlərində artıb.

Buna baxmayaraq, Xəstəliklərə Nəzarət və İctimai Sağlamlıq Milli Mərkəzinin “Facebook” səhifəsinə 4 aqvustda yayımlanmış hesabatdan sonra Covid-19 haqqında məlumat yerləşdirilməyib. Müqayisə üçün qeyd edək ki, ABŞ-ın Xəstəliklərə Nəzarət və Profilaktika Mərkəzinin (CDC) səhifəsində xəstəliklərlə bağlı yeniliklər və peyvəndə çağırışlar davamlı olaraq yenilənir.

Ölkə peyvənd kampaniyasını da bir neçə ay əvvəl bitirib. Yoluxucu Xəstəliklər Xəstəxanasının direktoru Tengiz Tsertsvadze şəxsi səhifəsindən əhalini peyvəndə çağırır: “Əhaliyə məsləhət görürəm ki, peyvəndə fəal olaraq davam etsinlər. Həmçinin, Buster doza da vurdursunlar”.

Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının (WHO) rəhbəri Tedros Adano Qebreyesus ən ümidverici proqnoz edən zaman da peyvəndin vacib olması barədə danışıb. O, yaşlı və risk qruplara daxil olan şəxslərin peyvənd olunmasının mütləq olduğunu diqqətə yetirib.

Yaşlı adamlarla yanaşı, həmçinin, artan risk qrupuna immuniteti zəif olan, müəyyən fiziki çatışmamazlığı və sağlamlıq problemləri olan şəxslər də daxildir. Onlar daha çox ehtiyat ölçüləri götürməlidirlər.

Gürcüstanda Covid-19-a qarşı peyvənd vurdurmaq əvvəlcədən qeydiyyatdan keçməklə, eləcə də qeydiyyatsız da mümkündür. Qeydiyyat üçün booking.moh.gov.ge. veb-səhifəsinə daxil olun.

Peyvənd üçün qeydiyyat portalında, 27 sentyabra olan göstəricilərə görə,  30 min dozadan artıq “Pfizer”, 11 min dozaya qədər “Sinovak” və 18 min dozadan artıq “Sinopharm” buraxılıb.

Material “Kvemo Kartli regionunda peyvənd prosesinə dəstək göstərmək” tərəfindən „Vaccination4Georgia” layihəsi çərçivəsində hazırlanıb. Layihə Almaniya Beynəlxalq Əməkdaşlıq Təşkilatı (GIZ) tərəfindən Gürcüstan Strategiya və İnkişaf Mərkəzi ilə tərəfdaşlıqla həyata keçirilir. Layihə Almaniya Federal İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Nazirliyi (BMZ) tərəfindən maliyyələşdirilib.

Müəllif: Nino Qelaşvili

Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz.

QvemoQartli.ge