01.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მუნიციპალურ შპს/აიპებზე ინფორმაციის გამოქვეყნება რუსთავის ხელისუფლებისთვის გამოწვევაა – თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, რუსთავი მუნიციპალიტეტებს შორის რეგიონში პირველ,  ხოლო ქვეყნის მასშტაბით, მეორე  ადგილზეა.

2017 წლის ინდექსის მონაცემებით, რუსთავს 50%-იანი მაჩვენებელი აქვს, 2019 წელს-57%, ხოლო 2021 წლის  ინდექსის მიხედვით, რუსთავში 66%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  გასული წლების მანძილზე რუსთავმა,  16%-იანი გაუმჯობესება აჩვენა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის კვლევის მიხედვით რუსთავის მერიას 71%, ხოლო საკრებულოს 57 % აქვს.

მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ინდექსის 2021 წლის კვლევის მიხედვით, რუსთავის თვითმმართველობას რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმში  დაბალი  შედეგი აქვს.

მაგალითად: ინფორმაცია მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების დასაქმებულ პირთა შესახებ; ინფორმაცია მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ – 0%;  მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების აუდიტის ანგარიშები და დასკვნები – 0%; ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვაკანსიების შესახებ, – 0%; ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ, – 0 %; მერის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა – 0%; საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა- 0%;  მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენება- 0 %; საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება (Livestream) და სხვა.

რუსთავის მერიის შედეგები – 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის თანახმად

Qvemoqartli.ge-ს კითხვებს რუსთავის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ირინა სიუკაევმა  უპასუხა. მისი თქმით,  რუსთავის საკრებულოს აპარატში, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით  მე-7 მოწვევის საკრებულოს  პირობებში  კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

„ მე-7 მოწვევის საკრებულოს პირობებში, ბიუროს სხდომა გაიხსნა (თითოეულ მოქალაქეს, თუ პრესას უფლება მიეცა, დაესწროს სხდომას), რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ Facebook გვერდზე ქვეყნდება საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგი, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ Facebook გვერდზე ქვეყნდება კომისიის სხდომის დღის წესრიგი. ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე  მოქალაქეებს ხვდება“,- საუბრობს ირინა სიუკაევი.

მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენება 0 % – აღნიშნულ კრიტერიუმთან დაკავშირებით, რუსთავის საკრებულოში გვიპასუხეს, რომ  საკრებულო უახლოს სხდომაზე  პეტიციის ფორმასთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავს.

„ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს სხდომაზე (27.07.2022 წელი) განსახილველად გაიტანს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის ფორმასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტს, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“,- განაცხადა საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა და  საკრებულოს სხდომების ტრანსლირებაზე –  რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოში ამბობენ, რომ  ბოლო თვეებია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  საკრებულო „აქტიურად“ მუშაობს.

„ რამდენიმე თვის წინ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის – „ ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ მიზანია, შეიქმნას ელექტრონული პორტალი „ჩემი საკრებულო“, რომელიც ხელს შეუწყობს საკრებულოს წევრსა და მოქალაქეს შორის ეფექტურ კომუნიკაციას. აღნიშნულ პორტალზე განთავსდება დეპუტატების ანგარიშები და მათი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია.

რაც შეეხება საკრებულოს სხდომების პირდაპირ ტრანსლირებას, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ამჟამად ადგილობრივი ტელევიზიის დახმარებით ხდება სხდომის გაშუქება, თუმცა ვგეგმავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენც გვექნება შესაბამისი ტექნიკური  აღჭურვილობა და შევძლებთ საკრებულოს სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას“ – ირინა სიუკაევი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის საკრებულოს  აქტიური ფეისბუქ გვერდი აქვს, მათთვის გამოწვევად რჩება საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის უქონლობა.

რუსთავის საკრებულოსთან დაკავშირებული მინიმალური ინფორმაციის მიღება  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი, სადაც  ჩამონათვალში ვხვდებით ველს „საკრებულო“  თუმცა, ვერ ნახავთ ინფორმაციას ჩატარებული სხდომების ოქმების შესახებ.

„ ამ ეტაპზე, საკრებულოს აქტივობების, ანონსების, სხდომების, თუ განცხადებების გამოქვეყნება  ოფიციალური Facebook გვერდის მეშვეობით ხდება. რაც შეეხება ვებგვერდს, ვაპირებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევქმნათ დამოუკიდებელი პორტალი, სადაც განთავსდება ყველა ის საჯარო ინფორმაცია, რაც მოსახლეობისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია“, –  აღნიშნა ირინა სიუკაევმა.

რაც შეეხება რუსთავის მერიას:

71%-იანი მაჩვენებლის მიუხედავად, არის კრიტერიუმები, რომელიც რუსთავის მერიამ  შედეგის გასაუმჯობესებლად უნდა  დააკმაყოფილოს. კონკრეტული კითხვების მიუხედავად, რომელიც ეხებოდა ინდექსით გამოვლენილ გამოწვევებს, რუსთავის მერიამ საუბარი საერთაშორისო პროექტებზე არჩია, რომლებშიც მუნიციპალიტეტია ჩართული.

„ თვითმმართველობის და ანგარიშვალდებულების ინდექსის მიხედვით, რუსთავს ყოველთვის მაღალი შეფასება ჰქონდა.

რუსთავის მერია, 2022 წლის 17 მაისიდან, ჩართულია ღია მმართველობის პროგრამის ლოკალურ პროგრამაში. #OGPLocal Open Government Partnership – საქართველოდან ამ პროგრამაში ორი მუნიციპალიტეტი ქუთაისი და რუსთავია ჩართული.

პროგრამა, მუნიციპალიტეტს მსოფლიოს 150-ზე მეტ თვითმმართველობასთან და 3 000-მდე სამოქალაქო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საშუალებას აძლევს, რაც ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის კუთხით გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.

რუსთავის მერია, ამ ეტაპზე ევროსაბჭოს პროექტში ,,მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში, ,,მოქალაქეთა ასამბლეის” შექმნაზეც მუშაობს. პროცესი რუსთავის მერიის ინიციატივით, ევროსაბჭოს მხარდაჭერით და რუსთავის ინოვაციების ჰაბის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი, ღია მმართველობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას შეუწყობს ხელს“ – განაცხადეს რუსთავის მერიაში.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტში,  რუსთავის მერიის ოფიციალური ვებგვერდის განახლებაზეც საუბრობენ.

„ ამ ეტაპზე, რუსთავის მერია, ვებგვერდის სრულ განახლებაზე მუშაობს, რაც ინფორმაციას მერიის მიერ განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების  შესახებ, კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობისთვის და თვითმმართველობის მუშაობაში მათი ჩართულობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადეს რუსთავის მერიაში.

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვაკანსიების შესახებ, ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ – მოცემულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით რუსთავის მერიაში განაცხადეს, რომ  მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  ინფორმაცია განთავსებულია.

„ რაც შეეხება 0%-ს რომელიც მაგალითად ვაკანსიების და კონკურსების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებითაა გამოვლენილი, რუსთავის მერიის ვებგვერდზე ეს ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://rustavi.gov.ge/page/317 „-  განაცხადეს რუსთავის მერიაში.

რუსთავის მუნიციპალიტეტს ისევე, როგორც ქვეყნის სხვა თვითმმართველობებს თავის ვებგვერდზე, (2021 წლის მდგომარეობით) სრულყოფილად არ ჰქონდათ გამოქვეყნებული ინფორმაცია ადმინისტრაციული ხარჯების და მუნიციპალური შპს/აიპების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის პუნქტებია, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებების დიდი ნაწილი ვერ პასუხობს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს.

ინფორმაციისთვის, თვითმმართველობის ინდექსი, 2017 წლიდან, 2 წელიწადში ერთხელ  აფასებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

ნინია ზოდელავა

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგთა ქსელი შეიქმნა

დღეს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგების ქსელის  შეხვედრა გაიმართა რუსთავში. შეხვედრას სასამართლო თემით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტში...

COVID 19 – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის...

რუსთაველი მძღოლები გზებზე ტექნიკური მარილის ნაკლებობაზე საუბრობენ

7-8 თებერვალი ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის რუსთავისთვისაც უხვნალექიანი იყო. თოვლი, ქალაქის საფეხმავლო მონაკვეთებთან ერთად, გზის საავტომობილო ნაწილზეც დაიდო. ,, ისეთი...

დაუცველი დასაქმებულები – ძიძები, მომვლელები, დამლაგებლები (ვიდეო)

საქართველოში, ოჯახებში დაქირავებულთა უმეტესი ნაწილი ქალია. მათ რიცხვში შედიან ძიძები, მომვლელები და დამხმარეები. მიუხედავად იმისა, რომ მათი წვლილი შრომის ბაზარზე...

მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო...

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები. უკრაინის ხელისუფლების...

მრავალშვილიანი ოჯახი არსებობისთვის იბრძვის

11 წლის – ქეთი, 7 წლის ტყუპები – ეკა და მაკა, 6 წლის – ანა, 3 წლის – ნინო ერთ...

ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო წყლის უფლება ეზღუდება

საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ ¼ იყენებს. მსოფლიო...

სიძულვილი „სიყვარულის“ სახელით – მარტყოფში ფილმის ჩვენება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, „ქვემო ქართლის მედიის“ მომზადებული დოკუმენტური ფილმის:  სიძულვილი „სიყვარულის“ სახელით, ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობა „მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრმა“...

„ზედაპირული დამოკიდებულება, პოლიტიკის შემუშავების ფორმალისტური ხასიათი“ – საჯარო მმართველობის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, სახელმწიფო სერვისების მიწოდება თაობაზე, მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

მეზობლების ახალი წელი

„Camping Azerbaijan“- არის აზერბაიჯანში მოქმედი ეკო-ტურისტული სააგენტო. ისინი იქნებოდნენ არაფრით გამორჩეულები, რომ არა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. სააგენტო, რომელიც ტურებს...

ეკონომიკური ძალადობა ქალებზე

ორგანიზაცია “საფარმა“ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ეკონომიკური ძალადობის ფორმები და მისი შედეგები. კვლევის თანახმად ეკონომიკური ძალადობა სერიოზულად აზიანებს ქალის ფიზიკურ და...

საჩივრის მიუხედავად საარჩევნო უბანზე კამერას არ თიშავენ

რუსთავის 51-ე საარჩევნო უბანზე სადაც არჩევანის ფარულობის დარღვევის თაობაზე, განცხადება გახარიას პარტიის მერობის კანდიდატმა გააკეთა, კამერა კვლავ ჩართულია. საარჩევნო უბნის...

ჭერიდან მუდმივად ცვივა რაღაცეები, წვიმიან ამინდში კი სამუშაო არეალი სველდება – რუსთავის საწარმოებში დასაქმებული ქალები

ქალსა და მამაკაცს შორის არათანაბარი ანაზღაურება, თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც არამხოლოდ დასაქმებულები, სტატისტიკაც საუბრობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

იმერაში წყლის პრობლემა, განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, სრულად მაინც ვერ მოგვარდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში  72 ოჯახი ცხოვრობს.  ადგილობრივების თქმით, მათ სასმელი წყალი ორი წლის წინ „მიუყვანეს“, მაგრამ იმ გარემოების გამო,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *