26.11.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მრავალშვილიანი ოჯახი არსებობისთვის იბრძვის

11 წლის – ქეთი, 7 წლის ტყუპები – ეკა და მაკა, 6 წლის – ანა, 3 წლის – ნინო ერთ ვარდისფერ სათამაშო დათვს ვერ იყოფენ. მათ ოროთახიან სახლში ეს ერთაერთი სათამაშოა. გოგოები, საერთო საცხოვრებლის შენობაში რუსთავის, ჭავჭავაძის №15-ში ცხოვრობენ.

,, საერთო საცხოვრებლის ავეჯი გვაქვს. აქ წლების წინ შემოვედით, სხვა თავშესაფარი არ გვქონდა და ქირის გადახდასაც ვერ აუდიოდით. ღვთის  წყალობით ვცხოვრობთ და ყოველდღე  ვიბრძვით არსებობისთვის. ჩემი მეუღლე ტყავის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობს. ხელფასი აქვს, თუმცა ცხრასულიან ოჯახს არ ყოფნის.

გვიჭირს გადასახადებთან გამკლავება. ბუნებრივი აირის დავალიანება  112 ლარი დაგვიგროვდა. ჩასაჭრელად მოვიდნონენ, მაგრამ ბავშვები, რომ ნახეს შევეცოდეთ და უკან გაბრუნდნენ. დავპირდი ამ თვეს მაინც დავფარავ-მეთქი, მაგრამ მეუღლის ხელფასს  ეს თანხა, რომ მოვაკლოთ ამ თვეს თავს ვერ გავიტანთ.

სადარდებელად გვაქვს ასევე ამ ფართის პრივატიზაციის საკითხიც. დაკანონებული არ გვაქვს, გვპირდებიან დღეს-ხვალო, მაგრამ არ დაადგა საშველი „ – საუბრობს 6 შვილის დედა, მარიამ ჭუმბურიძე.

ოჯახის მე-6 შვილი გიორგი, ჯერ ერთი თვისაც არაა. 5  დის გარემოცვაში იზრდება და ჯერ-ჯერობით, ყველაზე ნაკლებად აღელვებს ოჯახის სოციალური მდგომარეობა. მისგან განსხვავებით 11 წლის ქეთის უკვე  არასაბავშო პრობლემები აქვს. ის და მისი დებიც ხშირად საპირფარეშოს რიგში დგანან. მათ სართულს მხოლოდ ერთი საერთო სველი წერტილი და ხელსაბანი  აქვს.

,, ქეთი, სკოლაში დადის. ჩვენ სოციალურად დაუცველის სტატუსი გვაქვს და მას წიგნები სახელმწიფომ მისცა.  გაგვიჭირდა მისთვის რვეულების შეძენა. პრობლემაა ჩასაცმელიც და განათლებაც. მას   უნდა ცეკვაზე იაროს, ინგლისური ისწავლოს, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს „ – გვიხსნის,   ჭუმბურიძე.

ნაქევხრიშვილების ოჯახი რუსთავის თვითმმართველობის სოციალური პროგრამით სარგებლობს. პროგრამის მიხედვით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მე-4 და მეტ შვილზე – თვითმმართველობა თვეში 20 ლარით ეხმარება. თუმცა ეს დახმარება და ოჯახის უფროსისი ხელაფსი, დიასახლისის თქმით მათ  სოციალურ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს.

ოჯახის უფროსი, არჩილ ნაქევხრიშვილი სახლში არ გვხვდება. ბავშვები გვიხსნიან, რომ მამა გვიან მოდის.

ნაქევხრიშვილი ადგილობრივმა  ჟურნალისტებს 21 იანვარს პრეზიდენტის რუსთავში სტუმრობისას გავიცანით. ის, თავის გოგონებთან ერთად სააკაშვილის შესახვედრად  იყო მოსული. პრეზიდენტის დაცვის  წევრებს უხსნიდა მისი ოჯახის მდომარეობას და სთხოვდა, რომ მასთან შეხვედრის  საშუალება მიეცათა.

იმ დღეს მას და ბევრ სხვა ადამიანს არ გაუმართლა. პრეზიდენტთან, მხოლოდ, წინასწარ შედგენილ სპეციალურ სიებში მყოფი მოქალაქეები შეუშვეს.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=27

Related Posts

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის...

რუსთავის აზოტის პირველადი პროფესიული კავშირი, სადაც 400-მდე დასაქმებული გაწევრიანდა

ვიდეოში მოისმენთ ინფორმაციას პროფესიული კავშირის მნიშვნელობაზე, რუსთავის აზოტის პირველად პროფესიულ კავშირზე და  საწარმოებში არსებული გამოწვევებზე. რესპონდენტები:  თამაზ დოლაბერიძე მეტალურგიული, სამთო...

გოგონები დაბა კაზრეთში პოზიტიური ცვლილებებისთვის

პროექტის მიზანია დაბაში მცხოვრები გოგონების/ქალების გააქტიურება - ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებებისთვის. პროექტის მონაწილეებს უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ...

ნოეს უბანში, შეშას და საკვებ პროდუქტებს ითხოვენ

ნოეს უბნის სახელით ცნობილი დასახლება, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ აღთაკლიასთან მდებარეობს. აქ, ამჟამად ბოშათა თემის წარმომადგენელი, 7 ოჯახი რთულ სოციალურ პირობებში...

factcheck.ge – დეზინფორმაცია: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის არსებობა დაადასტურა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით საინფორმაციო შეტევა. ამჯერად, სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცებები,...

43 წლის ფატიმა შაიბაზოვა დახმარებას ითხოვს

რუსთავში, ინტერნატების დასახლების ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში 43 წლის ფატიმა შაიბაზოვა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. შაიბაზოვას საცხოვრებელი ,,ბინა”  3კვ.მეტრია....

GCSD-ი ქვემო ქართლის სკოლების მასწავლებლებისთვის, დეზინფორმაციის ამოსაცნობად და ვაქცინაციის მხარდასაჭერად, ტრენინგებს მართავს

მარნეულსა და ბოლნისში, სკოლის მასწავლებლებისთვის,  საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგები საკითხზე: ,,როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას...

საწარმოში, რომელიც საერთაშორისო ბრენდებისთვის მუშაობს, ანაზღაურება თვეში 113 დოლარამდეა

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, არსებობს რისკი დასაქმებული იაფ მუშახელად იქცეს. სწორედ, ამ და სხვა პოტენციური რისკების გამო QvemoQartli.ge თავისი...

მოწონებული და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებები

დავინტერესდით რუსთაველების აზრით, რომელი ახალი ნაგებობა არის ქალაქის არქიტექტურაში მათთვის ყველაზე მოსაწონი. ასევე გვაინტერესებდა, რომელი არქტიტექტურული მიგნება არის რიგითი რუსთაველებისთვის...

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ინსტრუმენტი

თვითმმართველობის მუშაობის ძირეული პრინციპიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ჩართულობას, მუნიციპალიტეტების მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ ასეთ...

გარდაბნის 64-ე და 52-ე უბნებთან ხალხმრავლობაა

გარდაბნის მუნიციპალიტეტისსოფელ ქესალოს 64-ე და 52-ე უბნებთან, მოქალაქეების სიმრავლეა. უბნის თავმჯდომარე მეხმან მურადოვი, აცხადებს რომ შეკრებილებს არაერთხელ მისცა შენიშვნა და...

2 ტონა 25 ლარი – მარტყოფში სასმელ წყალს კვლავ ყიდულობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელია. მარტყოფში დღეს  7400-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ცენტრალურ გზებზე ავტომობილები აქტიურად...

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერი და ტექნიკური მოთხოვნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია გაუმკლავდა

QvemoQartli.ge რუსთავის მერიას ორი კითხვით მიმართა, პირველი რატომ ჩაატარა ორ მილიონზე მეტის ღირებულების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი აუქციონის გარეშე? და რა ლოგიკით გამოთვალა სატენდერო პირობებში ჩაწერილი 7 925

რუსთავში ოპოზიცია საარჩევნო უბნებში კომისიის „დამოუკიდებელ“ წევრებად მმართველი პარტიის აგიტატორების დანიშნვაზე საუბრობს

#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა ჩატარდა. განხილვისთვის სამი საკითხი წარადგინეს: რუსთავის 45-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის არჩევა; #21,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *