14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მომსახურების სფერო საქართველოში – როდესაც კონსულტანტი, დამლაგებელი, მტვირთავი და ობიექტის დაცვა ერთი ადამიანია

საქართველოში მომსახურების სფეროში დასაქმებულები, ერთ-ერთ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. კონსულტანტები, მოლარე-ოპერატორები, საწყობის თანამშრომლები – შრომითი უფლებების დარღვევებზე, ხშირად ჩივიან.

ჩვენი ინტერესის საგანს, სწორედ, ამ ადამიანების სამუშაო პირობები წარმოადგენს. სუპერმარკეტებში და შედარებით მცირე ზომის მაღაზიებში, შემთხვევითობის პრინციპით, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ, რამდენიმე თანამშრომელს გავესაუბრეთ.

როგორც ირკვევა, რუსთავში არსებულ თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტზე, მეტ-ნაკლებად ერთნაირი სამუშაო პირობებია. რაც შეეხება ანაზღაურებას, ის საკმაოდ მცირე და არასტაბილურია.

მომსახურების სფეროში, დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი ქალია. შესაბამისად, რესპონდენტების უმრავლესობასაც სწორედ ისინი წარმოადგენენ. მათი ასაკი, ძირითადად 20-35 წლამდე მერყეობს. გვიყვებიან, რომ სფერო, სადაც ისინი მუშაობენ, შრომატევადი და დაუფასებელია. ხშირად, უწევთ მთელი დღის განმავლობაში ისეთი სამუშაოს შესრულებაც, სადაც მათი ფიზიკური დატვირთვა დიდია.

ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი, რომელსაც ვესაუბრეთ აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა, რაც სამუშაო პროცესში მას ხვდება, სწორედ ფიზიკური დატვირთვაა. მისი თქმით, გარდა კლიენტთა მომსახურებისა, მათ პროდუქციის დალაგებას, ფასებისა და ვადების კონტროლს, ასევე დარბაზში სისუფთავის დაცვას ავალებენ.

“რეალურად ყველანაირი სამუშაოს შესრულება გვიწევს კონსულტანტებს. პროდუქცია რაც შემოდის ჩვენ უნდა მივიღოთ, გავანაწილოთ დახლებზე, ფასები დავადოთ, ასევე მოვემსახუროთ მომხმარებლებს. წესრიგი და სისუფთავე უნდა დავიცვათ.

მთელი დღის განმავლობაში რვა საათი, ზოგჯერ ცხრა საათი ვმუშაობთ.

ანაზღაურებას რაც შეეხება ფიქსირებული 350 ლარი გვაქვს, ზოგჯერ ნავაჭრიდან შეიძლება ბონუსიც მივიღოთ, მაგრამ იშვიათად.

რაც შეეხება დასვენების დღეებს კვირაში ერთი დღე  ვისვენებთ. ზოგჯერ გვიწევს საკმაოდ მძიმე ტვირთის აწევაც.

ვფიქრობ, ანაზღაურება ჩვენი შრომის შესაბამისი არ არის. თუმცა, თუ არ მოგწონს ნუ იმუშავებ-ო! ზოგადად ასეთი მიდგომაა აქ“, – გვიყვება ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი.

ჩვენი მორიგი რესპონდენტი მოლარე-კონსულტანტია. გვიყვება ზეგანაკვეთურ სამუშაოზე. აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქსელურ მაღაზიაში უმუშავია და ეს პრობლემა თითქმის ყველგან დახვდა.

„ ბევრ ადგილას მაქვს ნამუშევარი და ზეგანაკვეთური სამუშაო თითქმის ყველგან ჩვეულებრივი მოვლენაა.. დღეში ცხრა საათიანი გრაფიკი მაქვს. მე პირადად ორი დღე ვმუშაობ და ორი დღე ვისვენებ. ზოგს დღეგამოშვებით აწყობს და შესაბამისად, მასეთი შეთანხმებით არიან.

ხელშეკრულებები კი გვაქს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არავინ კითხულობს მაგას. ანაზღაურებას რაც შეეხება, თუ იმუშავებ აიღებ, თუ არადა ვერ.  ფიქსირებული ხელფასი არ გვაქვს. ისე დღეში 20 ლარს ვიღებთ.

რაც შეეხება სამუშაო დატვირთვას, მე პირადად მხოლოდ სალაროზე ვარ და დიდი დატვირთვა არ მაქვს, თუმცა ვინც დარბაზში მუშაობს, მათ მთელი დღე ფეხზე დგომა უწევთ, ევალებათ პროდუქციის შევსება და ხალხის მომსახურება. საკმაოდ შრომატევადი და დამღლელია. ვფიქრობ სწორედ ამიტომ მიდიან ხშირად სამსახურიდან – დიდხანს აქ არავინ ჩერდება. თითქმის ყოველ მეორე თვეს, ახალი კონსულტანტები გვყავს”, – ნათია 26 წლის.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მოლარე-ოპერატორები და კონსულტანტები საუბრობენ, დანაკლისის ანაზღაურებაა.

„ დანაკლისი თუ ამოდის, გვაწერენ ჩვენ, მოლარეებს და კონსულტანტებს. ხშირად, ფაქტიურად უხელფასო მუშაობა გამოდის. მქონდა შემთხვევა, რომ 150 ლარი დამაკლეს.

არ გვყავს დაცვა და ჩვენ გარდა იმისა, რომ უნდა მოვემსახუროთ კლიენტებს, ასევე გვიწევს მათი კონტროლი. შემთხვევით ვინმემ რამე არ აიღოს. თან ხელფასი ძალიან მცირეა, მე სალაროზე ვარ და 450 ლარს ვიღებ.

დღეგამოშვებით მიწევს მუშაობა, დილის ცხრა საათიდან  საღამოს ცხრა საათამდე. ჩვენთან კონსულტანტებს უფრო ნაკლები 350 ლარი აქვთ, თან ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ –  პროდუქტს აწესრიგებენ დახლებზე, შემოსულ კლიენტს ეხმარებიან, საწყობიდან ამარაგებენ დარბაზს, ძალიან ბევრს შრომობენ. ასევე, დაცვის ფუნქციასაც ითავსებენ“, – ამბობს ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის მოლარე-ოპერატორი.

საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ ვთხოვეთ.

ორგანიზაციის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათია ჭუბაბრია აღნიშნავს, რომ მომსახურების სფეროში დასაქმებულთა მთავარი პრობლემა, სამუშაო საათების არანორმირებული გადანაწილება, დაბალი ანაზღაურება და სხვადასხვა პოზიციების შეთავსებაა.

„ ამ საკითხზე მუშაობა წლების წინ დავიწყეთ. მაშინ როდესაც ქსელური სუპერმარკეტები გაიხსნა. პირველ რიგში სუპერმარკეტებში დასაქმებულების უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობდით და შრომით პირობებს. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ არანორმირებული სამუშაო განაკვეთები აქვთ. აქ, იგულისხმება ის რომ ღამის ცვლა და დღის ცვლა შეიძლება ისე იყოს გადანაწილებული, რომ გადაბმით 48 საათი მუშაობდეს ადამიანი. ეს დასაშვები ნამდვილად არ არის, მაგრამ პრაქტიკაში ასე ხდება.

მომსახურების სფეროში, ძირითადად სტუდენტები იწყებენ მუშაობას იმ მოტივით, რომ მოქნილი გრაფიკი აქვთ, მაგრამ აი ამ მოქნილობაშია არანორმირებული საათების საშიშროება, რაც არა მარტო სუპერმარკეტებში,  არამედ მომსახურების სფეროს ძალიან დიდ სეგმენტში გვხვდება.

პრობლემაა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ანაზღაურება არის ძალიან დაბალი. ასევე  ხშირად, სხვადასხვა პოზიციები არც არის გამიჯნული და ფუნქციების შეთავსება უწევთ თანამშრომლებს.

ასევე, ხშირად გაურკვეველია რა  შემთხვევაში ჯარიმდებიან თანამშრომელი.  შეიძლება დღის ბოლოს გაიგოს დასაქმებულმა, რომ ჩამოეჭრა კონკრეტული დისციპლინური  გადაცდომის გამო თანხა“, –  „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათია ჭუბაბრია.

დასძენს, რომ დასაქმებულთა პირობების გასაუმჯობესებლად, შრომის ინსპექცია აქტიურად უნდა ჩაერთოს აღსრულების მექანიზმში. მისი თქმით, არსებობს ბერკეტი პრობლემის მოგვარების, თუმცა აღსრულება არ ხდება.

„ პირველ რიგში, ალბათ, ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ეფექტურად. ინსპექცია მხოლოდ შრომის უსაფრთხოების შემოწმების მანდატით იყო აღჭურვილი და შეუძლებელი იყო შრომის პირობების შემოწმება. ახლა კი უკვე შესაძლებელია და მანდატი აქვს შრომის ინსპექციას და შეუძლია შრომითი პირობები შეამოწმოს და დააჯარიმოს დამსაქმებელი.

უნდა მოხდეს შრომის კოდექსის გათვალისწინება. რადგან  მომსახურების სფერო ფორმალური დასაქმებაა, ეს ხომ არ არის არაფორმალური დასაქმება, სადაც შრომითი ურთიერთობა არ დგინდება.

დამსაქმებელმა უნდა მოიყვანოს წესრიგში ყველაფერი – კოდექსის შესაბამისად. როდესაც ასე არ ხდება, ამისთვის არის სწორედ ინსპექცია.

ინსპექციამ თავად უნდა დაისახოს მიზნად და გეგმიური ასევე, არაგეგმიური შემოწმება მოახდინოს. სამწუხაროდ, პანდემიამ ძალიან ჩაყლაპა ეს თემა და ინსპექცია გადართული იყო მხოლოდ კოვიდ შეზღუდვების შემოწმებით და რეალურად, ვერც ფუნქციონირებდა ამ მანდატით, რასაც შრომითი უფლებების შემოწმება ჰქვია“,- –  „სოციალური სამართლიანობის ცენტრი.“

 

ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

Related Posts

ბაზარი, რომელიც რუსთაველებში ტალახის ასოციაციას იწვევს

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა ე.წ ძველი ბაზრის მიმდინარე ტერიტორიის, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ასფალტის საფარი ქუჩის  ნაწილზე აყრილია. ორმოები წვიმიან ამინდში...

მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო...

დამკვირვებელი “ოცნებას” საარჩევნო უბნიდან ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებს

რუსთავის მე-16 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა 2020”-ის დამკვირვებელმა, თეონა იაკობიშვილმა საჩივარი დაწერა. იაკობიშვილის თქმით, დღის პირველ-ნახევარში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

IRI – არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული

IRI – არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული საერთაშორისო...

იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით...

სარეზერვო ფონდის ხარჯვა პანდემიის დროს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საქართველოს‌ ‌მთავრობის‌ ‌სარეზერვო‌ ‌ფონდის‌ ‌ხარჯვა‌ ‌პანდემიის‌ ‌დროს. კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, ‌ ‌სარეზერვო ფონდის...

ფატი შავაძე – მოქალაქეთა მონაწილეობას განაპირობებს, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა ეძახიან და როცა პასუხობენ

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ...

კოდა – დევნილი ქალები წყალს ითხოვენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, დევნილად ქცეულთა კომპაქტური დასახლებაა. დევნილობას, რომელიც კონკრეტული ოჯახების ტრაგედიით და მასობრივი...

საარჩევნო პლაკატებში ჩაფლულ ქესალოში სასმელად ვარგის წყალს ნატრობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე წლებია, წყალს ან ყიდულობენ, ან ქალაქ გარდაბნიდან...

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის...

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები. უკრაინის ხელისუფლების...

დმანისი – ქვემო ოროზმანის პრობლემები [ვიდეო]

დმანისის რაიონ სოფელ ქვემო ოროზმანში ბუნებრივი აირის, სატრანსპორტი გზის და სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ. სოფლის მოსახლეობის თქმით, მათთვის პრობლემას საძოვრებიც...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *