მეწარმეების მხარდასაჭერად მარნეულში სტარტაპ კვირეულზე რეგისტრაცია დაიწყო

6-8 მაისს, სასწავლო ცენტრი „Lingua”-ს ორგანიზებით მარნეულში სამდღიანი ბიზნეს კვირეული “მეცფესტი” ჩატარდება. პროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეებისა და მეწარმეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა.

სტარტაპ კვირეულის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საგრანტო და ბიზნეს აქსელერაციის პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის შეხვედრები, მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით წარმატებულ სტარტაპერებსა და მეწარმეებს, ასევე მიიღონ მონაწილეობა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ გამოფენაზე.

სტარტაპ კვირეულის ფარგლებში ჩატარდება იდეათონიც, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო-ქართლში მცხოვრებ, 17 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს.

იდეათონის მიზანი ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპერების მხარდაჭერაა. კვირეულის ფარგლებში, იდეათონში მონაწილე ჯგუფებმა უნდა შექმნან იდეა/კონცეფცია/პლატფორმა, რაც ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპერებს ცნობადობის გაზრდასა და პროდუქციის პოპულარიზებაში დაეხმარებათ. იდეათონის გამარჯვებული გუნდები (პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული) მიიღებენ ფულად პრიზებს და განაგრძობენ თანამშრომლობას იდეის შემდგომი განხორციელებისათვის. პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს პრიზს , 1200 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული გუნდი 1000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი 800 ლარით დაჯილდოვდება.

პროექტი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda-ს მხარდაჭერით და “Startup Grind Tbilisi Georgia”-ს პარტნიორობით ხორციელდება.
სტარტაპ კვირეული ჩატარდება 6-7-8 მაისს Zoom პლატფორმის მეშვეობით.

სტარტაპ კვირეულზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია შემდეგი ლინკზეა შესაძლებელი:https://forms.gle/rxrVkPXa3i68mxtT6

იდეათონის გუნდების რეგისტრაცია შეგიძლიათ შემდეგი ლინკის მეშვეობით:https://forms.gle/oWwX6a8WEz3MYsxh8

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მაისი.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: linguacentre1@gmail.com

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში.

ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge

სასწავლო ცენტრი „ლინგუა” ახალგაზრდებს სთავაზობს ქართული, ინგლისური და რუსული ენების შესწავლას, მოსამზადებელ გაკვეთილებს სკოლამდელი ბავშვებისთვის, საატესტატო საგნებში მოსამზადებელ კურსებს სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე კონსულსულტაციებს აბიტურიენტებისთვის და საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის. გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრენინგ-სემინარებით სხვადასხვა სფეროში.

სასწავლო ცენტრი დებმა, რენე და გულია აჯალოვებმა 2017 წელს დაარსეს. ცენტრს უკვე მრავალი წარმატებული კურსდამთავრებულები ყავს. კურსებზე რეგისტრაცია ხდება ონლაინ რეჟიმში ან უშუალოდ ოფისში მისვლით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.facebook.com/lingua.marneuli

ინფორმაციის წყარო: სასწავლო ცენტრი „ლინგუა”