23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მეორე ქესალო – „ ჩვენ ფაქტობრივად ვეღარ ვეწევით სოფლის მეურნეობას“

სოფელი მეორე ქესალო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სიახლოვეს მდებარეობს. დასახლება საგრძნობლად შესამჩნევი უსწორმასწორო რელიეფით გამოირჩევა. სოფელი ცნობილია, თავისი მწვანე გუმბათიანი მეჩეთით, რომელიც ცენტრალური გზიდან ადვილი შესამჩნევია და ცხადია, წითელ ხიდთან მეზობლობით.

მეორე ქესალოში აქტიური ქორწილების სეზონი ჩავლილია. თუმცა, თეთრი და წითელი ლენტებით გაფორმებები, სახლების ჭიშკართან, მაინც შემორჩა. მეორე ქესალოში, მარნეულის მერიის ცნობით, 2018 წლის მდგომარეობით 1 353 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელში საუბარზე ადვილად გთანხმდებიან, თუმცა პრობლემების დასახელების შემდეგ გთხოვენ, არ გადაუღო ფოტო და მისი გვარი არ დაწერო. ეს აღარც გვიკვირს, უბრალოდ საწყენია, რომ 10-15 წლის წინ, რა შიშიც ჰქონდათ ადამიანებს, ის შიში არსად წასულა..

მთავარი რასაც სოფელი უჩივის სარწყავი წყალია.

„ ჩვენ ფაქტობრივად ვეღარ ვეწევით სოფლის მეურნეობას. მოსავალი ვერ მოგვყავს, რადგან სოფელში არ არის სარწყავი წყალი. როცა რაღაც დავრგეთ, ყველაფერი გახმა. ვერიდებით ძროხების დაკავებასაც, რადგან საბალახოდ აქ, არაფერია და ტუკით თივის ყიდვა მოგვიწევს, რაც ძვირია.

არც სასმელ წყალზე გვაქვს უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ის ვიცით მაინც, რომ ყოველ მეორე დღე მოდის, 1 საათით და ვაგროვებთ“,- საუბრობენ ადგილობრივები.

სარწყავი წყლის პრობლემა, ნამდვილად, არ არის ახალი გამოწვევა ქვემო ქართლის რეგიონისთვის, თუმცა ცხადია ეს არ არის პრობლემის გამართლება.

თემაზე მარნეულის მერიიდან კომენტარს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება აკეთებს:

„ სარწყავი წყლის პრობლემა, როგორც აგიხსენით, თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობებში არ შედის, თუმცა მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე  – ვერთვებით საკითხში. ხშირად, გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს მელიორაციასთან. მათ ზოგად პასუხს გეტყვით,  წყლის დეფიციტია რეგიონში და მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, გრაფიკით მიეწოდება ყველა სოფელს და მათ შორის მეორე ქესალოსაც.

რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას, სოფელში ძრავი იყო გაფუჭებული და ამჟამად, მოხდა მისი შეკეთება. შესაბამისად, სასმელი წყლის პრობლემა სოფელში არ დგას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მათ 24 საათი აქვთ წყალი. უბრალოდ, თქვენ რასაც ამბობს, რომ წყალი ორ დღეში ერთხელ მოდისო, ეს არ არის სწორი ინფორმაცია“, – მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

კითხვაზე ორ დღეში ერთხელ, თუ არ მოდის და ისიც ერთი საათით, მაშინ მათი ინფორმაციით, როგორი გრაფიკია სოფელში?

გვპასუხობენ, რომ სოფელს აქვს თავისი ჭაბურღილი, რომელსაც თავადვე მეთვალყურეობენ. გვიხსნიან, რომ ჭაბურღილში, როგორც კი საკმარისი წყალი გროვდება, ხდება მისი მიწოდება სოფლისთვის.

აი, როდის გროვდება ეს საკმარისი წყალი და მოსახლეობას, რამდენი საათით მიეწოდება, მსგავს დეტალებში, მარნეულის მერია, საკითხში გარკვეული უწყების შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს.

ვუბრუნდებით სარწყავი წყლის თემას.

შპს საქართველოს მელიორაციის კომპანიაში აცხადებენ, რომ მართალია სარწყავი წყალი მათი თემაა, მაგრამ სოფელი მეორე ქესალო არ არის მათი ოპერირების არეალში.

„ მეორე ქესალო არ არს საქართველოს მელიორაციის მომსახურების არეალში. აღნიშნულ სოფელს თავისი სატუმბი სადგური აქვს, რითაც რწყავდნენ და ამ სატუმბის დახმარებით იღებენ წყალს, მდინარე ალგეთიდან. შესაბამისად, ჩვენ იქ არანაირის სისტემა არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივაწვდით წყალს. რეალურად მანდ არ არის სარწყავი არხები, ინფრასტრუქტურა არ არის.

სოფელს მანდ მილებით აქვს მხოლოდ წყალი.. ჩვენ მუშაობა შეგვიძლია იქ, სადაც თუნდაც ძველი სარწყავი სისტემაა. ვახდენთ მათ რეაბილიტაციას, მაგრამ სადაც არაფერი არ არის, ცხადია, ვერ მივაწვდით სარწყავ წყალს. ასე, რომ მეორე ქესალო არ არის ჩვენს ბალანსზე“, -შპს საქართველოს მელიორაცია.

შესაბამისად, ვიგებთ რომ სოფლისთვის სარწყავი წყლის მიწოდება სრულად აბარია ჭაბურღილს, რომელიც არა თუ სარწყავი წყლის ფუფუნებას ვერ უზრუნველყოფს, არამედ სასმელ წყალსაც სოფელს, მკაცრი და რთულად პროგნოზირებადი გრაფიკით აწვდის.

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში

2020 წლიდან პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისა...

თაზაქენდი – საწარმოო მტვერსა და ბურუსში გახვეული სოფელი / Təzəkənd – sənaye toz-dumanına bürünmüş kənd

სოფელი თაზაქენდი  ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თემში სხვა მრავალ ყოფით სირთულესთან ერთად, ეკოლოგიური პრობლემა უკვე წლებია ერთ-ერთ გადაუჭრელ საკითხად...

ჭერიდან მუდმივად ცვივა რაღაცეები, წვიმიან ამინდში კი სამუშაო არეალი სველდება – რუსთავის საწარმოებში დასაქმებული ქალები

ქალსა და მამაკაცს შორის არათანაბარი ანაზღაურება, თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც არამხოლოდ დასაქმებულები, სტატისტიკაც საუბრობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასები იზრდება

,, ჩვენ შეპირებისამებრ ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს” – გამოუცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა საკრებულოს წევრებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა,...

რუსთაველები ,,რუსთავის წყალს“ დაუპირისპირდნენ

გასული წლის აპრილში ,,რუსთავის წყალმა” საზოგადოებას ამცნო, რომ წყლის მრიცხველების სადარბაზოში გატანა დაიგეგმა. ასევე ითქვა, რომ  რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული...

საწარმოების პირისპირ – რუსთავში ქარხნების სიახლოვეს მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კვლევას, რომელშიც გაანალიზებულია რუსთავში საწარმოთა საქმიანობის ზეგავლენა ქალების ცხოვრებაზე. ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები  თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მსხვილი...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს ქვემო ქართლის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორი გაეცნო

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში. სწორედ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ონლაინ შეხვედრა ქვემო...

რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა

რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე  გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა  წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი...

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთიში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო. უბნის თავმჯდომარის ქეთევან მიროტაძის განცახდებით, რეგისტრატორმა ამომრჩეველს შემთხვევით...

ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო წყლის უფლება ეზღუდება

საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ ¼ იყენებს. მსოფლიო...

„ ქვეყნის კანონები სხვაა, მათ კი თავიანთი კანონები აქვთ“ – სამუშაო პირობებზე “რუსთავის ფოლადში”

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა პრობლემების სათავეშია, ხშირად, გვავიწყდება ვწეროთ იმაზე თუ რა პირობებში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს სამსახურების პოვნა. აქვთ, თუ...

რუსთავში საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი Covid-19-ით გარდაიცვალა, 12-მა კი უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვა

ერთ-ერთი პირველი ვინც არჩევნების გადადების საჭიროებაზე დისკუსია გახსნა, სახალხო დამცველი იყო. ნინო ლომჯარიამ, 24 აგვიტოს განაცხადა: „ რა უნდა ხდებოდეს...

მაჟორიტარობის კანდიდატი: „ოცნების“ წარმომადგენელი მეზობლებს საარჩევნო უბანზე, მხოლოდ, გასაუბრების შემდეგ უშვებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე, ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს. აცხადებს, რომ „ოცნების“ აგიტატორები დღეს, მთელი დღის მანძილზე,...

COVID 19 – რეკომენდაციები

„ახალი“ კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *