23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მეორე ტური – პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო უბნებთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, შეზღუდული რესურსებით და შემცირებული სადამკვირვებლო ჯგუფებით აკვირდებოდა. ორგანიზაციების ნაწილმა კი უარი თქვა არჩევნების დაკვირვებაზე. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იღებდა. ოპოზიციური პარტიები, არჩევნების როგორც პირველ ასევე მეორე ტურს არალეგიტიმურად აცხადებენ.

დღეს, უკვე ცნობილია, თუ რა სახის დარღვევები აღმოაჩინეს დამკვირვებლებმა, არჩევნების მეორე ტურზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მათ დამკვირვებელებს გარკვეულ უბნებში არ მიეცათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. ასეთი უბნების რიცხვში მოხვდა რუსთავის #45-ე საარჩენო უბანი.

“რუსთავის ოლქი #45 – საარჩევნო უბნის კართან იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთაც თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. საიას დამკვირვებელმა მათ გადაუღო ფოტო, რასაც მოყვა მუქარა და ფოტოს წაშლის მოთხოვნა. ცდილობდნენ ტელეფონს წართმევასაც. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, საიას სტატიკურ და მობილურ დამკვირვებლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უბნის გარეთ მობილიზებული ადამიანებიც”- აცხადებენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

არჩევნების მეორე ტურს აკვირდებოდა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებიც“. მათი სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 35 მობილური ჯგუფისგან – მოიცვეს 17 მაჟორიტარული ოლქი. ორგანიზაცია თავის ანგარიშში, სადაც ასახული აქვს დარღვევები წერს, რომ არჩევნების დღეს, მათი დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო ოლქის #3; #4 #11, #12, #13, #15,  #17, #18, #36 და #37  სარჩევნო უბნებზე.

მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფით, აკვირდებოდა არჩევნების მეორე ტურს „მრავალეროვანი საქართველო“. მათი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

„რუსთავის #12.20.82 კენჭისყრის შენობაში, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“  დამკვირვებელი ნინო ჯიბლაძე უბანზე მისულ ამომრჩევლებს მის ხელთ არსებულ სიაში აღრიცხავდა და ციფრებს ტელეფონით გადასცემდა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ეს ფაქტი შენიშნა და რეაგირებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მითითებით, დამკვირვებელი შენობის ერთ-ერთ ოთახში შევიდა, თუმცა უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა კვლავ გააგრძელა.  „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ შენიშვნის განმეორებით მიცემის შემდეგ, მას კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს.  მოგვიანებით, ნინო ჯიბლაძე საარჩევნო უბანზე მიბრუნდა, რეგისტრაცია გაიარა და უბანი დატოვა“, – მრავალეროვანი საქართველო.

ორგანიზაციამ, მეორე ტურის არჩევნების დღის მონიტორინგი, განახორციელა 200 დამკვირვებლით.

„საარჩევნო ოლქებში, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ დაკვირვებას ახორციელებდა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდა. ამასთან ერთად, მეორე ტური კონკურენციით არ გამოირჩეოდა, ვინაიდან ოპოზიციურმა კანდიდატებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დაფიქსირდა პარტიის კოორდინატორების მიერ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის მიზნით ამომრჩეველთა მობილიზებისა და რიგ შემთხვევებში, უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტები“- ვკითხულობთ ორგანიზაციის, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის შეფასების ანგარიშში.

ფოტო: ვიდეოკადრი, „ფორმულა“-ს სიუჟეტიდან.  

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

QvemoQartli.ge

Related Posts

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის...

რუსთავში არჩევნების ადმინისტრირებას მორიგი გამოცდილი კადრი გამოაკლდა

20 სექტემბერს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე, ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა. ამჯერად არჩევნების ადმინისტრირების ტვირთი,...

წალკის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ტენდერებს ამავე უწყებების დირექტორის სიძის კომპანია იგებდა

მალხაზ ზოიძე ააიპ წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორია.  წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში მოსვლამდე,  2012-2015 წლებში, მალხაზ ზოიძე წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურის...

ამომრჩევლებს, მეორე ტურზე, განსხვავებული საარჩევნო კაბინები დახვდათ

მეორე ტურზე, ხმის მისაცამედ მისულ ამომრჩევლებს განსხვავებული საარჩევნო კაბინები დახვდათ. კაბინის წინა მხარე, სადაც ამომრჩეველი ჩანს ხმის მიცემისას, ნაწილობრივ ღიაა....

“სამუშაოები დაუსრულებელია” – აუდიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსები რესურსების...

#აკონტროლე – რუსთავის მუნიციპალიტეტის ტენდერები

რუსთავის პრობლემების ხუთეულში თუ არა, ათეულში მაინც შედის, ქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული ადგილების სიმცირე. ყოველ წელს, ბაღში ბავშვების რეგისტრაციისთვის, ონლაინ...

“ოცნების” კოორდინატორები გარდაბნის მე-3 საარჩევნო უბანთან იმყოფებიან (ვიდეო)

გარდაბნის მე-3 საარჩევნო უბანთან, მოქალაქეების სიმრავლეა. შეკრებილი ქალბატონებიდან ერთ-ერთი, კითხვაზე თუ რატომ იმყოფება უბანთან და რა სია აქვს თან, გპასუხობს...

ასურეთი – მთავარი გამოწვევა ისევ ძალაშია

თუ ოფიციალურ მონაცემებს ვენდობით, დაახლოებით ათასამდე ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის დასახლებაში.ასურეთი, თეთრიწყაროს სოფლების უმრავლესობასავით ერისა და ბერისგან დავიწყებული არ...

16 წლის გოგოს მესამე საკეისრო – სექსუალური და რეპროდუქციული განათლების უფლება

მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი ერჩის და ებრძვის სექსუალური განათლების სწავლებას სკოლებში, ჩვენი რეგიონის ქვემო ქართლის სამედიცინო დაწესებულებებში, ყოველდღიურად იბრძვიან არასრულწლოვანი...

ბაზარი, რომელიც რუსთაველებში ტალახის ასოციაციას იწვევს

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა ე.წ ძველი ბაზრის მიმდინარე ტერიტორიის, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ასფალტის საფარი ქუჩის  ნაწილზე აყრილია. ორმოები წვიმიან ამინდში...

ნანა მასწავლებელი ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელ ხიხანიდან

სოფელ ხიხანში ნანა მასწავლებლის სახლი ყველამ იცის. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეკომიგრანტებით დასახლებულ 500 მოსახლიან სოფელში, ნანა გაბაიძე რუსულსაც ასწავლის, ცეკვასაც და ქალთა ფეხბურთის გუნდსაც უძღვება.

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ...

ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები

ორგანიზაციამ „ ფრეია”  მოამზადა გზამკვლევი, ოჯახში ძალადობის რისკების შემცირებისთვის. QvemoQartli.ge გიზიარებთ ნამუშევრის ნაწილს, რომელიც მხარდამჭერ სახელმწიფო სერვისებს და სამოქალაქო საზოგადოებასთან...

„ ამ კორონამ ყველაფერი მოკლა“ – პანდემიის ეფექტი სოფელ ქვეშში / „ Bu korona hər şeyi məhv etdi” – Pandemiyanın Kveşi kəndinə təsiri

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში, მოსახლეობის 2014 წლის აღწერით, 342 ადამიანი ცხოვრობს.   სოფელს ისტორიულად სტრატეგიული მდებრეობა ჰქონდა, შემთხვევით არ არის,...

რუსთავს ახალი წლის “ლამაზად” შეხვედრა 114 482 ლარი დაუჯდა

საახალწლო სამზადისის დაწყებისას, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსთაველები „ლამაზად“ შეხვდნენ ახალ წელს. ახლა, როდესაც...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *