05.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გაზარდოს მგრძნობელობა/ცნობიერება ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ.

პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში გაიმართა. ორგანიზაციას პარტნიორობა „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ (NTI) გაუწია. მათი მხარდაჭერით, ხულდარას სათემო რესურს ცენტრში ოცამდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მიიღის ინფორმაცია: ზოგადად პროპაგანდის შესახებ, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და გაეცნენ მის უახლეს მაგალითებს. განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის, ამ ეტაპზე, ბოლო მაგალითიც, რაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეხება. ხულდარაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციის წყარო ძირითადად არაქართულენოვანი მედიაა. განმარტავდნენ, რომ ხშირად აზერბაიჯანის ტელევიზიებს ადევნებენ თვალს, სადაც საქართველოს შესახებ, მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ვრცელდება და ისიც რამდენიმე დღის დაგვიანებით. აქვე დაისვა კითხვაც, თუ რამდენად სანდო და ზუსტია მეზობელი ქვეყნის მედიის გავრცელებული ინფორმაცია?!..

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მარნეულელ ახალგაზრდებს შემდეგი თემატიკის ტრენინგები უტარდებათ:

  • პროპაგანდა როგორც პრობლემა; 
  • პროპაგანდის მეთოდები თანამედროვე სამყაროში; (ტრადიციულ მედიასთან ერთად, პროპაგანდის ტრიბუნა ხდება სოციალური ქსელები – შესაბამისად, ამ საკითხზე ახალგაზარდებისთის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია)
  • ანტიდასავლური პროპაგანდა; 
  • საქართველო, როგორც რუსული პროპაგანდის სამიზნე; 
  • პროპაგანდასთან ბრძოლა – ყალბი ფოტოს, ვიდეოს და სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავება. (კონკრეტული რეკომენდაციები; არსებობს ათობით ინტერნეტრესურსი, რომელთა გამოყენებითაც ტექნიკურად ადვილი დასადგენია ფოტოს-ვიდეოს რედაქტურების კვალი; ასევე სპეციალური მახასიათებლები აქვთ სოციალურ ქსელებში ე.წ ტროლების გავრცელებულ პოსტებს, რაც მათ გამოაშკარავებას შესაძლებელს ხდის)

პროექტი ხორციელდება „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD) ფინანსური  მხარდაჭერით.

Related Posts

COVID 19 – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის...

მეზობლების ახალი წელი

„Camping Azerbaijan“- არის აზერბაიჯანში მოქმედი ეკო-ტურისტული სააგენტო. ისინი იქნებოდნენ არაფრით გამორჩეულები, რომ არა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. სააგენტო, რომელიც ტურებს...

“ამ ადგილმა აგვირჩია” — გაიცანით გოგო, რომელიც წალკაში საოჯახო ბიზნესს მართავს

ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს. კოტეჯი “დაშბაშის პანორამა” მდინარე ხრამის ხეობაში, პატარა გორაკზე, მისივე...

„წინწყაროს საკვირაო სკოლას“ თეთრიწყაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ სათემო ფონდ “კოდორი 2013”-თან პარტნიორობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: „სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა...

გიწვევთა შეხვედრაზე: ცვლილებები შრომის კოდექსში – გენდერული ასპექტები

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში. რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კოდექსში და როგორია...

გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს

დღეს, თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმს მასპინძლობდა ბიზნესფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი, შაჰინ მუსტაფაევი და ბიზნეს საზოგადოება...

გარდაბნის 64-ე და 52-ე უბნებთან ხალხმრავლობაა

გარდაბნის მუნიციპალიტეტისსოფელ ქესალოს 64-ე და 52-ე უბნებთან, მოქალაქეების სიმრავლეა. უბნის თავმჯდომარე მეხმან მურადოვი, აცხადებს რომ შეკრებილებს არაერთხელ მისცა შენიშვნა და...

ენმ: „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან, ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მგელაძე,მმართველ პარტიას ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე...

პანდემიის დასასრული გამოჩნდა – საჭიროა თუ არა ვაქცინაცია/Pandemiyanın sonu görünür – peyvənd vacibdir yoxsa yox

მსოფლიო Covid-19-ის პანდემიის დამარცხებასთან ახლოს არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ახლახან განაცხადა, რომ “Covid-19-ის პანდემიის დასასრული...

COVID 19 – რეკომენდაციები

„ახალი“ კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“...

თვითმმართველობების სოციალური პოლიტიკა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაგალითზე

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. როგორ ხდება ამ პროგრამების შემუშავება? რომელი უწყება...

მარნეული – საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა

საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის მუნიციპალიტეტშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები,...

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები. უკრაინის ხელისუფლების...

„წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება“ – ტრენინგი მარნეულისა და დმანისის უფროსკლასელებისთვის

UNICEF-ისა და ევროკავშირისა მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *