26.11.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მარნეულის თვითმმართველობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი დაბალია

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი 8 %-ით გაუარესდა. 2021 წელს, მუნიციპალიტეტის შედეგი 22% იყო, ხოლო 2017 წელს 30%.

ინსტრუმენტი, რომლის სახელწოდებაც ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსია,  შეისწავლის როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანოს გამჭვირვალობისა და მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულების ხარისხს. შეფასება ხდება სამი თემატური ბლოკის  მიხედვით და საერთო ჯამში, 101 კრიტერიუმს აერთიანებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტს, ინდექსის ბოლო 2021 წლის ანგარიშში,  უარყოფითი შეფასება აქვს  „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კრიტერიუმში.“

შეფასების მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესი არ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მიერ, ასევე გაურკვეველია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმა, წესი და გაცემის რეესტრის არსებობა.

საყურადღებოა მომდევნო პუნქტიც „ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ“ სადაც ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება მათ ვებგვერდზე. მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ გამოქვეყნდეს ყველა მოქმედი ვაკანსია, hr.gov.ge-ის ფორმატით. იმ შემთხვევაში თუ უწყებაში არ ფიქსირდება ვაკანსია, ვებგვერდზე იყოს შესაბამისი ჩანაწერიც.

რაც შეეხება, ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ, ინდექსის მიხედვით, მერიის მხრიდან არ ხდება შესყიდვების წლიური გეგმის გამოქვეყნება, ასევე მიუწვდომელია მიმდინარე ტენდერების შესახებ არსებული ინფორმაცია, უცნობია, რეკლამის განთავსებაზე გაწეული წლიური ხარჯების ოდენობაც. ამ საკითხებზე გაცემული რეკომენდაციები კი ასეთია: გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე შეფასების წლის და წინა წლის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმის შესახებ, გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია; მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით. გამოქვეყნდეს ყოველწლიურად – რეკლამის ტიპი, ხარჯის ოდენობა, ვისთან გაფორმდა ხელშეკრულება;

ბუნდოვანია, ასევე მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ ინფორმაციაც. უცნობია, მუნიციპალიტეტის სამივლინებო ხარჯებიც და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ  და სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ოდენობა. ინდექსის შეფასების მიხედვით, ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებას, ზემოთ აღნიშნულ საკითხებზეც არ უზრუნველყოფს.

რაც შეეხება, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შედეგებში ვკითხულობთ, არ ქვეყნდება ინფორმაცია ბიუჯეტის საწყისი პროექტის, ასევე დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეპუნქტში გვხვდება „აუდიტის ანგარიში და დასკვნა“ რასაც ნული შეფასება აქვს, ანუ აუდიტის დასკვნები ხელმისაწვდომი არ არის. რეკომენდაციის სახით მარნეულის მუნიციპალიტეტს დაევალა აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციების გამოქვეყნება.

რაც შეეხება, მერიის იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციას, 100%-იანი შეფასება აქვს მათ საკონტაქტო ინფორმაციას, თუმცა ბუნდოვანია, მათი საქმიანობის წლიური და ფინანსური ანგარიშები, ასევე აუდიტის ანგარიშები და დასკვნები.

გარდა ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტს ნული ქულა აქვს სხდომის ოქმების გამოქვეყნების პუნქტშიც. როგორც ირკვევა, მიუწვდომელია საკრებულოს, ბიუროს, კომისიის სხდომის ოქმები, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომებისა  და დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მეორე, ელექტრონული მმართველობის კრიტერიუმში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის შემდეგში: არ ქვეყნდება საკრებულოს და კომისიების შესახებ ინფორმაცია, საერთო კრებების, მრჩეველთა საბჭოს სხდომების და მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ.

ხოლო, ელექტრონულ მონაწილეობის მიმართულებით, მოქალაქეებს არ აქვთ საჯარო ინფორმაციის ონლაინ მოთხოვნის და ონლაინ პეტიციის საშუალება. ასევე,  ვებ-გვერდზე არსებული გრაფა – ,,დაუკავშირდი ხელისუფლებას” ნული ქულით ფასდება და რეკომენდაციის სახით მითითებულია, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი უნდა ფუნქციონირებდეს, რათა მოსახლეობას შეეძლოს, მარტივად დაუკავშირდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ასევე, ინდექსის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუწვდომელია ონლაინ გამოკითხვის საშუალება, ბიუჯეტის ონლაინ დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, ონლაინ გადახდები, ონლაინ ნებართვები და ა.შ

ელექტრონული მმართველობის, ერთ-ერთი კრიტერიუმის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეკომენდაციის სახით მიეცა, რომ  განახორციელოს საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება (livestream).

რაც შეეხება ინდექსის მესამე კრიტერიუმს „მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება“ აქ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგ საკითხებზე: მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის არსებობა, სადაც, რეკომენდაციის სახით აუცილებელია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, დანერგოს მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის საბიუჯეტო პროგრამა/ქვეპროგრამა.

ასევე, მუნიციპალიტეტს ყველაზე დაბალი შეფასება აქვს შემდეგ კრიტერიუმებში: სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი რეკომენდაციების/ინიციატივების რაოდენობა; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის მერის მიერ განსახილველად სავალდებულო საკითხების/დოკუმენტების წარდგენა; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციული მხარდაჭერა; დასახლების საერთო კრების ფუნქციონირება; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე საჯარო განხილვების გამართვა; მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენება.

რაც შეეხება მერიის საქმიანობის და საკრებულოს წევრების საქმიანობის შესახებ ანგარიშებს, მუნიციპალიტეტი აქაც ნული ქულით ფასდება, რაც ნიშნავს იმას, რომ 2021 წელს, ინდექსის ინფორმაციით, არ ტარდებოდა აღნიშნული ანგარიშების წარდგენა.  რეკომენდაცია ამ შეფასების გამოსასწორებლად არის, იმისთვის რომ მუნიციპალიტეტმა ანგარიშების მოსმენა წელიწადში მინიმუმ ორჯერ უზრუნველყოს.

მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ სამი საინფორმაციო საშუალებით, ანგარიში არსებობდეს წერილობითი სახით, დამსწრე საზოგადოებას ჰქონდეს კითხვების დასმის საშუალება, იწარმოებოდეს მოსმენის ოქმი; ასევე, ანგარიშის სრულყოფილი წარდგენა მოხდეს საკრებულოს წევრთა მინიმუმ 90%-ის მიერ, რაც გულისხმობს: თითოეული ანგარიშის წარდგენამდე მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას, ყველა ანგარიშის არსებობას წერილობითი სახით, დამსწრე საზოგადოებას ჰქონდეს კითხვების დასმის საშუალება, მოსმენის ოქმების წარმოებას.

ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით.

მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მაჩვენებელს არ ეთანხმება და არსებული დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, საიტის გაუმართაობას ასახელებს.

„ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წელს გამოგზავნილი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ვებგვერდი 2021 წელს მუშაობდა სატესტო რეჟიმში, ამიტომ ინფორმაციის გამოქვეყნების დროს  გვქონდა გარკვეული შემაფერხებელი გარემოებები, ასევე, შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი იყო კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები.

რაც შეეხება  ინფორმაციას შესყიდვებისა და  მუნიციპალური ქონების შესახებ, სხდომის ოქმების გამოქვეყნებას, მუნიციპალიტეტი ფლობს ყველა სახის ინფორმაციას, შესაბამისად, ვებგვერდის  სრულ რეჟიმში  ამუშავებისთანავე, აიტვირთება ყველა სახის საჯარო ინფორმაცია” – მარნეულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

Related Posts

“ამ ადგილმა აგვირჩია” — გაიცანით გოგო, რომელიც წალკაში საოჯახო ბიზნესს მართავს

ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს. კოტეჯი “დაშბაშის პანორამა” მდინარე ხრამის ხეობაში, პატარა გორაკზე, მისივე...

“განსაკუთრებით ბევრი დარღვევა მარნეულის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა”- ადამიანის უფლებათა ცენტრი

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნების დღის მონიტორინგს ახორციელებდა ქვემო ქართლის რეგიონში. საარჩევნო მარათონის დასრულების შემდეგ, ცენტრმა გაანალიზა დარღვევების მასშტაბი, მათი...

რასაც მემუქრებოდნენ ის დამმართეს – ოპოზიციის დაზარალებული მხარდამჭერი (ვიდეო)

20 სექტემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერს ივანე გველესიანს, უცნობი პირი, ფიზიკურად გაუსწორდა. გველესიანი თავისტვინის შერყევით და სახის ძვლების დაზიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში...

სოლიდარობას ვუცხადებთ მედიაჯგუფს ,, აჭარა p.s”

6 აპრილს მედიაჯგუფ ,,აჭარა p.s”-მა გამოქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ აღნიშნული მედიაგამოცემის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას ხელს...

„დიდ დმანისში“ სასმელ წყალს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ/“Didi Dmanisi”də içməli su və dağlıq yaşayış məntəqəsi statusu tələb edirlər

ქვემო ქართლის არაერთი დაბა და სოფელი დგას სასმელი წყლის პრობლემის წინაშე. წლებია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების მიუხედავადლ, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემების...

„როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“

(როზა ღუღუნიშვილი) მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან – მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს, თუ თავშესაფარში გააგრძელონ...

გარდაბნის მუნიციპალიტეტი – მთავრობის გადაწყვეტილებების გავლენა მუსლიმთა ცხოვრებაზე

რამდენადაც სამარცხვინო არ უნდა იყოს, ვაღიარებ – საკმაოდ სოლიდურ, ნამდვილად, არა საბავშვო ასაკში გავიგე ქრისტიანობის გარდა სხვა რომელი რელიგიები არსებობს...

„გირჩი“ რუსთავის 81-ე უბანზე ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახდენს (ვიდეო)

რუსთავის 20-ე საარჩევნო ოლქის 81-ე უბაზე, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი, კომისიის წევრი, უბანზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახორციელებს. საუბნო საარჩევნო კომისიის...

მუნიციპალურ შპს/აიპებზე ინფორმაციის გამოქვეყნება რუსთავის ხელისუფლებისთვის გამოწვევაა – თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, რუსთავი მუნიციპალიტეტებს შორის რეგიონში პირველ,  ხოლო ქვეყნის მასშტაბით, მეორე  ადგილზეა....

„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ მსმენელებს 19 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს

„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა“  საქმიანობა DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაიწყო. იგი წარმოადგენს საქართველოში გახსნილ, ამავე მიზნების...

„ლეტალობის 98%-ში პაციენტები არ იყვნენ ვაქცინირებულები“ – ჯავარა უგრეხელიძე/„Ölüm hallarının 98%-də xəstələr peyvənd olunmamışdılar” – Cavara Uqrexelidze

საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 2021 წლის მარტის თვიდან არის შესაძლებელი. მას შემდეგ დღემდე, ქვეყნის მასშტაბით სრულად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა ...

„სოლიდარობის ცენტრი“ – სოფელ ვახტანგისში ახალგაზრდები ახალი შესაძლებლობების შექმნას ცდილობენ (ვიდეო)

რა შეიძლება გააკეთონ 20 წლის სტუდენტმა და მისმა მეგობრებმა, საკუთარი სოფლისთვის?! ბევრი რამ და ამის შესახებ, იმედის მომგვრელ ისტორიას, გარდაბნის...

დაკარგული ტრადიციები და სასუქზე დამოკიდებული ნიადაგი

თინათინ მოსიაშვილი ვახტანგისი საქართველოს სასაზღვრო სოფელია აზერბაიჯანის საზღვართან. 2014 წლის აღწერით, აქ 2375 ადამიანი ცხოვრობს. აქაურები, გარდაბნის რაიონის სხვა სოფლების...

წინწყარო წყაროს იმედად რჩება

„ონკანი?! ეგ რისთვისაა?!“ –  ასე ჟღერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს მოზარდების ერთ-ერთი საყვარელი ხუმრობა. სოფელს უკვე წლებია სასმელი და სარწყავი...

„ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე“

თეთრიწყაროში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: სკოლა, სახლი, ცეკვა, ფორტეპიანოს გაკვეთილები, … სანამ რამდენიმე ახალგაზრდის ძალისხმევით 2016 წლის 16...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *