01.10.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მარის არხის დასახლებაში, უკვე მერამდენე „მთავრობას“ სთხოვენ საცხოვრებელი სახლების დაკანონებას / “Mari Kanalı” məntəqəsində artıq neçənci “hökumətdən” yaşayış evlərinin qanuniləşdirilməsini tələb edirlər

რუსთავის მარის არხის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ე.წ ბარაკული ტიპისაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები დიდი ხნის წინ აშენდა და ახალა უკვე საცხოვრებლად უვარგისია. თუმცა, ამის მიუხედავად, მათ დაკანონებას უკვე წლებია, უშედეგოდ ითხოვენ. გვიხსნიან, რომ მრავალი დაპირება მიიღეს, თუმცა საცხოვრებლის დაკანონებაში არავინ დაეხმარათ.

დასახლებაში ოჯახების უმრავლესობა,  სოციალურად დაუცველია და თავს „სოციალურის დახმარებით“ ირჩენს. 36 წლის,  ემილა ბაირამოვა მარის არხის დასახლებაში, თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.  გვიყვება რომ სახლში წლების განმავლობაში, უსახსრობის გამო ვერაფერი შეცვალა და ახლა მას და მის შვილებს, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვთ.

„თქვენც ხედავთ როგორ ვცხოვრობ, გვიჭირს. მარტოხელა დედა ვარ, 2 შვილი მყავს. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ დასუფთავებაში, ხელფასი მხოლოდ გამოსაკვებად გვყოფნის. სახლში წლების განმავლობაში ვერაფერი შევცვალეთ. წვიმის დროს წყალი ჩამოდის ყველგან. ამ სახლში დავიბადე და გავიზარდე, ადრე ასე არ იყო, ახლა წლების მერე გაფუჭდა და შესაკეთებელია. მერიაშიც დავწერე განცხადება სოციალურად დაუცველებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით ,მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს ემილია ბაირამოვა

პანდემიის გავლენაზეც გვიყვება და ამბობს, რომ მათი ისედაც რთული ყოფა, პანდემიამ მეტად გაართულა.

„ სამსახურში ფეხით მიწევდა სიარული. ასევე დასახლებაში, მაღაზია არ არის, ამიტომ ადგილობრივებს პროდუქტის შესაძენად, ქალაქის ცენტრში გვიწევს გასვლა. ტრანსპორტის გარეშე კი გადაადგილება საკმაოდ რთული იყო“, – გვიყვება ბაირამოვა.  

მიუხედავად იმისა, რომ მარის არხის დასახლებაში, უკვე წლებია ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა მოგვარდა, მოსახლეობის უმეტესი-ნაწილი ზამთარში, ისევ შეშით თბება.

40 წლის, სვეტლანა ხვიბლიანის მსგავსად, შეშას ადგილობრივები, დასახლებასთან ახლოს მდებარე ტყიდან ეზიდებიან. ამბობს, რომ გათბობის ეს საშუალება ბუნებრივ აირზე იაფი უჯდებათ.

გვიყვება რომ გაჭირვების მიუხედავად, დასახლების მთავარი პრობლემა მაინც ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხია.

„ აქვე ტყიდან მომაქვს შეშა. ჩემსავით ბევრი აკეთებს ასე. გაზი გვაქვს, მაგრამ ასე ვამჯობინებთ. გადასახადი დიდია.

დასახლებაში მთავარი პრობლემა მაინც ბინების პრივატიზებაა. გვეუბნებიან რომ ჯერ კანონი არ გამოსულა და ველოდებით-ო. სხვა პრობლემა არ გვაქვს, ვმუშაობთ ჩვეულებრივ, პანდემიის მიუხედავად. ამ მხრივ, მხოლოდ ტრანსპორტი მაწუხებს, კარგი იქნება თუ შაბათ-კვირასაც გაუშვებენ“, – ამბობს, ადგილობრივი  სვეტლანა ხვიბლიანი.

სახლების საკუთრების პრობლემაზე, გვესაუბრება კიდევ ერთი ადგილობრივი, ლაზგიევა ელნარა, რომელიც 40 კვ.მ .ფართში ცხოვრობს და როგორც თვითონ ამბობს, სწორედ მისი ფართის მოცულობა გახდა, სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზიც.

„ აქ, უმეტესი ნაწილი სოციალურად დაუცველები ვცხოვრობთ. მეც ვიღებდი  დახმარებას, მაგრამ მოვიდნენ და 40 კვ.მ-ში ცხოვრობო და მომიხსნეს ეს დახმარებაც. არადა წვიმა. რომ არის წყალი ჩვეულებრივად ჩამოდის.. თან ჩემს საკუთრებაშიც არ არის ფართი.. ახლა კი ამბობენ დაგიკანონებთ-ო, მაგრამ არ ვიცი“,   – ამბობს ელნარა ლაზგიევა. 

მარის არხის დასახლებაში, მიწების რეგისტრაციასთან  დაკავშირებით, რუსთავის მერიას მივმართეთ. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიწები წლების წინ, მოსახლეობის მხრიდან თვითნებურად იქნა შემოღობილი  – შესაბამისად, საცხოვრებელი სახლებიც არაკანონიერადაა აშენებული.

საკითხზე რუსთავის მერიაში გვპასუხობენ, რომ მიწების საკუთრებაში გადაცემას, სპეციალური კომისია სწავლობს. კომისია კი მიწების აღიარებას/ლეგალიზებას, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ახორციელებს.  უწყებაში გვხსნიან, რომ მარის არხის დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა მიწების დაკანონებისთვის, განცხადება უნდა მოამზადონ და წარადგინონ  შესაბამისი დოკუმენტაცია “მიწის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიაში”. დასძენენ, რომ კომისია მხოლოდ იმ ფართების გადაცემის საკითხს განიხილავს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოსახლეობის მხრიდან დაკავებულია 2007 წლამდე და დგინდება რომ იქ, ოჯახები დღემდე ცხოვრობენ.

რუსთავის მერიის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მარის არხის დასახლებაში 370-მდე ოჯახი ცხოვრობს.

„ მთლიანობაში დასახლებაში, მიწების რეგისტრაციაზე 42 განცხადებაა დაკმაყოფილებული, უარი კი 13 შემთხვევაში ეთქვათ. უარის მიზეზი, უმეტესად არასრული დოკუმენტაცია და ტერიტორიაზე ცხოვრების დაუსაბუთებლობაა“, – აცხადებენ, რუსთავის მერიაში.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

მსგავს თემაზე: სოციალურად დაუცველთა დასახლება – მარის არხი

“Mari Kanalı” məntəqəsində artıq neçənci “hökumətdən” yaşayış evlərinin qanuniləşdirilməsini tələb edirlər

Rustavinin “Mari Kanalı” adlanan məntəqəsində yaşayış evlərinin böyük qismi barak tipli evlərdir. Yerli sakinlər bildirdilər ki, bu binalar uzun zaman əvvəl tikilib və indi artıq yaşamaq üçün yararsızdır. Ancaq buna baxmayaraq illərdir onların qanuniləşdirilməsini tələb edirlər. Sakinlər bizə bildirdilər ki, məsələ ilə bağlı çox sayda vəd alıblar, ancaq yaşayış evlərinin qanuniləşdirilməsində heç kim onlara kömək etməyib.

Məntəqədə ailələrin əkaəriyyəti aztəminatlıdır və “sosial yardımla” keçinir. 36 yaşlı Emiliya Bayramova “Mari Kanalı” məntəqəsində iki azyaşlı övladı ilə birgə yaşayır. O, qeyd edir ki, vəsait olmadığından evdə illər ərzində heç nəyi dəyişə bilməyib və indi onun, övladlarının elementar yaşam şəraiti yoxdur.

“Siz də görürsünüz necə yaşayıram, çox çətinlik çəkirik. Tək anayam, 2 övladım var. Baxmayaraq ki, təmizlik xidmətində işləyirə, maaşım ancaq yeməyimizə kifayət edir. Evdə illərdir heç nə dəyişə bilməmişik. Yağış yağanda hər yerdən su damır. Bu evdə doğulub böyümüşəm. Əvvəl belə deyildi, indi illərdən sonra xarab olub və təmir etmək lazımdır. Meriyaya aztəminatlılara mənzil verilməsi ilə əlaqədar ərizə də yazdım. Ancaq nəticəsi olmadı”- Emiliya Bayramova bildirdi.

O, pandemiyanın təsirindən də danışdı və bildirdi ki, pandemiya onların onsuz da çətin olan yaşamını daha da ağırlaşdırıb.

“İşə piyada getməli olurdum. Məntəqədə mağaza yoxdur. Ona görə də yerli sakinlər ərzaq almaq üçün şəhərin mərkəzinə getməli olurdu. Nəqliyyatsız isə hərəkət etmək olduqca çətin idi”- Bayramova qeyd etdi.

Baxmayaraq ki, “Mari Kanalı” məntəqəsində artıq illərdir təbii qazın verilməsi problemi həll olunub, əhalinin əksər hissəsi qışda yenə odunla isinir.

40 yaşlı Svetlana Xvibliani kimi sakinlər odunu məntəqəyə yaxın yerləşən meşədən daşıyır. O. deyir ki, belə isinmək təbii qazdan ucuz başa gəlir. O, qeyd edir ki, ehtiyacının olmasına baxmayaraq, məntəqənin əsas problem yenə də mənzillərin əmlak olaraq qeydiyyat olunmaması məsələsidir.

“Buradakı meşədən odun gətirirəm. Mənim kimi çox adam belə edir. Qaz var ancaq buna üstünlük veririk. Çünki təbii qazın vergisi çox olur. Məntəqədə əsas problem yenə də mənzillərin özəlləşdirilməsidir. Deyirlər ki, hələ qanun qüvvəyə minməyib və gözləyirik. Başqa problemimiz yoxdur. Pandemiyaya baxmayaraq adi rejimdə işləyirik. Bu baxımdan yalnız nəqliyyat məni narahat edir. Şənbə-bazar günü də işləsə yaxşı olar” – yerli sakin Svetlana Xvibliani bildirdi.

Daha bir sakin, Ləzgiyeva Elnara evlərin qanuniləşdirilməsi problemi barədə danışır. O, 40 kv.m sahədə yaşayır və özünün dediyinə görə məhz onun sahəsi sosial yardımının kəsilməsinə səbəb olub.

“Burada əksəriyyət aztəminatlı ailələr yaşayırıq. Mən də yardım alırdım, ancaq gəldilər və 40 kv.m-də yaşayırsan dedilər, yardımımı da kəsdilər. Yağış yağanda evə su damır. Həm sahə mənim əmlakım da deyil. İndi isə deyirlər qanuniləşdirəcəksiniz, bilmirəm”- Elnara Ləzgiyeva bildirdi.

“Mari Kanalı” məntəqəsindəki torpaqların qeydiyyatı ilə əlaqədar Rustavi meriyasına müraciət etdik. Qurumdan bildirdilər ki, qeyd olunan ərazidə torpaq sahələri illər əvvəl əhali tərəfindən icazəsiz hasarlanıb. Müvafiq olaraq yaşayış evləri də qanunsuz tikilib.

Məsələ ilə bağlı Rustavi meriyasından cavab verdilər ki, torpaqların qanuniləşdirilməsini xüsusi komissiya araşdırır. Komissiya isə torpaqların tanınması/qanuniləşdirilməsini müvafiq prosedurlardan keçdikdən sonra həyata keçirir. Qurumdan bildirirlər ki, “Mari Kanalı” məntəqəsində yaşayan ailələr torpaq sahəsinin qanuniləşdirilməsi üçün ərizə hazırlamalı və müvafiq sənədləri “Torpaq hüququnun tanınması üçün daimi fəaliyyət göstərən komissiyaya” təqdim etməlidirlər. Onlar qeyd edirlər ki, komissiya yalnız qeyd olunan ərazidə əhali tərəfindən 2007-ci ilə qədər tutulmuş və bu günə qədər orada ailələrin yaşadığı müəyyən edilən sahələrin sakinlərə verilməsi məsələsini müzakirə edəcək.

Rustavi meriyasının verdiyi məlumata görə “Mari Kanalı” məntəqəsində 370-ə yaxın ailə yaşayır. Hazırda məntəqədən meriyaya torpaq sahəsinin qanuniləşdirilməsi məqsədi ilə üç ərizə daxil olub və komissiya onları müzakirə edəcək.

“Ümumilikdə mənətəqədə torpağın qeydiyyatı üçün 42 ərizəyə bəraət qazandırılıb. 13 ərizəyə isə rədd cavabı verilib. Buna səbəb əsasən natamam sənədlər və sakinlərin ərazidə yaşadıqlarının sübut olunmamasıdır”- Rustavi meriyasından bildirdilər.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Nino Beridze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız sayta istinadən istifadə edə bilərsiniz

Related Posts

ფატი შავაძე – მოქალაქეთა მონაწილეობას განაპირობებს, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა ეძახიან და როცა პასუხობენ

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი...

შეთანხმება – გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებისთვის

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. განცხადებაში,...

„სოლიდარობის ცენტრი“ – სოფელ ვახტანგისში ახალგაზრდები ახალი შესაძლებლობების შექმნას ცდილობენ (ვიდეო)

რა შეიძლება გააკეთონ 20 წლის სტუდენტმა და მისმა მეგობრებმა, საკუთარი სოფლისთვის?! ბევრი რამ და ამის შესახებ, იმედის მომგვრელ ისტორიას, გარდაბნის...

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

ჩეჩნები საქართველოში – ლტოლვილის სტატუსის მნიშვნელობა ადამიანის წამებისგან დასაცავად/ Chechens in Georgia – The importance of refugee status in protecting a person from torture

რამზან ახიადოვის საქმე ეს სტატია ქალაქ რუსთავში იწერება. რამდენიმე თვის წინ ამავე ქალაქის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური...

ბაღების გაერთიანება ,,მოწონებული“ დირექტორის წასვლას, თუ გაშვებას მისტირის

რუსთავის ბაღების გაერთიანებას სულ, რაღაც სამი  თვით ყავდა ახალი ხელმძღვანლი, ირმა მესხი. მესხმა გაერთიანების  დირექტორი, ზაქრო დათუაშვილი შეცვალა. დღეს კი...

რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის მოსახლეობას თვითმმართველობებისგან საჯარო ინფორმაცია სრულფასოვნად არ მიეწოდება

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევა სამი ბლოკისგან შედგება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. სტატიაში ქვემო...

ხატისოფელი: სოფლად მცხოვრები ქალები და კოვიდპანდემია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხატისოფელში 420 ადამიანი სახლობს, აქედან 105 პენსიონერია, 18 წლამდე მოზარდი კი – 87.  სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი:...

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის ” 152 მოსწავლე...

ახალ სამგორში არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც ნარჩენების ნაწილს სოფელს „უბრუნებს“ / Yeni Samqoridə yerləşən, tullantıların bir qismini kəndə “geri qaytaran” zibillik

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორს, ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრება ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ უწევს.  ადგილობრივების მთავარ თავსატეხს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის...

მითები და COVID-19

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, გაჩნდა მითები, რომლებიც აბნევენ საზოგადოების ნაწილს და ართულებენ ვირუსთან ბრძოლას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, პასუხობს ყველაზე მეტად გავრცელებულ...

მარნეულსა და ბოლნისში დეზინფორმაციასთან გამკლავებას სწავლობენ

ქვემო ქართლი გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები People In Need-ის საქართველოს მისიის პროექტმა მოიცვა. მისი ერთ-ერთი მიმართულება მედიაწიგნიერების კუთხით...

factcheck.ge – პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყალბი მტკიცებებით ამართლებს

პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყალბი მტკიცებებით ამართლებს ვერდიქტი: ყალბი ამბავი 2022 წლის 3 მარტს, პრორუსულმა გამოცემა „საქინფორმმა“ უკრაინაში...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *