26.11.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

„ ის, რომ ჩვენ თანამშრომლებს უხელფასოდ ვამუშავებთ, ეს არ არის სწორი ინფორმაცია” – რუსთავის სამშობიარო სახლი

წელიწადზე მეტია, რაც რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის სამშობიარო სახლში დასაქმებულთა უფლებების დარღვევებზე საუბრობენ. თემის მიმართ ძალისხმევა, არც ჩვენს კოლეგებს დაუკლიათ. საქმე სახელფასო დავალიანებას ეხება, რომელიც საკითხზე მომუშავე პირთა განცხადებით, 7-8 თვესაც აღემატება. საუბარი სახელფასო დავალიანებასთან ერთად, სამშობიარო სახლიდან გამოცდილი ექიმების წასვლასაც ეხება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რუსთავის რეგიონის წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე, ცდილობს საკითხზე სოციალური დიალოგის დაწყებას.

„ სამშობიაროს ადმინისტრაციასთან პირველი შეხვედრის დროს, გვითხრეს რომ მათი მედპერსონალი კმაყოფილია და არ აქვთ დარღვევები. ეს გამოიწვია იმან, რომ თვითონ თანამშრომლები ღიად არ საუბრობდნენ თავიანთ სახელფასო დავალიანებაზე. იმ ეტაპზე კი მათი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 9დან-12 თვემდე“,- საუბრობს გიორგი ტყემალაძე.

გვიხსნის, რომ მათთან საუბარში ადმინისტრაცია სამშობიაროს მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანებაზე საუბრობდა, თუმცა საკითხის გადამოწმებისას სამინისტროსგან ოფიციალური წერილი მიიღეს. ჯანდაცვა უარყოფს ყოველგვარ დავალიანებას, სამშობიარო სახლის მიმართ.    

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რუსთავის რეგიონის წარმომადგენლობამ შემოსავლების სამსახურსაც მიმართ. გაირკვა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისის მდგომარეობით, სამშობიარო სახლს აქვს 713 193 ლარის დავალიანება.

QvemoQartli.ge ეცადე პრობლემაში გარკვევას, უშუალოდ სამშობიარო სახლის თანამშრომლებთან. მათ ღიად საუბარი და ადმინისტრაციასთან დაპირისპირება არ ისურვეს. პირად საუბარში კი განაცხადეს, რომ მათი სახელფასო დავალიანება 9 თვესაც კი აღემატება. დასძინეს რომ ისედაც დაბალი ხელფასები აქვთ და მათთვის ამ ყველაფრის ფონზე, გაუგებარია სამშობიარო სახლის პოლიტიკა ექიმების მიმართ. გვიხსნიან, რომ ადმინისტრაციამ ბოლო წლებში, ერთმანეთის მიყოლებით სამსახურიდან არა თუ რუსთავის, არამედ რეგიონის მასშტაბით საუკეთესო ექიმები გაუშვა. შესაბამისად, მკვეთრად იკლო პაციენტების რაოდენობამაც.

საკითხზე კომენტარისთვის თავდაპირველად სამშობიარო სახლის გენერალურ დირექტორს ალექსანდრე ბარავკოვს მივმართეთ. მან განაცხადა, რომ იცის ჩვენ რომელი „ქალბატონის მიგზავნილებიც“ ვართ და კომენტარს არ გააკეთეს. თანამშრომლობა მხოლოდ მის შვილიშვილთან, ამჟამად რუსთავის სამშობიარო სახლის დირექტორთან ალექსანდრე ლოლუასთან მოხერხდა. ლოლუა თავად დაგვიკავშირდა.

„სამი წელია რაც აქ ვმუშაობ, დირექტორის პოზიციაზე კი სამი თვეა. სახელფასო დავალიანების თანხებზე ვერ გეტყვით, ასე კონკრეტულ ციფრებს.

სირთულეები სამშობიარო სახლისთვის დაიწყო მაშინ, როდესაც 2014 წლიდან შობადობამ იკლო. ეს აისახა ყველა სამშობიარო სახლზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ თანამშრომლების შემცირება არ დაგვიწყია. აქ, ბაბუს ნამდვილად ოჯახური გარემო აქვს – გვყავს თანამშრომლები, რომლებიც  30-35 წელია ერთად მუშაობენ და პრაქტიკულად შეაბერდნენ ერთმანეთს“ – საუბრობს, სამშობიარო სახლის დირექტორი, ალექსანდრე ლოლუა.

ყურადღებას შობადობის კლებასთან ერთად, ამახვილებს პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე. ამბობს, რომ მნიშვნელოვნად იკლო  შემოსავლებმა ამბულატორიული მიმართულებითაც.

„ ჩვენ გვაქვს ახალი ხედვა და სტრატეგია, რომელსაც პრაქტიკულად გამოვყავართ კრიზისიდან. ეს ხედვა ახალი ექიმების მიღებას გულისხმობს. ვიწყებთ მოწვეულ ექიმთან ერთად ისეთი სირთულის ონკო-გინეკოლოგიური ოპერაციების ჩატარებას, რომელიც აქამდე რუსთავში არ ჩატარებულა. ის, რომ ჩვენ თანამშრომლებს უხელფასოდ ვამუშავებთ ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ყველა თანამშრომელი ყოველთვე იღებს ხელფასს, ეტაპობრივად ხდება წინა თვეების დაფარვაც. გვყავს ისეთი თანამშრომლებიც, ახალი მოსულები, რომელთა მიმართაც საერთოდ არ გვაქვს სახელფასო დავალიანება. არიან ისეთები რომელთა მიმართაც 4 და 5 თვის დავალიანება გვაქვს. ვმუშაობ ამ საკითხზე და გამოვდივართ ახალი სტრატეგიის დახმარებით ამ სირთულიდან“, – დასძენს ალექსანდრე ლოლუა.

პროფესიულ კავშირთან სოციალური დიალოგის საკითხზე კი ამბობს, რომ არ იცის რა არის ამ დიალოგის მიზანი, როდესაც მათი კომპანია ისედაც მუშაობს ამ საკითხზე. შემოსავლების სამსახურში სამშობიარო სახლის 713 193 ლარიან დავალიანებაზე კი გვპასუხობს:

„ ხელფასი რომ მიგვეცა რაღაცას ვაკლებდით.. რაღაცის ხარჯზე რაღაცას ვისტუმრებდით, საშემოსავლოს ხარჯზე ვიხდიდით ხელფასს. ამ კუთხითაც დაგეგმილი გვაქვს, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ“, – რუსთავის სამშობიარო სახლის დირექტორი, ალექსანდრე ლოლუა.

QvemoQartli.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას და უახლოს თვეებში კვლავ გაგაცნობთ, სახელფასო დავალიანების კუთხით, რუსთავის სამშობიარო სახლში შექმნილ ვითარებას.  

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქრება

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა....

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტს მოსახლეობის განსახლების გეგმა, ჯერაც, არ აქვს

დღეს, მუნიციპალური გავითარების ფონდში, რუსთავის-თბილისისი ჩქაროსნული გზის მშენებლობის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრას ორი დაინტერესებული მოქალაქე, ფონდის...

ინტერვიუ რუსთავის “ოპოზიციური საკრებულოს“ თავმჯდომარესთან

ინტერვიუ რუსთავის “ოპოზიციური საკრებულოს“ თავმჯდომარე, ნოდარ შეროზიასთან თანამშრომლობის სირთულეები რუსთავის მერიასთან – კომუნიკაცია მხოლოდ ოფიციალური, წერილობითი ფორმით; ვიწრო პარტიული ინტერესები...

დაბალი ხელფასი და დასვენების დღეების უქონლობა – რუსთაველი მეეზოვეების პრობლემები (ვიდეო)

რუსთავის დასუფთავების სამსახურს, 230 თანამშრომელი ჰყავს. მათგან 80 % ქალია. როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ სძინავს, სწორედ ეს ადამიანები, ქუჩებსა...

My.gov.ge – რას გვთავაზობს ელექტრონული სერვისების პორტალი / My.gov.ge – elektron xidmətlər portalı bizə nə təklif edir

სახელმწიფო და კერძო სექტორის ელექტრონული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს (my.gov.ge) ახალი სერვისები დაემატა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

მეორე ქესალო – „ ჩვენ ფაქტობრივად ვეღარ ვეწევით სოფლის მეურნეობას“

სოფელი მეორე ქესალო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სიახლოვეს მდებარეობს. დასახლება საგრძნობლად შესამჩნევი უსწორმასწორო რელიეფით გამოირჩევა. სოფელი ცნობილია, თავისი მწვანე გუმბათიანი მეჩეთით, რომელიც...

რაჭისუბანი: „არ დაადგა საშველი, არც სასმელი წყალი გვაქვს და არც სარწყავი“ / Raçisubani: “Heç nə kömək etmədi, nə içməli nə də suvarma suyumuz yoxdur”

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რაჭისუბანი ქართული რეალობისთვის,  საშუალო სოფლებს მიეკუთვნება: 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელში 597 ადამიანი ცხოვრობს. სხვა სოფლების...

„გახსენით საზღვარი“ – მყიდველებისგან მიტოვებული რუსთავის ავტობაზრობა / “Sərhədləri açın” – Alıcıları olmayan Rustavi avtomobil bazarı

კორონავირუსის გამოჩენამდე ხალხმრავალი რუსთავის ავტობაზრობა, ახლა თითქმის ცარიელია. ავტომობილების გრძელი რიგები ადგილზეა, თუმცა მყიდველი არსად სჩანს. „ გაჩერებულია ყველაფერი, თქვენც...

ფატი შავაძე – მოქალაქეთა მონაწილეობას განაპირობებს, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა ეძახიან და როცა პასუხობენ

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი...

გლობალური დათბობა და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობა – კუმისის ტბაში წყლის დონე კრიტიკულად შემცირდა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად იწყება დიდი მოგზაურობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ამ მოგზაურობას, წყალმცურავი ფრინველების ნაწილი, ყოველ წელს, ასრულებს და შესვენებისთვისა, თუ გამოზამთრებისთვის...

ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები

ორგანიზაციამ „ ფრეია”  მოამზადა გზამკვლევი, ოჯახში ძალადობის რისკების შემცირებისთვის. QvemoQartli.ge გიზიარებთ ნამუშევრის ნაწილს, რომელიც მხარდამჭერ სახელმწიფო სერვისებს და სამოქალაქო საზოგადოებასთან...

სოფელი ჯორჯიაშვილი – პროტესტის მცირე შედეგი და უცვლელი დიდი პრობლემა

მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯორჯიაშვილის დასახლებაში 721 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი, დღეს, წყლის პრობლემის წინაშე დგას.ადგილობრივები მართავენ აქციებს, ჰყვებიან...

პანდემიის დასასრული გამოჩნდა – საჭიროა თუ არა ვაქცინაცია/Pandemiyanın sonu görünür – peyvənd vacibdir yoxsa yox

მსოფლიო Covid-19-ის პანდემიის დამარცხებასთან ახლოს არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ახლახან განაცხადა, რომ “Covid-19-ის პანდემიის დასასრული...

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს (R)

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს....

GCSD-ი ქვემო ქართლის სკოლების მასწავლებლებისთვის, დეზინფორმაციის ამოსაცნობად და ვაქცინაციის მხარდასაჭერად, ტრენინგებს მართავს

მარნეულსა და ბოლნისში, სკოლის მასწავლებლებისთვის,  საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგები საკითხზე: ,,როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *