ილია საბაძე თითქმის 12 წელია წალკის მერია

წალკის მერი ილია საბაძე, მუნიციპალიტეტს თითქმის 12 წელია ხელმძღვანელობს. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ მისი თანამდებობის ოფიციალური სახელწოდებები იცვლებოდა. იყო გამგებელი, ხოლო თვითმმართველობის სისტემაში ცვლილებების შედეგად ეწოდა მერი.

წალკის „შეუცვლელი“ მერის ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

2017 – დღემდე წალკის მუნიციპალიტეტის მერი;

2013 – 2017  წალკის  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

2012 – 2013 წელს  წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;

2011-2012 წლებში საქართველოს შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე;

2003-2011 წლებში საქართველოს შსს -ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონალური სამმართველოს წალკა – თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი;

1999-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წალკა თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი;

1993-1999 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წალკა თეთრიწყაროს განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობებზე;

1992 წელს  წალკის რაიონის სამხედრო კომისარიატის სპეციალისტი;

საბაძეს დამთავრებული აქვს „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია“ და კიროვის სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტი.

როგორც ცნობილია, წალკაში არჩევნებზე პრობლემური საკითხები ხშირად იკვეთება, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უშლის ხელს.

მსგავს თემაზე: წალკის მერიაში შიდა აუდიტის სამსახური არ ფუნქციონირებს

წალკის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვებგვერდის მართვა და საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება კვლავ პრობლემაა

წალკის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ტენდერებს ამავე უწყებების დირექტორის სიძის კომპანია იგებდა

QvemoQartli.ge