01.07.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის ” 152 მოსწავლე იძულებული გახდა სხვა სკოლებში გადასულიყო. კერძო სკოლის 49 პედაგოგი უმუშევარი დარჩა.

,, ავტორიზაციის ჯგუფის ინტერესის ობიქტი იყო არა ის, თუ რა შედეგზე იყო სკოლა გასული, არამედ თითიდან გამოწოვილი ხარვეზების აღმოჩენა, რომელიც სკოლას პრობლემებს შეუქმნიდა.

თუ სხვა სკოლებში 2 საათი მუშაობა ეს კომისია, ჩვენთან იჯდნენ 2 დღე, გვიან ღამემდე. მათ ხარვეზად დააფიქსირეს შემდეგი საკითხები: რატომ არ გვქონდა მე-12 კლასის ჟურნალში შეტანილი აბიტურის საათი? მაშინ, როდესაც ჩვენ მე-12 კლასი საერთოდ არ გვყავს. წერდნენ ასევე, რომ არ გვქონდა 15 წუთიანი შესვენება. Aასევე, ჩვენ ჟურნალის შენიშნვების გვერდზე გამორჩენილი იყო ჩემი ხელმოწერა; კათედრის გამგის ხელმოწერა არ იყო კათედრის სხდომის ოქმზე.

მსგავსი წვრილმანი ხარვეზები სხვაც დაგვიფიქსირეს, მაგრამ მე მაინტერესებს ნუთუ ამ ხარვეზებისთვის შეიძლება შეწყდეს სკოლის ფუნქციონირება?

მათი მხრიდან შენიშვნების მიღების შემდეგ ჩვენ გავასწორეთ ყველა ეს ხარვეზი.

ასევე, პრობლემად გვიწერდნენ ,, უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების წერილობითი ფორმით არ არსებობას”. მაშინ, როდესაც სკოლას აქვს სამედიცინო კაბინეტი, ყავს კვალიფიციური ექიმი და გვაქვს საჭირო მედიკამენტები – კომისია წერილობითი ფორმით ამ მექანიზმების არ არსებობაზე გვედავებოდა.

ჩვენ ეს მექანიზმებიც მოვიძიეთ და დავწერეთ. ასევე შევიძინეთ სკოლის გარე თვალთვალის კამერები. ბიბლიოთეკაში დავამატეთ სასკოლო სახელმძღვანელოები ” – საუბრობს ,, მილენიუმის ” დირექტორი, ელზა ლეკვეიშვილი. მისი თქმით, ავტორიზაციის კომისიამ კერძო სკოლას მანდატურის არ ყოლაც ხარვეზად ჩაუთვალა.

,, მანდატურის საკითხთან დაკავშირებით, მინდა ერთ უცნაურ გარემოებაზე გავამახვილი ყურადღება. ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეყვანა ერთი მანდატური. შესაბამისი ხელშეკრულაც გავაფორმეთ, თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერის მეორე დღეს მანდატურის სამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ორი მანდატური უნდა აგვეყვანა. Oორ მანდატურს კი ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა, ამიტომ დავრჩით მანდატურის გარეშე. მე არ ვთვლი, რომ 152 ბავშვიან სკოლას ორი მანდატური ჭირდება. ის ერთი მანდატურიც სამი თანამშრომლის ხელაფსისი დაკლების ხარჯზე უნდა აგვეყვანა.

კომისიას საუბარი ქონდა სხვა შენიშვნებზეც, თუმცა ამ შენიშვნების გათვალისწინებით მაქვს ეჭვის საფუძველი, რომ ჩვენი სკოლის მიმართ სხვა ნიშნით მოხდა ავტორიზაციის შეჩერება” – დასძენს ლეკვეიშვილი.

გასულ წელის 8 სექტემბერს ,, მილენიუმმა ” ავტორიზაცია უკვე გაიარა. სკოლას ავტორიზებულის სტატუსი ჰქონდა, თუმცა ავტორიზაციის ჯგუფი 4 თვეში ისევ დაადგათ თავზე.

,, გარკვეული ეჭვები მაქვს რაც ჩემი მეუღლის საქმიანობას უკავშირდება.
ის ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპაიას. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის არ არის პოლიტიკაში ჩართული ადამიანი.

ბოლო ორი თვეა მესმის გარკვეული ჯგუფებისგან საუბრები, რომ საინტერესოა, თუ რატომ მოუხშირა ჩემმა მეუღლემ რუსთავში სტუმრობას. ასევე ამბობენ, რომ ვინიშნები ,,ქართული ოცნების” რუსთავის ოფისის ხელმძღვანელად. რაც, ცხადია, არ არის სიმართლე. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის რუსთაველია და რუსთავში თავისი სამშენებლო კომპანიის პროექტის მიმდინარეობას აკვირდება. საკუთარ ქალაქში ჩამოსვლის ნებართვას კი ვერავისგან აიღებს.

ეს საუბრები მე ეჭვის საფუძველს მაძლევს. ეჭვს ავტორიზაციის კომისიის მუშაობაც მიმძაფრებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათი მითითებული ხარვეზი გავასწორეთ მათ ეს არ გაითვალისწინეს”- საუბრობს კერძო სკოლა ,,მილენიუმი”-ს დირექტორი, ელზა ლეკვეიშვილი.

განათლების სამინისტრო სოციალურ ქსელში, თუ მედიაში საზოგადოებას უხსნის, რომ ,,მილენიუმს” ავტორიზაცია აღმოჩენილი ხარვეზების გამო შეუჩერდა. სამინისტრო კერძო სკოლის მოსწავლეებს არწმუნებს, რომ მათ სხვა სკოლებში გადასვლისას პრობლემები არ შეექმნებათ. თავად სკოლის დირექტორი კი საქმის სასამართლომდე მიყვანას გეგმავს.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=73

Related Posts

თეთრიწყაროს „ოცნების“ მერობის კანდიდატი და საარჩევნო უბნის თავმჯდომარე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმეს

27 სექტემბერს, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს საჩივარი და „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, 23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის...

„ზედაპირული დამოკიდებულება, პოლიტიკის შემუშავების ფორმალისტური ხასიათი“ – საჯარო მმართველობის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, სახელმწიფო სერვისების მიწოდება თაობაზე, მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

მუნიციპალური ინსპექციის უფლებები შესაძლოა გაიზარდოს

პარლამენტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტი ითვალისწინებს კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების გაზრდას. კერძოდ ინიციატივის თანახმად...

თეთრიწყაროში მუნიციპალიტეტის სოციალურ პოლიტიკაზე იმსჯელეს

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი...

ეკონომიკური ძალადობა ქალებზე

ორგანიზაცია “საფარმა“ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ეკონომიკური ძალადობის ფორმები და მისი შედეგები. კვლევის თანახმად ეკონომიკური ძალადობა სერიოზულად აზიანებს ქალის ფიზიკურ და...

ციხეში სადაც სააკაშვილი იმყოფება საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციალურ დაწესებულებაში, არსებულ 85-ე სპეციალურ უბანზე, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. ხმას პატიმრები, ციხის პერსონალი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები...

რეკომენდაციები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, კორონავირუსიის პანდემიასთან დაკავშირებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის. დამსაქმებლის...

„როგორ მოიქცევა ონლაინ გაკვეთილზე და დაუჯერებს კი მასწავლებელს?!“ – ქალების შრომის ტვირთი პანდემიისას (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მრავალი სფერო, ახლებური მიდგომისა და დღის წესრიგის შეცვლის, საჭიროების წინაშე დადგა. პანდემიის დაწყებიდან მალევე, ბევრმა კერძო თუ...

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების...

“რეგისტრატორები ამომრჩევლების აღიცხვას აწარმოებენ” – საჩივრები მე-16 და მე-17 საარჩევნო უბნებზე

რუსთავის მე-16 და მე-17 საარჩევნო უბნებზე საჩივრები ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა 20-20”- ის წარმომადგენლებმა დაწერეს. საჩივრების თანახმად, რეგისტრატორები ცალკე ფურცლებზე ინიშნავენ...

ევროპული სასწავლო პროგრამა, როგორც ხიდი საერთაშორისო განათლებისკენ

„ორი წლის წინ ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საზღვარგარეთ გავაგრძელებდი სწავლას – ეს შეუძლებლად მიმაჩნდა. ვფიქრობდი, რომ...

მარის არხის დასახლებაში, უკვე მერამდენე „მთავრობას“ სთხოვენ საცხოვრებელი სახლების დაკანონებას / “Mari Kanalı” məntəqəsində artıq neçənci “hökumətdən” yaşayış evlərinin qanuniləşdirilməsini tələb edirlər

რუსთავის მარის არხის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ე.წ ბარაკული ტიპისაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები დიდი ხნის წინ აშენდა...

“ქალების თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში, ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს” – პირველი ფემინისტები

რელიგიურმა ადამიანებმა იციან ხოლმე თქმა, – კამათში არ იბადება ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, საუკუნეების წინ დაიბადა – კამათში მხოლოდ წყენა იბადება-ო. მაგრამ...

გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა რაოდენობა კრიტიკულად დაბალია

საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე რიგით მესამე – 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა”. რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს...

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება – რეალური თვითმმართველობისთვის

QvemoQartli.ge-ე აგრძელებს მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის  შესასწავლად. დღეის მდგომარეობით არსებობს რეფორმისმხოლოდ გასული წლების, 2019-2020 წლების, სამოქმედო გეგმა. შესაბამისად,ყურადღებასაც მის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *