თვითმმართველობის მთავარი პრინციპი სისტემატიურად ირღვევა

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა არაერთხელ მოამზადეს სტატიები იმის თაობაზე, რომ რუსთავის თვითმმართველობა საკარებულოს სხდომის თარიღს თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვეყნებს – თვითმმართველობა საჯაროობის პრინციპს კვლავ არღვევს.

დღეს, დანიშნული საკრებულოს სხდომის თარიღი სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ელექტრონული განცხადება ჩვენ მსგავსად სხვა ადგილობრივ ჟურნალისტებსაც არ უნახავთ, კიდევ საკითხავია, რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა განცხადება, თუ რამდენიმე წუთით.

თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, სხდომის თარიღი არა სხდომის დანიშნვის დღეს, არამეტ სხდომის ჩატარებამდე 5-7 სამუშაო დღით ადრე უნდა გახდეს საჯარო. თვითმმართველობებს კი ოფიციალური საიტები, სწორედ, იმისთვის აქვთ, რომ საკუთარი მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯარო გახადონ. თუმცა რუსთავის თვითმმართველობაში აღნიშნული საიტის დანიშნიულება სხვაგვარად ესმით. rustavi.unlimited.ge – ზე სისტემატიურად ქვეყნდება ადგილობრივი ჩინოვნიკების მუშაობის ამსახველი საპიარო ხასიათის მასალები. ვინ, სად და რომელი ქუჩის სარემონტო სამუშაობს დაესწრო. თვითმმართველობას საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება ავიწყდება და იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ დებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს ესა, თუ ის აქტივობა.

თვითმმართველობას ისიც ავიწყდება, თუ როგორ უნდა ურთიერთობდეს ჟურნალისტებთან. მიუხედავად, იმისა, რომ არჩევნებია კარს მომდგარი, ის პრობლემად არ აღიქვამს სისტემატიურად მისი მისამართით მომზადებულ პრობლემურ მასალებს.

იმის ნაცვლად, რომ არსებული პრობლემები გაანალიზოს, უკეთ დაამყაროს კომუნიკაცია მედიასთან – ხისტ პოზიციას, სწორედ, იმ ჟურნალისტებთან იჭერს ვინც ქვეყნის მასშტაბით მასზე საზოგადოებრივ აზრს ქმნის.

როგორც მერიის პრესსამსახურში შევიტყვეთ, თვითმმართველობა ჩვენზე კორპუსების სახურავებთან დაკავშირებით მომზადებული მასალის გამოა განაწყენებული.

ჩვენი ადგილობრივი საჯარო მოხელეები მივლენებებით ხშირად, თუ არა არც ისე იშვიათად, სტუმრობენ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებს. გვაინტერესებს მედიასთან ურთიერთობის მსგავსი მოდელი, რომელ ქვეყანაში ნახეს? ან თუ ნახეს, რა უთხრეს განაწყენების გამოხატვის შემდეგ ჟურნალისტები უკეთ იქცევიან-ო? . . .

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=88