23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

თვითმმართველობების სოციალური პოლიტიკა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაგალითზე

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას.

როგორ ხდება ამ პროგრამების შემუშავება? რომელი უწყება არის აღნიშნულზე პასუხისმგებელი? რა პერიოდულობით ხდება მათი გადახედვა?

პასუხების პოვნას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მაგალითზე ვცდილობთ. მათი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება შემდეგ პროგრამებს მოიცავს:

(1) მარჩენალდაკარგულ პირთა, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს დედ-მამით ობოლთა დახმარებას, 200 ლარით და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად. პროგრამის თანახმად  მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე, 20 ლარი. ასევე, დედით ან  მამით ობოლი ბავშვებისთვის გაიცემა დახმარება 200 ლარის ოდენობით, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ხდება იმ ოჯახების სოციალური დახმარება,  რომლებსაც შეეძინათ მეოთხე და მომდევნო  შვილი. დახმარება შეადგენს 200 ლარს და მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ამ შემთხვევაშიც, თანხის გაცემა ხდება სოციალური სტატუსის მიუხედავად.

მუნიციპალიტეტი ამასთან ერთად, 200 ლარით ეხმარება მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს.

(2) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება.

პროგრამა მოიცავს იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერად დახმარებას 100 ლარით. თანხის გაცემა ხდება ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-მდეა.

(3) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება.

პროგრამა ითვალისწინებს 250 ლარით დახმარებას, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის. თანხა გაიცემა 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე.

(4) მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება.

პროგრამა 100-250 ლარამდე დახმარებას გასცემს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების  ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურებისთვის. თანხა გაიცემა  სოციალური სტატუსის მიუხედავად.

პროგრამა, აგრეთვე, მოიცავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, არაუმეტეს 500 ლარით. ამ შემთხვევაშიც თანხა გაიცემა სოციალური სტატუსის მიუხედავად.

(5) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება – მშობიარეთა დახმარება.

პროგრამა 100 ლარით ეხმარება ხანდაზმულ – 90 და მეტი წლის ასაკის პირებს, სოციალური სტატუსის მიუხედავად. აგრეთვე, პროგრამა უზრუნველყოფს შშმ პირის სტატუსის მქონე ბავშვების 300 ლარით დახმარებას, სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

100 ლარის დახმარება კი გაიცემა დიალიზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის,  სოციალური სტატუსის მიუხედავად. თვეში 200 ლარამდე თანხით კი ხდება უზრუნველყოფა, ქირის ხარჯის – უსახლკაროდ რეგისტრირებული პირებისთვის.

სოციალური სტატუსის მიუხედავად ხდება მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 200 ლარის, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შშმ ვეტერანების, 100 ლარით დახმარება.

200 ლარს გასცემს მუნიციპალიტეტი, სოციალური სტატუსის მიუხედავად, ძალადობის მსხვერპლი და პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი პირებისთვის.

პროგრამა მოიცავს, თეთრიწყაროს მოსახლეობის,  ჯანდაცვის კუთხით დახმარებას შედეგი მიმართულებით: ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკურ კვლევები,  მშობიარობის თანადაფინანსება და პალიატიური მომსახურების  ანაზღაურება.

ა) პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობა არ აღემატება 3 000 ლარს,  დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სამედიცინო დაზღვევის მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება არცერთი მზღვეველის მიერ, დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება კომისიურად.

ბ)დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება  0-დან 65 000 სარეიტინგო ქულამდე  მოქალაქეთათვის ფინანსდება 80%-ით, დანარჩენთათვის – 50%-ით.

გ)მშობიარეთა  თანადაფინანსება 250 ლარის ფარგლებში  ხდება, ხოლო  პალიატიური მომსახურების დაფინანსება არაუმეტეს 500 ლარისა.

პროგრამა მოიცავს მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ავასტინის ინტრავიტრეალური ინექციის დაფინანსება – არაუმეტეს 2 ინექციისა.  ასევე გათვალისწინებულია, სოციალური სტატუსის მიუხედავად, აუტიზმით დაავადებულ მოზარდთა  სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში, არა უმეტეს 1000 ლარით. ამ შემთხვევაშიც დახმარების გაცემა ხდება სოციალური სტატუსის მიუხედავად.

ჩანაწერი პროგრამიდან:

„სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, როდესაც პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 3000 ლარს, ასევე სხვა საჭიროებით გამოწვეული გადაუდებელი შემთხვევისას ფულადი/არაფულადი დახმარებები, არაუმეტეს 3000 ლარის.“

(6) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა ააიპ „თეთრიწყაროს  სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა  და სოციალურად  დაუცველთა  დახმარების ცენტრი”.

პროგრამა მოიცავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფას. სერვისი ხელმისაწვდომია ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება  65 000-ს და სოფლად მცხოვრები პირებისთვის, სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 1000–სა. უფასო კვებით სარგებლობის უფლება აქვთ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს – სარეიტინგო ქულის მიუხედავადაც.

აღნიშნული პროგრამების დიდი ნაწილი 2011 წელს არის შექმნილი. ყველაზე უახლესი მათგან გახლავთ 2022 წლისთვის დაგეგმილი პროგრამა: „ ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების  ერთჯერადი დახმარება.“

თეთრიწყაროს ადგილობრივ ხელისუფლებაში სოციალურ მიმართულებაზე, შესაბამის სამსახურებთან ერთად, პასუხისმგებელია მერის მოადგილე ლია ზურებიანი.

თეთრიწყაროს მერის მოადგილე ამბობს, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამების ხარჯი ზრდადია და მათ დეკემბერში, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, თანხის დამატება მოუწიათ.

„ 500 000 ათასი ლარი გახლდათ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამების  ბიუჯეტი და მოგვიწია წლის ბოლოს 50 ათასი ლარის დამატებაც. მომავალ წელს კი ვგეგმავთ პროგრამის ბიუჯეტის განსაზღვრას 600 000 ლარით“, – საუბრობს ზურებიანი. ამბობს, რომ პროგრამების მოსამზადებლად და მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრისთვის ძირითადად ორ კომპონენტს იყენებენ. აქედან ერთი რწმუნებულებისგან მიღებული ინფორმაცია და მეორე, მოქალაქეებთან შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებებია.

„ ძირითადად ვეყრდნობით მერის წარმომადგენლების ინფორმაციას, რომელიც ასახავს მათ ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს. ასევე, მერიას ყოველდღიურად შეუზღუდავად აქვს შეხვედრები მოსახლეობასთან და ამგვარად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს. არის შემთხვევა, როდესაც მოგვმართავს დახმარებისთვის მოქალაქე და მსგავსი პროგრამა არ გვაქვს. ვინიშნავთ ამ პრობლემას და შემდეგ ვაანალიზებთ, ვიყენებთ სტატისტიკურ მონაცემებს – ვხედავთ დაახლოებით რამდენი ბენეფიციარი გვყავს. ამგვარად ხდება მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე პროგრამებზე მუშაობა“, – საუბრობს, თეთრიწყაროს მერის მოადგილე.

ლია ზურებიანი ამბობს, რომ პროგრამების შემუშავების კუთხით მათ კანონმდებლობა პრობლემას არ უქმნით და საკანონმდებლო ბაზა მოქნილია. ერთადერთ პრობლემას კი მისი თქმით, ჯანდაცვის ყოველწლიურად მზარდი ხარჯები ქმნის. აცხადებს, რომ „კატასტროფულად იზრდება“ სამედიცინო სფეროს მომსახურება, რაც მძიმე ტვირთია, როგორც პაციენტისთვის, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტისთვის. გვიხსნის, რომ ხშირად სახელმწიფო თუ კერძო დაზღვევის, ასევე მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების მიუხედავად, სოლიდური თანხის გადახდა უწევს პაციენტს.

როგორი არის საუკეთესო პრაქტიკა მუნიციპალური პროგრამების შექმნის და მათი მართვის? კითხვით ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძეს მივმართეთ.

„ კონკრეტულ სფეროებში არსებული პრობლემების დასადგენად და მათზე რეაგირებისათვის, მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ გამოკითხვების ან მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმების გამოყენება  – დასახლების კრება, პეტიცია, მრჩეველთა საბჭო და ა.შ.

ამავე დროს სოციალური პროგრამები უფრო ცალკეული მოქალაქეების ინტერესს წარმოადგენს და არა საზოგადოებრივი ჯგუფების  – ერთჯერადი დახმარებები, ცალკეულ ბენეფიციართა ჯგუფებზე ორიენტირება და ა.შ.

მერიას შეუძლია თავად დაახარისხოს პრიორიტეტები მოქალაქეებისგან შემოსული მოთხოვნების საფუძველზე. ისიც შესაძლებელია, რომ სოციალური პროგრამები არსებული რესურსების ადეკვატური იყოს. მაგალითისათვის: სოციალური დახმარების გაცემის წესი ზოგ მუნიციპალიტეტში ადრეა მიღებული და არ იცვლება. ხოლო თანხების განაწილება მიმდინარე ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვე-პროგრამების სახით ხდება –  ბიუჯეტის მუხლები კი ყოველთვის არ ემთხვევა ადრე მიღებულ წესებს.

თვითმმართველობას შეუძლია შექმნას მუდმივად განახლებადი წესები და განცხადების ნიმუშები, სადაც გათვალისწინებული იქნება, თუნდაც ლარის კურსის ცვლილება და სერვისების რეალური ღირებულება“,- საუბრობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძე.

თეთრიწყაროს მუნიციპალურის ბიუჯეტის, ჯანდაცვის და სოციალურ ხარჯებს, წლებია, მონიტორინგს უწევს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“  (ACSDG).

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გულიკო შოშიტაშვილი ყურადღებას შემდეგ საკითხებზე ამახვილებს:

„ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადში განხორციელებულ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს თუკი გადავხედავთ და მხოლოდ ჯამურ ციფრებს ამოვიწერთ, დავინახავთ, რომ თვითმმართველობა წლიდან წლამდე ზრდის სოციალური დახმარებისთვის ხარჯებს იმისათვის, რომ ის მეტ ბენეფიციარსა და მოქალაქეების მეტ საჭიროებას მოარგოს. მაგრამ ამ მზარდი დინამიკიდან ცოტათი დისტანცირება გვაჩვენებს, რომ თუკი მუდმივად ასე გაგრძელდა, საფრთხე იმისა, რომ დახმარების მომლოდინე საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ, მაღალია. უფრო მარტივად რომ გითხრათ, თევზისა და ბადის ამბავია და ბადის ჩუქება, რომ სჯობია დაჭერილი თევზის მირთმევას, ესაც ყველამ ვიცით.

ამიტომ, ვფიქრობ, ზრდადობის ეს ჯაჭვი სადღაც უნდა შეჩერდეს და ერთჯერადი ფულადი დახმარებების პარალელურად, თანხების აკუმულირება და საჭიროებების პრევენციაც უნდა შევძლოთ. ასეთი მიდგომა საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება და მისი გამხნევების წყაროც, რაც ასე ძალიან გვჭირდება.

ვერცერთი თვითმმართველობა, თავისი ფინანსური თუ სამართლებრივი შესაძლებლობებით და უფლებამოსილებებით, იმის მიუხედავად, რომ კანონი აძლევს მას ლავირების ფართო საშუალებას, მარტო ვერ შეძლებს სოციალური პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას და ამაში მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. საზოგადოების ის ნაწილი კი, ვინც ამ თემაზე ითანამშრომლებს თვითმმართველობასთან და თავის რეკომენდაციებს მიაწვდის ადგილზე გადაწყვეტილების მიმღებებს, თეთრიწყაროში აქტიური არაა და ამას არაერთი მიზეზი აქვს. იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ რეკომენდაციის მიწოდების მოტივაცია გადაწყვეტილების მიმღებთათვის, მას პარტნიორად უნდა თვლიდნენ,  მზად უნდა იყვნენ პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის და ურთიერთობა მინიმუმ დიალოგის სახეს უნდა ატარებდეს.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ სოციალურ პოლიტიკაში პოზიტიური მიმართულებით გარდამტეხი საქმიანობა საზოგადოებასთან პარტნიორული დამოკიდებულების ჩამოყალიბებით უნდა დავიწყოთ. ამისათვის ყველაზე მოსახერხებელი საშუალება მერის სათათბირო ორგანო, „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოა“ და გვინდა თეთრიწყაროს თვითმმართველობას კანონის ფარგლებში მისი მოდერნიზება შევთავაზოთ.

ამისათვის ჩვენმა ორგანიზაციამ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციამ თეთრიწყაროში დაიწყო პროექტის, რომლის მიზანი საზოგადოებისა და თვითმმართველობის შორის პარტნიორობისა და ჩართულობის წახალისებაა.

გვინდა, რომ ერთის მხრივ, საზოგადოებას გაუჩნდეს მოტივაცია კონსტრუქციული რეკომენდაციები შესთავაზოს ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებებს და მეორეს მხრივ, თვითმმართველობას გაეზარდოს შანსი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად და უფრო უკეთ მოარგოს თავისი რესურსები ადგილობრივების საჭიროებებს“- საუბრობს, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის“  ხელმძღვანელი გულიკო შოშიტაშვილი.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

მასალა მომზადდა პროექტის ფარგლებში „ჩემი ხელის უფლება“, რომელსაც „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“  ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“-ს (CHCA) და „საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი“-ის (ASB) „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ პროექტის ფარგლებში.

პროექტს ევროკავშირი აფინანსებს.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge

Related Posts

ეკონომიკური ძალადობა ქალებზე

ორგანიზაცია “საფარმა“ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ეკონომიკური ძალადობის ფორმები და მისი შედეგები. კვლევის თანახმად ეკონომიკური ძალადობა სერიოზულად აზიანებს ქალის ფიზიკურ და...

სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წერილი შარლ მიშელს

დიდი მადლობა თქვენ და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც თქვენ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების...

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა.

ბაღების გაერთიანება ,,მოწონებული“ დირექტორის წასვლას, თუ გაშვებას მისტირის

რუსთავის ბაღების გაერთიანებას სულ, რაღაც სამი  თვით ყავდა ახალი ხელმძღვანლი, ირმა მესხი. მესხმა გაერთიანების  დირექტორი, ზაქრო დათუაშვილი შეცვალა. დღეს კი...

ერთი ყველასთვის – ყველა ერთისთვის

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია, თბილისისი ექვს მოედანზე, ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული...

წალკაში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა – მუნიციპალიტეტი კლიმატის ცვლილებების პირისპირ / Tsalkada orta illik temperatur artıb – bələdiyyə iqlim dəyişikliyi ilə qarşı-qarşıya

კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის ადაპტაციის ღონისძიებები – ეს ის საკითხებია, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, პროექტის „ეს წალკაა“...

ხშირად დასმული კითხვები COVID-19-თან დაკავშირებით // Covid-19 haqqında tez-tez verilən suallar

1) რა არის კორონავირუსი? კორონავირუსები   ვირუსების  დიდი  ოჯახია, რომელიც   ფიქსირდება   ადამიანასა   და  ცხოველში. ადამიანებში   ცნობილია   კორონავირუსის   რამდენიმე   ტიპი, რომელიც   სასუნთქი  ...

„მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი“ ანტიდასავლური

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

დმანისი – ქვემო ოროზმანის პრობლემები [ვიდეო]

დმანისის რაიონ სოფელ ქვემო ოროზმანში ბუნებრივი აირის, სატრანსპორტი გზის და სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ. სოფლის მოსახლეობის თქმით, მათთვის პრობლემას საძოვრებიც...

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერი და ტექნიკური მოთხოვნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია გაუმკლავდა

QvemoQartli.ge რუსთავის მერიას ორი კითხვით მიმართა, პირველი რატომ ჩაატარა ორ მილიონზე მეტის ღირებულების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი აუქციონის გარეშე? და რა ლოგიკით გამოთვალა სატენდერო პირობებში ჩაწერილი 7 925

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს (R)

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს....

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის (R)

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან  – ნაკრები 2 ₾, ...

რუსთავის #33 და 34-ე საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა რიგებია

რუსთავის  #33 და #34-ე საარჩევნო უბანთან, 08:00 საათისთვის, ამომრჩეველთა რიგებია. ხმა ამ დროისთვის უკვე მისცა პირველმა ამომრჩეველმა. მომლოდინეთა შეყვანა უბანზე...

ახალ სამგორში არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც ნარჩენების ნაწილს სოფელს „უბრუნებს“ / Yeni Samqoridə yerləşən, tullantıların bir qismini kəndə “geri qaytaran” zibillik

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორს, ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრება ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ უწევს.  ადგილობრივების მთავარ თავსატეხს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *