01.10.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების ხარისხის მონიტორინგი

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანიც ასოცირების ფარგლებში საქართველოს აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაა. კონკრეტულად კი, აქცენტი კეთდება ასოცირების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, თვითმმართველობების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტებზე. პროექტის ექსპერტმა დავით ლოსაბერიძემ, შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტების ხარისხი, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის მაგალითზე. შესაბამისი ანგარიში, დღეს, ლოსაბერიძემ ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს, სტუდენტებს და თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნო.

„ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ საშუალოვადიანი ხედვისა და პრიორიტეტების დოკუმენტების პროექტები. მიზანშეწონილია, მოხდეს მათი ყოველწლიური განახლება, პრიორიტეტების დოკუმენტი წარედგინოს საკრებულოს ისეთი ფორმით, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის ინფორმირებასა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად მსჯელობას არა მარტო შემდეგი წლის ბიუჯეტის დეტალებზე, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე.

ასევე, მუნიციპალიტეტების მერებმა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების თაობაზე ბრძანების გამოცემისას, დოკუმენტის პროექტზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში უნდა ჩართონ საზოგადოების წარმომადგენლები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის უკეთეს ინფორმირებულობას მომავალი წლის ბიუჯეტის შემუშავების საწყის სტადიებზე, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეალურ მონაწილეობას, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს ალტერნატივები და შესაძლებლობები ღიაა,“- ვკითხულობთ ანგარიშის რეკომენდაციებში.

პროექტს სახელმწოდებით: „ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებაში  –  ასოცირების ევროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მაგალითზე“ ახორციელებს ორგანიზაცია ქვემო ქართლის მედია ა(ა) იპ „ბოლნისის ენის სახლთან“ ერთად. პროექტი მიმდინარეობს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

უახლოეს დღეებში, პროექტის გუნდი, ანგარიშსს ქვემო ქართლის გუბერნიას, მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს გააცნობს.

Related Posts

ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია

2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ...

იმერაში წყლის პრობლემა, განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, სრულად მაინც ვერ მოგვარდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში  72 ოჯახი ცხოვრობს.  ადგილობრივების თქმით, მათ სასმელი წყალი ორი წლის წინ „მიუყვანეს“, მაგრამ იმ გარემოების გამო,...

თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში

Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. კომპანია...

სარგებლობს თუ არა ადამიანების გასაჭირით მმართველი პარტია – მოქალაქეები საცხოვრებელი ფართების დაკანონების იმედით

მოგეხსენებათ, სამართლიანი არჩევნები თავის თავში მოიცავს, როგორც არჩევნების დღესთან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული მოვლენების სამართლიანობას. ოქროს წესების სივრცე მოიცავს: თანაბარ...

რუსთავში საბავშო ბაღების რეაბილიტაციას ნული ლარით გეგმავენ

რუსთავის საკრებულომ, დეკემბრის ბოლოს 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტში სხვადასხვა ხარჯების გვერდით ნახსენები იყო საბავშო ბაღების რეაბილიტაციაც. თუმცა ამ საქმისთვის...

რუსთავქალაქობა, ადგილობრივ ბიუჯეტს, 99 500 ლარი დაუჯდა

მუნიციპალურმა აიპიმ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა”, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიღებული თანხმობის შემდეგ, „რუსთავქალაქობის“ აღსანიშნავად ი/მ ნანი ბრეგვაძისგან...

ჭერიდან მუდმივად ცვივა რაღაცეები, წვიმიან ამინდში კი სამუშაო არეალი სველდება – რუსთავის საწარმოებში დასაქმებული ქალები

ქალსა და მამაკაცს შორის არათანაბარი ანაზღაურება, თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც არამხოლოდ დასაქმებულები, სტატისტიკაც საუბრობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები. უკრაინის ხელისუფლების...

რეპორტაჟი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ცურტავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის...

თეთრიწყაროში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ

პროფესიით იურისტი, ბელა გაზდელიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. ბელა თეთრიწყაროს სკოლაში მანდატურად მუშაობს. გავლილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან...

122 აქტივობიდან სრულად, მხოლოდ, 55 შესრულდა – საჯარო მმართველობის რეფორმა / 122 fəallıqdan yalnız 55 fəallıq tam həyata keçirilib – dövlət idarəçilik islahatı

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის ვადა ამოიწურა და საჭიროა ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობას,...

მეზობლების ახალი წელი

„Camping Azerbaijan“- არის აზერბაიჯანში მოქმედი ეკო-ტურისტული სააგენტო. ისინი იქნებოდნენ არაფრით გამორჩეულები, რომ არა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. სააგენტო, რომელიც ტურებს...

ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, 18-22 ივლისს, ბაკურიანში ჩატარდა ტრენინგი “თანასწორობა,...

რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის 7 წევრი ტოვებს

რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 6 სექტემბერს, მორიგი კონკურსის ჩატარების საკითხი განიხილეს. ამჯერად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტა, შემდეგი...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *