23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

თეთრიწყაროს „ოცნების“ მერობის კანდიდატი და საარჩევნო უბნის თავმჯდომარე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმეს

27 სექტემბერს, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს საჩივარი და „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, 23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, სამართალდამრღვევად ცნო. მერობის კანდიდატი, გიორგი წიკლაური და თეთრიწყაროს #23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 2000 – 2000 ლარით დააჯარიმეს. ხოლო, ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებმა გაფრთხილება მიიღეს.

დავიწყოთ თავიდან:

თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, გიორგი წიკლაური ისევე, როგორც სხვა კანდიდატები, აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში. შეხვედრები, დაპირებები, ბევრი ლურჯი ბანერი – მოკლედ ყველაფერი ისე იყო, როგორც მიჩვეულები ვართ.

ამ პროცესს, ანუ წინასაარჩევნო აქტივობებს, ქვემო ქართლში, თავისი გრძელვადიანი დამკვირვებლის გიორგი ონიანის დახმარებით, თვალყურს ადევნებდა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

მათი ყურადღება, სექტემბრის დასაწყისში, თეთრიწყაროს სოფელ ქოსალარში, გამართულმა სააგიტაციო შეხვედრამ მიიპყრო. შეხვედრაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს მოკვლევის თანახმად, მერობის კანდიდატი, პარლამენტის წევრ გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად შეხვდა მოქალაქეებს, რომელთა შორისაც იყვნენ საჯარო სკოლის მასწავლებელი და სკოლის დირექტორიც.

აქვე გეტყვით, რომ ქოსალარის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები, ასევე არიან #23-ე საუბნო  საარჩევნო კომისიის წევრები – დირექტორი არის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მასწავლებლები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს წარმომადგენელი, გიორგი ონიანი გვიხსნის, რომ სახეზე იყო როგორც მერის, ასევე კომისიის წევრების მიერ, საარჩევნო კოდექსის დარღვევა. კონკრეტულად კი განმარტავს, რომ მათ საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლი დაარღვიეს, სადაც ვკითხულობთ რომ აგიტაციისთვის მასწავლებელთა გამოყენება და მათი შეკრება დაუშვებელია. ასევე, ცხადია დაუშვებელია, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ სააგიტაციო შეხვედრაზე მონაწილეობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის.

გიორგი ონიანმა თავისი საჩივრით გრძელი გზა გაიარა, რადგან მისი მოპოვებული ინფორმაცია დამაჯერებელი არ აღმოჩნდა თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის.

#26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარზე, მოუსმინა საუბნოს საარჩევნო კომისიის წევრებს და დაასკვნა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. აქვე, ონიანის განცხადებით, საოლქომ საერთოდ არ იმსჯელა მერობის კანდიდატის ქმედებაზე.

შესაბამისად, საჩივარი შემდეგ ინსტანციაში, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში შევიდა. საქმის განხილვა, ხუთ საათზე მეტს გაგრძელდა.

„ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მოწმეები, რომლებიც თავიანთი ჩვენებებით წინააღმდეგობაში მოდიოდნენ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთანაც. თავად კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებდნენ, რომ საერთოდ ვერ ცნობს „ოცნების“ მერობის კანდიდატს. ასევე კომისიის წევრები დასძენდნენ, რომ შეხვედრაზე ყოფნის დროს, ისინი შვებულებაში იმყოფებდნენ. ითქვა ისიც, რომ შეხვედრაზე მისვლის შემდეგ მიხვდნენ, რომ სააგიტაციო ღონისძიება იყო და მალევე გაბრუნდნენ“, – სხდომის დეტალებს იხსენებს გიორგი ონიანი.

განმარტავს, რომ შვებულებაში ყოფნა ვერ იქნება არგუმენტი, რადგან შვებულებაში მყოფებიც ისინი საჯარო სკოლის მასწავლებლებად რჩებოდნენ და მათი სააგიტაციო მიზნებისთვის შეკრების უფლება არავის ჰქონდა. აგრეთვე, რთული სარწმუნოა, ისინი რომ ეს ადამიანები ვერ ცნობენ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს. ონიანი განმარტავს, რომ სულ მცირე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, მაინც ევალება სახეზე ცნობდეს კანდიდატს, რათა ეს უკანასკნელი, ხმის მიცემის გარდა, სხვა აქტივობისთვის უბანზე არ დაუშვას.

„ ჩვენი მოთხოვნა სასამართლომ ოფიციალურად ნაწილობრივ, ფაქტობრივად კი სრულად დააკმაყოფილა. მოთხოვნა იყო თითოეული მათგანის ცნობა, როგორც სამართალდამრღვევების, რაც სრულად დაკმაყოფილდა. მერობის კანდიდატი და საარჩევნო უბნის თავმჯდომარე დაჯარიმდნენ 2000-2000 ლარით, ხოლო ამავე უბნის სხვა კომისიის წევრებმა მიიღეს გაფრთხილება.

გაფრთხილებაც გულისხმობს პირის სამართალდამრღვევად ცნობას, რაც მომავალ არჩევნებში ამ ადამიანებს აღარ მისცემს უფლებას იყვნენ საუბნო/საოლქო კომისიის წევრები“, – „ ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს გრძელვადიანი დამკვირვებელი, ქვემო ქართლის რეგიონში,  გიორგი ონიანი.

კითხვით, რატომ არ დააკმაყოფილა #26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ, ორგანიზაციის სარჩელი, მივმართეთ საოლქის თავმჯდომარე, თამარ მეტრეველს.

მეტრეველი სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ მოისმინეს კომისიის წევრების ახსნა-განმარტება და მათ ქმედებებში არაფერი იყო კანონსაწინააღმდეგო. ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღების/ჩაბარების შემდეგ, გადაწყვეტენ გაასაჩივრებენ თუ არა.

საკითხზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი. გიორგი წიკლაურის პრესმდივანი განმარტავს, რომ კომენტარს  სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ გააკეთებენ.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

სახელმწიფომ აქტიური პოლიტიკა უნდა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით – სახალხო დამცველი

16 და 17 მაისს, დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ძალადობრივ ინციდენტებს, შეფასებებითა და რეკომენდაციებით სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი აცხადებს,...

COVID -19 და საჯარო მმართველობა – ევროპა ციფრული მმართველობის ახალი საფეხურისთვის ემზადება

საჯარო მმართველობის ევროპული ინსტიტუტი (EIPA) ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც მუშაობს საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკების შექმნისა და დანერგვისთვის. ინსტიტუტის მკვლევართა...

COVID 19 – რეკომენდაციები

„ახალი“ კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“...

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

ნანა მასწავლებელი ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელ ხიხანიდან

სოფელ ხიხანში ნანა მასწავლებლის სახლი ყველამ იცის. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეკომიგრანტებით დასახლებულ 500 მოსახლიან სოფელში, ნანა გაბაიძე რუსულსაც ასწავლის, ცეკვასაც და ქალთა ფეხბურთის გუნდსაც უძღვება.

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

პანდემია და სასმელი წყლის გარეშე მყოფი სოფელი / Pandemiya və susuz qalmış kənd

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი სამგორი, უკვე მრავალი წელია სასმელი წყლის მოლოდინშია. 800-მდე ოჯახს წლებია სასმელად ვარგისი წყლის ყიდვა უწევს.  ადგილობრივები...

“კომპანია RMG -ის დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი” – მწვანე ალტერნატივა

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია RMG – ის მუშაობის არეალში, ბოლნისისა და...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს

რასაც მემუქრებოდნენ ის დამმართეს – ოპოზიციის დაზარალებული მხარდამჭერი (ვიდეო)

20 სექტემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერს ივანე გველესიანს, უცნობი პირი, ფიზიკურად გაუსწორდა. გველესიანი თავისტვინის შერყევით და სახის ძვლების დაზიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში...

კორპორაციული პასუხისმგებლობა ქვეყანაში, სადაც ადამიანი არ არის მთავარი ღირებულება

შვიდ ოქროს წესს მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ეს წესები, დაცვის შემთხვევაში, ვფიქრობ, ნამდვილ ოქროზე ძვირფასია: ბიზნესის ეთიკურად წარმოება; ადამიანის...

პარტიების საბიუჯეტო შემოსავლები და შემოწირულობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საზოგადოებას 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ნაწილი საარჩევნო სუბიექტების საბიუჯეტო შემოსავლებს...

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

რუსთავი წინასაარჩევნოდ – „სისხლიანი ბანერი“ და ოპოზიციის დაზიანებული საარჩევნო პოსტერები

ბანერი „სისხლიანი ლაქებით“ უკვე რუსთავშიცაა. „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – ამ სიტყვებს ფონად „სისხლის ლაქები“ ადევს. ბანერზე გამოსახულნი...

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *