04.12.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა.პირველი აქტივობა, რომელსაც მალია ცენტრში ჩაატარებს წმინდა პატრიკის დღის აღნიშვნა იქნება.

ეს არის ირლანდიური დღესასწაული, რომელიც აშშ-სა და სხვადასხვა კულტურების ნაწილად იქცა. ამ და კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაციას გაიგებენ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის სტუმრები 17 მარტს ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.„პირველად ვცხოვრობ პატარა ქალაქში და ეს კარგი გამოცდილებაა ჩემთვის, ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობა კი თავიდანვე ძალიან მიმზიდველად მეჩვენა“ – გვიზიარებს მალია მულენი.

მალია 2019 წლის აგვისტომდე იმუშავებს ცენტრში და ორაგნიზაციის შიდა საქმიანობის გარდა, ჩაატარებს ინგლისური ენის უფასო გაკვეთილებსა და კულტურულ ღონისძიებებს.„ ჩემთვის ამერიკელი მოხალისე ცენტრში ნიშნავს საერთაშორისო მაშტაბებზე გასვლასა და ახალ პერსპექტივებს. ბოლოს და ბოლოს ვისწავლი ინგლისურს, ან… მას ვასწავლი ქართულს“-  საუბრობს ორგანიზაციის აქტიური წევრი, ნატო მანუკოვი.ამჟამად საქართველოში 117 მოხალისეა და ერთ-ერთი მასპინძელი ორგანიზაცია თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრია. საინტერესო თანამშრომლობის შედეგებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
Related Posts

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის (R)

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან  – ნაკრები 2 ₾, ...

კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქრება

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა....

დეცენტრალიზაციის მომავალი/Desentralizasiyanın gələcəyi

დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025 მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პრინციპების რეალიზება  და ადგილობრივი თვითმმართველობის თანმიმდევრული განვითარება, აქციოს დეცენტრალიზაცია უწყვეტ, მიზანმიმართულ...

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

43 წლის ფატიმა შაიბაზოვა დახმარებას ითხოვს

რუსთავში, ინტერნატების დასახლების ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში 43 წლის ფატიმა შაიბაზოვა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. შაიბაზოვას საცხოვრებელი ,,ბინა”  3კვ.მეტრია....

COVID 19 – რეკომენდაციები

„ახალი“ კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ...

ხატისოფელი: სოფლად მცხოვრები ქალები და კოვიდპანდემია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხატისოფელში 420 ადამიანი სახლობს, აქედან 105 პენსიონერია, 18 წლამდე მოზარდი კი – 87.  სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი:...

“სამუშაოები დაუსრულებელია” – აუდიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსები რესურსების...

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, მე-3 კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად მითითებულია 55 500  ლარი. საქართველოს მთავრობის 121-ე...

ქვემო ქართლში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე შეხვედრა გაიმართა

„ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქვემო ქართლში – მხარდამჭერი სახელმწიფო და სამოქალაქო რესურსები“ – ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა, დღეს რუსთავის „ქვემო ქართლის...

სოციალური საცხოვრისი – ჩაკეტილი წრე უსახლკარობასა და სუსტ მხარდამჭერ პროგრამებს შორის / Sosial mənzil – evsizlik və zəif dəstək proqramları arasında qapalı dairə

რუსთავში, ორი წლის წინ გახსნილ სოციალურ საცხოვრისში 52 ოჯახი ცხოვრობს. მათ საცხოვრისით სარგებლობის მინიმალურ ვადად, 2 წელი განუსაზღვრეს. შემდგომი ვადის...

GCSD-ი ქვემო ქართლის სკოლების მასწავლებლებისთვის, დეზინფორმაციის ამოსაცნობად და ვაქცინაციის მხარდასაჭერად, ტრენინგებს მართავს

მარნეულსა და ბოლნისში, სკოლის მასწავლებლებისთვის,  საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგები საკითხზე: ,,როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას...

„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ მსმენელებს 19 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს

„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა“  საქმიანობა DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაიწყო. იგი წარმოადგენს საქართველოში გახსნილ, ამავე მიზნების...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *