14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

„თან მრცხვენია, თან მჭირდება“ – უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანები (ვიდეო)

სიღარიბე არჩევანი არ არის. ამ მდგომარეობადე, ადამიანი, შეიძლება სხვადასხვა გარემოიებამ მიიყვანოს. იყო სოციალურად დაუცველი, ნიშნავს არ გაგაჩნდეს სულ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. სამწუხაროდ დღეს, ქვეყანაში არც თუ ცოტა ადამიანი დგას ამ პრობლემის წინაშე.

მხოლოდ რუსთავში, 2000-ზე მეტი ბენეფიციარია, რომელთა კვებასაც, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. ამ ადამიანებს ოჯახებში, ყოველდღურად, საკვები უფასო სასადილოებიდან მიაქვთ. რთული რეალობის პირისპირ, მათი ერთადერთი იმედი, სწორედ იქ აღებული საკვებია. ნაწილი ნაქირავებ ბინაში, ნაწილი კი სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობს. უმეტესობა ხანში შესული, ჯანმრთელობის პრობლემის მქონეა.

ადამიანები რომლთაც ვესაუბრეთ, ამბობენ რომ რცხვენიათ „მათი დღევანდელი ცხოვრების“, თუმცა სხვა გამოსავალი არ აქვთ. წუხან, რომ არ გაუმართლათ და აღმოჩდნენ სიღარიბეში, საიდანაც თავის დაღწევა რთული საქმეა.

რესპოდენტების უმეტესი ნაწილი ქალია, გვიყვებიან ისტორიებს, იხსენებენ ახალგაზრდობას და ოცნებობენ ოდნავ უკეთეს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.

„მრცხვენია ჩემი ცხოვრების. არ მაკლდა არც განათლება, არც ეკონომიურად მიჭირდა, მაგრამ ისე გართულდა ჩემი ცხოვრება, რომ აქამდე მოვედი. სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს და უფასო სასადილოს მოსარგებლე ვარ – თან მრცხვენია, თან მჭირდება. ბევრი პრობლემის წინაშე ვართ, ჩვენ სოციალურად დაუცველები, მაგრამ მაინც იმედით ვცხოვრობ. იმედი მაქვს უკეთესი ცხოვრების“ – 67 წლის ლილი.

„ ახალგაზრდა ვიყავი, ვმუშაობდი, ხელფასი მქონდა. მდიდარი არ ვიყავი, მაგრამ მაინც ნორმალურად ვცხოვრობდი. რაღაცის შეძენა შეიძლებოდა. დღეს-დღეობით, გვიჭირს ძალიან, ფული არ გვაქვს. პენსია ძალიან ცოტაა. ისიც, კრედიტი მაქვს და ძალიან ცოტა მრჩება. როგორც ქალი, ხალისი მაქვს დაკარგული. ვოცნებობ ჯანმრთელობაზე და ოდნავ უკეთეს ცხოვრებაზე. სოციალურად დაცუველთა თავშესაფარში ვარ, სადაც ძალიან ხმაურია, მე კი მოხუცი ვარ და სიმშვიდე მჭირდება“, – 71 წლის ციური გულიკაშვილი.

„ფიზიკა-მათემატიკის, მასწაველებელი ვიყავი, უკვე ორი წელია, მივატოვე ჩემი საქმიანობა, ასაკის გამო. 50 წლიანი სტაჟი მაქვს პედაგოგობის. დღეს სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს.  პენსია, 275 ლარია, რაც არ ყოფნის ადამიანს. სამწუხაროა, რომ დამსახურების მიხედვით არ ინიშნება პენსია. უსამართლობაა, ვინც მთელი ცხოვრება შრომობს, სხვანაირი დაფასება სჭირდება“,- როზა ქვილითაია 78 წლის.

„ ახალგაზრდა რომ ვიყავი ვმუშაობდი. ახლა, გაჭირვებული ცხოვრება მაქვს, სოციალურად დაუცველი ვარ. მოვდივარ უფასო სასადილოში, რომ ვჭამო. უკვე, ოთხი წელია აქ დავდივარ. ადრე, ვმუშაობდი, ჯანი მქონდა, როდესაც ვეღარ შევძელი, აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში. ოჯახში ხუთნი ვართ, ხუთივე უმუშევარი. უფასო სასადილო ჩვენი ერთადერთი იმედია“, – გვიყვება 79 წლის ნათელა.

„ აფხაზეთში დავტოვე ბინები, დევნილი ვარ.  აქ, ბინა მომცეს, მაგრამ გავყიდე შვილიშვილს მოვახმარე.. ექიმი გახდა.

ახლა, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ და  სოციალურად დაუცველის დახმარებას ვიღებ.  ახალგაზრდობაში, რკინიგზაში ვმუშაობდი, ფული მქონდა. კარგი ცხოვრება იყო“, –  იხსენებს 78 წლის ნაზი შონია.

ამ ადამიანებისგან გასხვავებით, შედარებით ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, გვიყვება რომ მუშაობა შეუძლია, თუმცა იმის შიშით, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, სახლში ყოფნას ამჯობინებს. გვიხსნის, რომ მაღალ ანაზღაურებად სამსახურში, მუშაობის პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ ურჩევნია, სოციალური დახმარება აიღოს, საჭმელი კი შვილებს და მეუღლეს, უფასო სასადილოდან წაუღოს.

„12 წელია ქირით ვარ, სამსახური არ მაქვს. ორი შვილი მყავს, პირველკლასელი და მეხუთე კლასელი. ქმარი არ მუშაობს. მე რომც ვიმუშაო, ეგრევე სოციალურ დახმარებას მომიხსნიან. განა, რა სამუშაო უნდა ვნახო, ახლა მე?! 500 ლარს და 1000 ლარს, არავინ გადამიხდის, ამიტომ რაც მაქვს, ის მყოფნის. სოციალური დახმარებით ქირას ვიხდი. საჭმელი კი უფასო სასადილოდან მიმაქვს. ბავშვებს არ მოსწონთ, მაგრამ რა ვქნა, რომ მოშივდებათ ჭამენ“, – ამბობს სოციალურად დაუცველი 38 წლის ნინო.

 

ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

საქართველოს რთული გზა ელექტრონულ მმართველობამდე / Gürcüstanın elektron idarəçiliyə gedən çətin yolu

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ელექტრონული მმართველობის განვითარება და სახელმწიფო სერვისების ელექტრონიზაცია არის. სწორედ ამ...

50 კილოიან ტომრებს ვეზიდები – ქალები ბოლნისის სურსათის ბაზრიდან

ბოლნისის სურსათის ბაზარში მყიდველზე მეტი მოვაჭრეა. კითხვაზე რა სირთულეები ხვდებათ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, ყველანი ქალბატონ მაგულისთან გვამისამართებენ. ქალბატონი მაგული,...

„ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“

„როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს. საქართველოში არაინფორმირებულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ იმ რეგიონებში დგას, სადაც ეთნიკური უმცირესობების...

დაბა კაზრეთში სასმელი წყლის ავზთან ცხოველის ლეში იპოვეს

1 ივლისს,  ბოლნისის რაიონის  დაბა კაზრეთის მაცხოვრებლებმა სასმელი წყლის ავზთან მკვდარი ძაღლი იპოვეს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ცხოველის ლეში ე.წ....

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში

ქვემო ქართლში პროექტის ფარგლებში:  “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” – ვორქშოფების სერია გაიმართა. მომხსენებლებმა მიმოიხილეს შრომის...

„უახლოეს მომავალში შვილის გაჩენას გეგმავთ?“ – დისკრიმინაცია დასაქმებისას

სამსახურის მაძიებელი ქალები, ხშირად პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტები ხდებიან. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი, ზოგჯერ ვერც ხვდება, რომ მის მიმართ...

„როგორ მოიქცევა ონლაინ გაკვეთილზე და დაუჯერებს კი მასწავლებელს?!“ – ქალების შრომის ტვირთი პანდემიისას (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მრავალი სფერო, ახლებური მიდგომისა და დღის წესრიგის შეცვლის, საჭიროების წინაშე დადგა. პანდემიის დაწყებიდან მალევე, ბევრმა კერძო თუ...

რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის 7 წევრი ტოვებს

რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 6 სექტემბერს, მორიგი კონკურსის ჩატარების საკითხი განიხილეს. ამჯერად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტა, შემდეგი...

ეკონომიკური ძალადობა ქალებზე

ორგანიზაცია “საფარმა“ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ეკონომიკური ძალადობის ფორმები და მისი შედეგები. კვლევის თანახმად ეკონომიკური ძალადობა სერიოზულად აზიანებს ქალის ფიზიკურ და...

როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, ევროკავშირის ლიდერებმა და ინსტიტუტებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია და მის მიერ საერთაშორისო კანონების დარღვევა. მათ მოსთხოვეს...

გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი – პარტიები კვლავ არ ენდობიან ქალებს

მაშინ, როდესაც ხელისუფლება აქტიურად საუბრობს ქალთა უფლებებზე, საჭიროებაზე რომ გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თითქმის ყველა არჩევნებზე ვხედავთ, რომ...

რუსთაველებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ელით –

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” დაფინანსებით ხორციელდება  დემოკრატიული პროცესების ხელისშეწყობას ისახავს მიზნად. ცენტრი,...

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები – ერთნაირი სამუშაო განსხვავებული შრომის პირობები

კანონის წინაშე, ყველა ადამიანი თანაბარი უფლებით სარგებლობს. თუმცა, ხშირად ეს უფლება, სწორედ კანონის მეშვეობით ირღვევა. ამის, მაგალითი შეიძლება იყოს, საჯარო...

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების...

ციხეში სადაც სააკაშვილი იმყოფება საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციალურ დაწესებულებაში, არსებულ 85-ე სპეციალურ უბანზე, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. ხმას პატიმრები, ციხის პერსონალი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *