09.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში

2020 წლიდან პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფოთში სულ 23 პროექტი დაფინანსდა, რაც ჯამში 80 000 ევროს შეადგენს.

ქეთევან ბოჭორიშვილი ერთერთია, რომელმაც საკუთარი იდეის განსახორციელებლად ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ფინანსური დახმარების შედეგად დაფუძნდა ორგანიზაცია „Vitae – სიცოცხლისთვის“, რომელმაც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალების საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელება დაიწყო.

ქეთევან ბოჭორიშვილი

„2018 წელს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა. დიაგნოზის გაგების დღიდან ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო – დიაგნოზამდე და დიაგნოზის შემდეგ. ამ დაავადებისთვის თვალის გასწორება იმდენად დიდი სტრესი აღმოჩნდა, ძალიან გამიჭირდა, დამეწყო ბრძოლა. ჩემ გვერდით იდგნენ ახლობლები, ოჯახის წევრები, მედიკოსები, მაგრამ ამ ბრძოლისას მხარდაჭერას მაინც  იმ ადამიანებისგან ვეძებდი, ვინც ეს გზა უკვე გაიარეს. როგორ ებრძოლო სიმსივნეს, იმაზე უკეთ არავინ იცის, როგორც ამ დაავადება გადალახულმა. სწორედ ამის გააზრებამ მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ თავად გავმხდარიყავი ის, ვინც სხვა ქალებს დაეხმარებოდა, გაამხნევებდა, ურჩევდა, გააძლიერებდა მათ და დაუბრუნებდა ძალას საბრძოლველად“ – გვიყვება ქეთევან ბოჭორიშვილი, რომელმაც შეძლო და სიმსივნე ორი წლის წინ დაამარცხა.

დღეს ქეთევანი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია და საინფორმაციო თუ თერაპიულ აქტივობებს 20-მდე ქალთან ერთად ახორციელებს. ეს ქალები ერთმანეთს სიმსივნის დიაგნოზმა დააკავშირა და ახლა ერთად ცდილობენ ფოთში სხვა ქალების დახმარებას:

„ფოთში ამ მიმართულებით არც მედიკოსები, არც ფსიქოლოგები თუ ფსიქიატრები არ მუშაობენ, არა და საჭიროება ნამდვილად გვაქვს. ამ გრანტმა მომცა შესაძლებლობა, ამეღო პასუხისმგებლობა და ონკოპაციენტებს დავხმარებოდი ფსიქოლოსოციალური მომსახურების მიღებაში. პროექტის ფარგლებში ძალიან საჭირო ღონისძიებები განვახორციელეთ მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად როგორც თავად დაავადების, ასევე პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. პაციენტებისთვის დისტანციურად ხორციელდებოდა ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიული კურსები. რამდენჯერმე, თერაპევტის ფოთში ჩამოყვანაც შევძელით. ჩავატარეთ ვებინარი ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით, თუ როგორ უნდა გავმკლავებოდით სიმსივნისგან გამოწვეულ სტრესს COVID-19 პანდემიის პირობებში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ისეთი რისკ ჯგუფისთვის, როგორიც ონკოპაციენტები არიან.“ – ამბობს ქეთევანი.

ინგა უბერია 45 წლისაა. მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადია ერთი წლის წინ დაამარცხა. ქეთევანის არსებობის შესახებ სრულიად უცხო ადამიანისგან შეიტყო და ამბობს, რომ მასთან ურთიერთობა ძალიან დაეხმარა დაავადებასთან ბრძოლისას:

ინგა უბერია

„როცა დიაგნოზი გავიგე, არაფერი ვიცოდი. შემდეგ ქეთი აღმოვაჩინე. მივყევი რჩევებს, ჩავიტარე ყველა საჭირო კურსი და დაავადება რვა თვეში დავამარცხე. ამის შემდეგ, მეც აქტიურად ჩავერთე ქეთისთან ერთად პროექტში, დავყვებოდით ქალებს გამოკვლევებზე, ვამხნევებდით და ვცილობდით მათ მხარდაჭერას. ფოთში თითქმის არავის ჰქონდა ინფორმაცია, როგორ უნდა გამკლავებოდა ამ დაავადებას და როგორ მოეხდინა პრევენცია. ერთად მოვამზადეთ რამდენიმე საინფორმაციო ბროშურა და ვიდეორგოლი, რის შემდეგაც კიდევ შემოგვემატნენ ქალები და ახლა საკმაოდ დიდი წრე ვართ, რომელიც ნელ-ნელა იზრდება. უამრავი ადამიანი მოგვმართავს. დათრგუნულ ადამიანს უჭირს დაავადებასთან ბრძოლა, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ, რომ გავამხნევოთ და დავეხმაროთ.“ – ამბობს ინგა უბერია.

კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტი, რომელსაც ფოთში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩაეყარა საფუძველი, ონლაინ მედია – „თავისუფალი პლატფორმაა“. ამჟამად, მედია არხი ადგილობრივ ტელევიზიად ყალიბდება. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, გადასაღები და ხმის ჩამწერი სტუდიები მზადების პროცესშია და ფოთში ძალიან მალე ახალი ტელევიზია დაიწყებს მაუწყებლობას.

ბაქარ ერაგია

პროექტი 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და ონლაინ სივრცეში ტელევიზია ამავე წლის ოქტომბერში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ონლაინ რეჟიმში მაუწყებლობს, მცირე, მაგრამ ერთგული მაყურებელი უკვე ჰყავს. ბაქარი ერაგია „თავისუფალი პლატფორმის“ შემეცნებითი მიმართულების ხელმძღვანელია და გვიყვება, თუ რა გზა გაიარეს მათ იდეის გაჩენიდან მის განხორციელებამდე:

„იდეა, შექმნილიყო შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათის პლატფორმა ფოთში, რომელიც ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ აქტიურ ჯგუფებს ტრიბუნას დაუთმობდა, დიდი ხნის მანძილზე არსებობდა. იდეის ავტორებმა ფოთის მუნიციპალიტეტს იქამდე მიმართეს, სანამ ევროკავშირის საგრანტო კონკურსი გამოცხადდებოდა, თუმცა მის განსახორციელებლად ბიუჯეტში საჭირო ფინანსური რესურსი არ აღმოჩნდა. უკვე მას შემდეგ, რაც ფოთის მერიამ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ევროკავშირის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, შესაძლებელი გახდა, იდეა განგვეხორციელებინა.  „თავისუფალი პლატფორმა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ფოთისთვის. ეს სივრცე ყველას აძლევს თვითდამკვიდრების საშუალებას. ჩვენ ღია ვართ ადამიანებისთვის, რომლებსაც საინტერესო გადაცემის იდეა აქვთ“, – ამბობს ბაქარ ერაგია.

გიორგი კოკაია

გიორგი კოკაია ონლაინ მედიის პროდიუსერია. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ერთერთ წამყვან ტელევიზიაში პროდიუსერ/რედაქტორად – „ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, რომ ფოთში შეგვექმნა ტელევიზია, რომელსაც განსხვავებული ფორმატი ექნებოდა – ადამიანებს თვითრეალიზების საშუალებას მისცემდა, ფოთში ცხოვრებას საინტერესოს გახდიდა და პოზიტიურ როლს ითამაშებდა არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე. როგორც ხედავთ, მალე დავასრულებთ რემონტს და სატესტო რეჟიმის შემდეგ მაუწყებლობასაც დავიწყებთ. ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი კონტენტი შეიქმნება და სულ მალე ის ფოთის მაცხოვრებლებისთვის საყვარელი არხი გახდება. ამ ეტაპზე კი, რამდენიმე გადაცემის იდეა გვაქვს, რომელიც სტუდიაში სარემონტო სამუშაოების დასრულდებისთანავე იხილავს დღის სინათლეს“ – ამბობს გიორგი.

სატელევიზიო მაუწყებლობისთვის  საჭირო ტექნიკა, რაც ახლა ორგანიზაციას გააჩნია, სწორედ ევროკავშირის ფინანსური დახმარების შედეგადაა შეძენილი: „ევროკავშირის საგრანტო პროექტმა მოგვცა ის ფინანსური საფუძველი, რაც ამ იდეის განსახორციელებლად აუცილებელი იყო. შევიძინეთ კამერები, დრონი, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი ტექნიკა და სხვა საჭირო აღჭურვილობა.  რომ არა ეს პროექტი, თავისუფლების პლატფორმის იდეა იდებოდა თაროზე და დაიმტვერებოდა. ახალგაზრდები ხშირად გამოთქვამენ წუხილს, რომ ფოთში არ ყოფნით გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, თითქმის არ იგეგმება არანაირი აქტივობა და ერთფეროვანი გარემოა. „თავისუფალი პლატფორმა“ სწორედ კრეატიული ადამიანებისთვის შექმნილი ღია სივრცეა, შეხედულებების, იდეების, კრიტიკული აზრის გასაჟღერებლად“ – ამბობს ბაქარ ერაგია.

პროექტი “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” 2018 წლიდან ევროკავშირის მხარდაჭერით  დაიწყო და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, გამჭვირვალობასა და საჯაროობას ისახავს მიზნად. მუნიციპალიტეტების მმართველობის ეფექტურობისა და გაძლიერების გარდა, პროექტის აქტივობების დიდი ნაწილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და მათი საჭიროებების მხარდასაჭერადაა მიმართული.

 

ავტორი: თამარ კურატიშვილი

სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

 

Related Posts

ენმ: „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან, ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მგელაძე,მმართველ პარტიას ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე...

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,,...

16 წლის ედგარ მაზმანიანი ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ

პროპაგანდა არის ფაქტების და არგუმენტებისა აქტიური გავრცელებაა. ემსახურება საზოგადო აზრის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, პროპაგანდა არის ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული...

რუსთავის მერს მოქალაქეების მიღების დღეები არ აქვს

QvemoQartli.ge-ს დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ თვეებია, უშედეგოდ, ცდილობენ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრას. მსგავსი შინაარსის კომენტარები, ასევე, გვხვდება რუსთაველების...

ჩეჩნები საქართველოში – ლტოლვილის სტატუსის მნიშვნელობა ადამიანის წამებისგან დასაცავად/ Chechens in Georgia – The importance of refugee status in protecting a person from torture

რამზან ახიადოვის საქმე ეს სტატია ქალაქ რუსთავში იწერება. რამდენიმე თვის წინ ამავე ქალაქის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური...

თაზაქენდი – საწარმოო მტვერსა და ბურუსში გახვეული სოფელი / Təzəkənd – sənaye toz-dumanına bürünmüş kənd

სოფელი თაზაქენდი  ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თემში სხვა მრავალ ყოფით სირთულესთან ერთად, ეკოლოგიური პრობლემა უკვე წლებია ერთ-ერთ გადაუჭრელ საკითხად...

წალკა ამომრჩეველთა სიის ადგილობრივი რეგისტრატორების გარეშე რჩება

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობა დღეს დაასრულებს რეგისტრატორთა განაცხადების მიღებას. საუბარია რეგისტრატორებზე, რომლებსაც  ამომრჩეველთა სიის დაზუსტება მოუწევთ....

COVID 19 – რეკომენდაციები

„ახალი“ კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“...

საქართველოს რთული გზა ელექტრონულ მმართველობამდე / Gürcüstanın elektron idarəçiliyə gedən çətin yolu

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ელექტრონული მმართველობის განვითარება და სახელმწიფო სერვისების ელექტრონიზაცია არის. სწორედ ამ...

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტს იწყებს

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრთი (CTC), ქვემო ქართლის მედია და პირველი ევროპელი ერთად, ოთხწლიან, სამოქალაქო...

მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო...

მოწონებული და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებები

დავინტერესდით რუსთაველების აზრით, რომელი ახალი ნაგებობა არის ქალაქის არქიტექტურაში მათთვის ყველაზე მოსაწონი. ასევე გვაინტერესებდა, რომელი არქტიტექტურული მიგნება არის რიგითი რუსთაველებისთვის...

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების...

ქვემო ქართლში ქალთა შრომით უფლებებზე ტრენინგები ჩატარდა

8-9 ივლისს, ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორისთვის, ქალთა შრომით უფლებებზე და გენდერულ დისკრიმინაციაზე შრომით ურთიერთობებში, ონლაინ ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგები მოიცავდა საკითხებს:...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *