ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონებში მიმდინარე პროექტი საჯარო და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ცდილობს

26 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ხელმოწერით HEKS-EPER Georgia და მუნიციპალიტეტი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გააძლიერებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესებში.

მემორანდუმის თანახმად, მერია იღებს ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭერს პროექტით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობების შეუფერხებლად განხორციელებას:

  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადასხვა საგანმანათლებლო / საინფორმაციო აქტივობებში მონაწილეობას;
  • მონაწილეობითი და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და ადვოკატირების კამპანიების მოთხოვნების გათვალისწინებას გენდერული ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შეფასების  მიზნით.

HEKS-EPER Georgia იღებს ვალდებულებას, რომ:

  • უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
  • ხელს შეუწყობს პროექტის მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა აქტივობებში ჩართულობას;
  • მხარს დაუჭერს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის საპროექტო ინიციატივების  განხორციელებას;

აღნიშნული მემორანდუმი მოიაზრებს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ეფექტიან თანამშრომლობას, მათ პერიოდულ შეხვედრებს, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და შესაბამისი ერთობლივი დასკვნების, რეკომენდაციებისა და სამუშაო გეგმების შემუშავებას.

აღსანიშნავია, რომ დმანისის გარდა უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 5 მუნიციპალიტეტში: ბოლნისი, მარნეული, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა. ახლო მომავალში კი  დაიწყება ტრენინგები ადგილობრივი თვითმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF-ქვემო ქართლი), სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF – სამცხე-ჯავახეთი) თანამშრომლობით

ინფორმაციის წყარო: HEKS-EPER Georgia

QvemoQartli.ge