დიდი ქალაქების მეზობელი სოფლის პრობლემა / Böyük şəhərlərin qonşuluğunda yerləşən Poladaantkari kəndinin problemləri

ფოლადაანთკარში გზას, წყალს და საბავშვო ბაღს ითხოვენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოლადაანთკარი, დასახლებად 2008 წლიდან დაარეგისტრირეს. მანამდე, მეტალურგიული ქარხნის „დაჩების“ სახელით იყო ცნობილი. სოფელში ამ ეტაპზე 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების უმეტესობა, რუსთავში ან თბილისშია დასაქმებული, ნაწილი კი სოფლის მეურნეობას მისდევს.

მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის მთავარ პრობლემას, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ფოლადაანთკარში არ არის საკანალიზაციო სისტემა. წლებია, სოფლის შიდა გზები ასფალტის საფარის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივების თქმით, გზა მხოლოდ სკოლისკენ მიმავალ ცენტრალურ ქუჩაზეა დაგებული.

ფოლადაანთკარის სკოლაში, 70-მდე მოსწავლე სწავლობს. რაც შეეხება საბავშვო-ბაღებს, სოფელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ აქვს.

ადგილობრივები წუხან, რომ სოფელს, რომელიც დედაქალაქიდან ოციოდე წუთის სავალზეა „ყურადღებას არავინ აქცევს“ და  ცხოვრება რთულ პირობებში უწევთ. 

მიუხედავად იმისა რომ, მათი თქმით, პანდემიის გამო, ფოლადაანთკარში ცხოვრება, ბევრმა ოჯახმა გადაწყვიტა და შესაბამისად, სოფელი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, ადგილობრივების ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე არავინ ზრუნავს.

„ფოლადაანკარი სოფელს დაემსგავსა უკვე, აქამდე არ იყო ამდენი ოჯახი, თუმცა უკვე ხალხი მოდის და აქ ცხოვრებას იწყებს. ამიტომ პირობებიც უნდა შეიქმნას. ზოგადად გაჭირვებულ ადამიანს არ ჰყავს პატრონი, ჩვენც ასე ვართ. არ გვაქვს ნორმალური ინფრასტრუქტურა, ქუჩები მოუწესრიგებელია, არ არსებობს სარწყავი სისტემა, არ გვაქვს კანალიზაცია. სასმელი წყლის მილებიც დაზიანებულია და ბევრ ადგილას ჟონავს წყალი. აი, აქვე მე-6 ქუჩის დასაწყისში, სახლი მთლიანად წყალშია – წყლის დაზიანებული სისტემის გამო“ ,-  საუბრობს, 68 წლის, სერგო აზრუმანიანი.

„ გზა ახლა გაგვიკეთეს, ისიც მხოლოდ ამ ქუჩაზე. გზა ოთხ-ნახევარი მეტრი უნდა ყოფილიყო და რატომღაც ოთხი მეტრი გააკეთეს. ძალიან ვიწრო ქუჩებია. სოფელში ბავშვებისთვის არ არის გასართობი ადგილები, არც ამბულატორია გვაქვს, არც აფთიაქი – აქ, მხოლოდ ერთი პატარა სკოლაა, სადაც ძალიან ცოტა ბავშვი სწავლობს. შუქიც ძალიან ხშირად ითიშება. პრობლემა გვაქვს სარწყავ წყალზეც“, – ამბობს ადგილობრივი, 50 წლის, გოჩა მექერაშვილი.

პრობლემებზე საუბრობს, კიდევ ერთი ადგილობრივი, 62 წლის, ნინო თოდუა. იგი ახლად დაგებულ გზას გვაჩვენებს  – „ ბეტონი ამოიყვანეს მხოლოდ აქ მე-6 ქუჩაზე, მასწავლებლები დადიან ამ გზით-ო. სხვაგან გზა არ გვაქვს. დაზიანებულია ყველგან, ტალახში გვიწევს სიარული. სოფელში არც კანალიზაციაა, სასმელი წყალი კი ისეთი დაზიანებული მილებით მოგვწოდება, რომ გზადაგზა ჟონავს. გვეუბნებიან თქვენ უნდა გააკეთოთ-ო, მე რატომ უნდა გავაკეთ მთელი ქუჩის მილები, რადგან ჩემს ღობესთანაა გაფუჭებული?! არ გვეხება-ო, არავის არაფერი არ ეხება ამ სოფელში, საშველი არ ჩანს“,  – ამბობს, ნინო თოდუა.

სკოლამდელი განათლების პრობლემაზე გვიყვება და აღნიშნავს, რომ სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობა, სირთულეებს ქმნის.

„სოფლიდან მოშორებით, ახლა ვითომ გააკეთეს ბაღი, მაგრამ რეალურად ის ისეთი შორია, რომ იქ არავინ დადის. სკოლამდელი განათლების მიღება აქ შეუძლებელია.“

ადგილობრივები ამ პრობლემებთან ერთად, სოფელში არსებული ბუნებრივი აირის ძველი მილების დემონტაჟსაც ითხოვენ.

ეს მილები სოფელში წლების წინ, ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით დამონტაჟდა, თუმცა ახლა  უფუნქციოდაა დარჩენილი. როგორც ადგილობრივები გვიხსნიან, მილების გამო ისედაც ვიწრო ქუჩები, კიდევ უფრო ვიწროვდება. აღნიშნავენ, რომ პრობლემის მოგვარება რამდენჯერმე ითხოვეს, თუმცა ამ დრომდე მილების დემონტაჟი არ განხორციელებულა.

ფოლადაანკარში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ  გაგუა გვეუბნება, სოფელში ამ ეტაპზე „ყველაზე პრიორიტეტული საკითხი“, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხოლო, რაც შეეხება სხვა საკითხებს ამბობს, რომ მათი გადაწყვეტა ეტაპობრივად მოხდება.

„ დიდი პრობლემა იდგა, ცენტრალური ქუჩის გამოსასვლელზე, მიწის გზა იყო  და რაც ყველაზე პრიორიტეტული იყო ის აღმოფხვრილია, დანარჩენი ეტაპობრივად გაკეთდება. რაც შეეხება  საკანალიზაციო სისტემას მანდ ფიზიკურად არ არსებობს. მარტო რაიონი ვერ მოერევა იმხელა საქმეა და იმხელა ღირებულებასთან არის დაკავშირებული. სამინისტროდან დახმარება თუ არ გაგვიწიეს, ჩვენ ფიზიკურად მაგხელა სოფლის კანალიზაციის მოწყობის სამუშაოებს ვერ განვახორციელებთ.

სამომავლოდ მაგასაც გავითვალისწინებთ, ეტაპობრივად.

შესულები ვართ მაგ სოფელში, დაინტერესება არის. მანდ ადრე არ ცხოვრობდა ბევრი ხალხი, ახლა და ახლა შეივსო და ფუნქციონირდება, ჩვენც შეძლებისდაგვარად ვდებთ ინვესტიციას“ ,- ამბობს ვახტანგ გაგუა

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფოლადაანთკარში საბავშვო ბაღის მოწყობა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„თვითონ ფოლადაანკარი შედის გამარჯვების თემში. გამარჯვებაში ახლა აშენდა მილიონ 600 ათასის ღირებულების,  ახალი საბავშვო ბაღი  და ამ პერიოდში ფიზიკურად ვერ აშენდება მეტი, იმიტომ რომ ერთი თემია, დაშორება არის სადღაც 1 კილომეტრი. ჯერჯერობით უნდა ისარგებლონ ამ საბავშვო ბაღით.  ამ ეტაპზე, თვითონ ფოლადაანთკარისთვის არ არის გათვლილი საბავშვო ბაღის აშენება, სამომავლოდ ვნახოთ“, – ამბობს გაგუა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი, ასევე სარწყავ სისტემაზე გვესაუბრება და ამბობს, რომ ეს პრობლემა არა მარტო ფოლააანთკარში არამედ მთელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დგას.

„სარწყავი წყლის პრობლემა მთელ გარდაბნის მუნიციპალიტეშია. ესეც მელიორაციამ თუ თვითონ არ მოინდომა და არ გაასარწყავიანა,  რაიონი მაგას ვერ შეძლებს ადგილობრივი ბიუჯეტით. ვაკეთებ განა არ ვაკეთებ, მაგრამ სამინისტრომ თუ ხელი არ გამოგვიწოდა, მხოლოდ ჩვენი ძალებით ვერ ვწყვეტთ ამ პრობელმას“, – აღნიშნა ვახტანგ გაგუამ.

რაც შეეხება უფუნქციოდ დარჩენილი ბუნებრივი აირის მილების დემონტაჟის საკითხს, გაგუაა აცხადებს:

„ მოსახლოებამ უნდა გააკეთოს კოლექტიური განცხადება ამ მილის მოშორებასთან დაკავშირებით, მერე ჩვენ ვუშუამდგომლებთ ვის ბალანსზეცაა და თუ უფუნქციოა, დავავალდებულებთ მეპატრონეს რომ აიღოს. მე რაც ხელმძღვანელი ვარ მსგავსი წერილი არ მოსულა და თუ მოგვმართავს მოსახლეობა, მე პირადად დავეხმარები მათ ამ საკითხის მოგვარებაში.“

კითხვაზე, ხომ არ არის დაგეგმილი 2021 წლის გარდაბნის ბიუჯეტში სოფლის პრობლემების გადასაჭრელად ახალი პროექტები გვპასუხობენ, რომ ამ ეტაზე არ არის.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Böyük şəhərlərin qonşuluğunda yerləşən  Poladaantkari kəndinin  problemləri

(Kənddə yol, su və uşaq bağçası tələb edirlər)

Qardabani bələdiyyəsinin Poladaantkari kəndi 2008-ci ildən məntəqə olaraq qeydiyyatdan keçirilib. Ona qədər isə “Daçalar” metallurgiya zavodu adı ilə tanınıb. Kənddə indiki mərhələdə 500-ə yaxın ailə yaşayır. Yerli sakinlərin əksəriyyəti Rustavidə yaxud Tbilisidə işləyir, bir qismi isə kənd təsərrüfatı ilə məşğuldur.

Əhali deyir  ki, kəndin əsas problemi infrastrukturun qaydasında olmamasıdır. Poladaantakirdə kanalizasiya sistemi yoxdur. İllərdir kəndin daxili yolları asfalt qatı çəkilmədən qalıb. Yerli sakinlərin sözlərinə görə yalnız məktəbə gedən mərkəzi küçəyə yol çəkilib.Poladaantkari məktəbində 70-ə yaxın şagird təhsil alır. Kənddə uşaq bağçası yoxdur.

Yerli sakinlər paytaxtdan 20 dəqiqəlik məsafədə yerləşən kəndə “heç kimin diqqət yetirməməsindən” və çətin şəraitdə yaşamalarından narahatdırlar.

Onların sözlərinə görə, baxmayaraq ki,  çox ailələr pandemiya olduğu üçün Poladaantkaridə yaşamağa qərar verib və müvafiq olaraq kənd son dövrdə hiss olunacaq dərəcədə böyüyüb, heç kim yerli sakinlərin gündəlik həyat şəraitinin yaxşılaşdırılmasının qayğısına  qalmır. 

“Poladaantkari artıq kəndə bənzəyir. İndiyə kimi  bu qədər ailə yox idi. Ancaq artıq əhali gəlir və burada yaşamağa başlayır. Ona görə də şərait yaradılmalıdır. Ümumiyyətlə ehtiyacı olan adamlara diqqət yetirilmir, biz də eləyik. Normal infrastrukturumuz yoxdur, küçələr qaydasında deyil, suvarma sistemi, kanalizasiya yoxdur. İçməli su boruları sıradan çıxıb və çox yerdə su paslanır. Burada, 6-cı küçənin başlanğıcında ev sıradan çıxmış sistemə görə tamamilə suyun içindədir”- 68 yaşlı Serqo Azrumanyan bildirdi.

“Yolu indi təmir ediblər. O da yalnız bu küçə təmir olunub. Yol dörd metr yarım olmalı idi və niyəsə dörd metr düzəltdilər. Küçələr çox dardır. Kənddə uşaqlar üçün əyləncə yeri, ambulatoriya, aptek yoxdur. Yalnız bir kiçik məktəb var, orada isə çox az şagird təhsil alır. İşıq da tez-tez sönür. Suvarma suyu problemimiz də var” – yerli sakin, 50 yaşlı,  Qoça Mekeraşvili deyir.

Daha bir yerli sakin, 62 yaşlı Nino Todua da problemlərdən danışır. O, yeni çəkilmiş yolu göstərir – “Yalnız buraya, 6-cı küçəyə beton tökdülər. Bu yolla müəllimlər gedib gəlir dedilər. Hər yer sıradan çıxıb, palçıqda hərəkət etməli oluruq. Kənddə kanalizasiya yoxdur, içməli su isə elə sıradan çıxmış borularla gəlir və gəlib çıxana kimi paslanır. Bizə deyirlər özünüz düzəltməlisiniz. Mənim hasarımın yanında xarab olub deyə niyə bütün küçənin borularını mən təmir etməliyəm?! Bizə aid deyil deyirlər. Bu kənddə heç kimə heç nə aid deyil, bizə qurtuluş görünmür”- Nino Todua bildirdi.

O, məktəbəqədər təhsil problemi barədə danışır və qeyd edir ki, kənddə uşaq bağçasının olmaması çətinliklər yaradır.

“Kənddən uzaqda, indi guya bağça düzəldiblər, ancaq real olaraq elə uzaqdır ki, heç kim oraya getmir. Burada məktəbəqədər təhsil almaq mümkün deyil.”

Yerli sakinlər bu problemlərlə yanaşı kənddə olan köhnə təbii qaz borularının sökülməsini də tələb edirlər.

Bu borular kənddə illər əvvəl təbii qaz verilməsi məqsədi ilə quraşdırılıb. Ancaq indi fəaliyyətsiz qalıb. Yerli sakinlərin sözlərinə  görə onsuz da daralmış küçələr borulara görə lap  daralıb. Qeyd edirlər ki, problemin həllini bir neçə dəfə tələb ediblər, ancaq hələ də  borular sökülməyib.

Poladaantkaridə olan problemlərlə bağlı Qardabani meriyasına müraciət etdik. Meriyanın İnfrastruktur Xidmətinin rəhbəri Vaxtanq  Qaqua bildirdi ki, kənddə indiki mərhələdə “ən prioritetli məsələ”,  mərkəzi küçənin bərpası həyata keçirilib. Digər məsələlərlə bağlı isə bildirdi ki, onlar mərhələli şəkildə həll olunacaq.

“Mərkəzi küçənin çıxışında böyük problemlər var idi. Torpaq yol idi və prioritetli olan problem  aradan qaldırılıb. Qalanı mərhələli şəkildə düzəldiləcək. Kanalizasiya sistemi orada fiziki olaraq yoxdur. Çox böyük işdir və çox  böyük məbləğlə bağlıdır. Nazirlikdən bizə kömək göstərməsələr biz o böyüklükdə kəndin kanalizasiyasının qurulması işlərini həyata keçirə bilmərik. Gələcəkdə onu da mərhələli şəkildə nəzərə alacağıq. Həmin kənddə işləyirik, maraq var. Orada əvvəl çox az adam yaşayırmış, indi kənd dolub və biz də mümkün dərəcədə sərmayə qoyuruq” – Vaxtanq Qaqua dedi.

Qardabani bələdiyyəsinin İnfrastruktur Xidmətinin rəhbəri deyir ki, Poladaantkaridə uşaq bağçasının qurulması indiki mərhələdə planlaşdırılmır.

“Poladaantkari Qamarcveba icmasına aiddir. Qamarcvebada bir milyon 600 min lari dəyərində yeni uşaq bağçası tikildi və indi fiziki olaraq bundan  artığı inşa edilə bilməz. Çünki bir icmadır, 1 kilometr məsafə var. Hələ ki, bu uşaq bağçasından istifadə etməlidirlər. İndiki mərhələdə Poladaantkari üçün uşaq bağçasının tikilməsi planlaşdırılmır, gələcəkdə baxarıq”- Qaqua dedi.

Qardabani bələdiyyəsinin İnfrastruktur Xidmətinin rəhbəri eləcə də suvarma suyu barədə danışdı və dedi ki, bu problem yalnız Poladaantkaridə deyil, bütün Qardabani bələdiyyəsində mövcuddur.

“Suvarma suyu problemi bütün Qardabani bələdiyyəsində var. Əgər Melorasiya Xidməti  bu problemi həll etməzsə rayon yerli büdcə ilə bunu həll edə bilməz. Edirəm, ancaq nazirlik dəstək göstərməzsə yalnız öz gücümüzlə bu problemi həll edə bilmərik” – Vaxtanq Qaqua bildirdi.

Qaqua fəaliyyətsiz qalmış təbii qaz borularının sökülməsi məsələsi ilə bağlı bildirdi ki:

“Əhali həmin borunun sökülməsi ilə bağlı kollektiv ərizə yazmalıdır. Sonra biz kimin balansındadırsa onlarla vasitəçilik edəcəyik. Əgər fəaliyyətsizdirsə sahibinə öhdəlik qoyacağıq ki, söksün. Mən rəhbər olduğum gündən hələ ki, belə məktub gəlməyib. Əgər əhali müraciət edərsə mən şəxsən bu məsələnin həllinə kömək edərəm.”

2021-ci ildə Qardabani büdcəsində kənd problemlərinin həlli üçün yeni layihələr planlaşdırılırmı sualına cavab verirlər ki, indiki mərhələdə  planlaşdırılmır.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Paylaşımın məzmununa görə “Kvemo Kartli Mediası” tam məsuliyyət daşıyır və bu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Nino Beridze

Təercümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan veb-sayta istinadən istifadə edə bilərsiniz