დეცენტრალიზაციის მომავალი/Desentralizasiyanın gələcəyi

დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025 მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პრინციპების რეალიზება  და ადგილობრივი თვითმმართველობის თანმიმდევრული განვითარება, აქციოს დეცენტრალიზაცია უწყვეტ, მიზანმიმართულ პროცესად, უზრუნველყოს საჯარო საკითხების გადაწყვეტაში თვითმმართველი ერთეულის როლისა და მნიშვნელობის გაზრდა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში  მოქალაქეთა  მონაწილეობა  და  გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ჩამოყალიბება.

სტრატეგია, დღეისთვის არსებულ გამოწვევებად ასახელებს:

  • მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიანი ხედვის არარსებობა;
  • მკაცრი რეგულაციები და ჩარჩოები, რომლებიც ზღუდავენ მოქმედების თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების დისკრეციას;
  • უფლებამოსილების განხორციელებაში საზოგადოების და მათ შორის, კერძო სექტორის მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი;
  • უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების სიმწირე;
  • მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის დაბალი ხარისხი, რაც ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული მომსახურების მაღალ ხარისხს, ხარჯთეფექტიანობასა და რესურსების კონსოლიდირებას;
  • საკანონმდებლო კოლიზიები. ცალკეულ შემთხვევებში დარგობრივი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი დებულებები, წინააღმდეგობაში მოდიან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონთან და აფერხებენ თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა სრულყოფილ განხორციელებას;
  • მუნიციპალიტეტებისათვის ქონების გადაცემის საკითხის გაჭიანურება, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების საკუთრებაში პირველადი რეგისტრაციისთვის დადგენილი რთული და ურთიერთწინააღმდეგობრივი პროცედურები.

ამ გამოწვევების დასაძლევად, სტრატეგიაში ვკითხულობთ რომ ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, 2025 წლამდე საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ იქნას თვითმმართველი ერთეულის შემოსავლების მრავალფეროვნება და სტაბილურობა, რაც შექმნის განვითარების საშუალოვადიანი ხედვის ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას. ასევე აღებული ვალდებულებების ჩამონათვალშია:

რეალურად ამოქმედდეს საქართველოს კონსტიტუციითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიით აღიარებული პრინციპი, რომლის თანახმად თვითმმართველ ერთეულს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებისას ფართო დისკრეცია და მოქმედების მეტი თავისუფლება, რათა კანონის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა განახორციელოს ადგილობრივი სპეციფიკისა და საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით;

ჩატარდეს საქართველოს კანონმდებლობის კომპლექსური რევიზია და მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნებთან ჰარმონიზებისათვის“ – დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025.

სტრატეგიის თანახმად, დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების კომპეტენციების გაზრდა და მათთვის იმ უფლებამოსილებების გადაცემა, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტურია. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემა, სტრატეგიის თანახმად, უნდა მოხდება ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო კადრების მომზადებისა და შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

„ თვითმმართველი ერთეულებისათვის დამატებითი  უფლებამოსილებების გადაცემა განხორციელდება დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე – უფლებამოსილების დელეგირების გზით, ხოლო შემდგომ ეტაპზე – მუნიციპალიტეტების საკუთარ უფლებამოსილებებში გადაცემით“ –  დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025.

სტრატეგიის თანახმად, დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდა ადმინისტრაციულ, ქონების მართვის, სერვისების მიწოდების, განათლების, კულტურის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში.

გადასაცემი უფლებამოსილებების იდენტიფიცირება კი უნდა განხორციელდეს, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით, სფეროების მიხედვით გადასაცემი უფლებამოსილებების ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტებისათვის მათი გადაცემის ვადებისა და ფორმების განსაზღვრით.

მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი უფლებამოსილებების იდენტიფიცირების შემდეგ, უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის გადახედვა და სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება.

მუნიციპალიტეტების დამატებითი უფლებამოსილების მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა

მუნიციპალიტეტების დამატებითი საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა მოხდეს, საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსების შესაბამისობის ანალიზი. მათი თანაბარზომიერების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

„ თითოეული ფუნქციის გადაცემისას გაანალიზდება აღნიშნულ ფუნქციაზე მიმართული სახსრები როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ისე მშპ-სთან და საგადასახადო შემოსავლებთან მიმართებაში, რის შემდეგაც განისაზღვრება ფუნქციასთან ერთად გადასაცემი ფინანსური რესურსების მოცულობა. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება კონკრეტული უფლებამოსილებისათვის აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსების გაანგარიშების წესი“ ,- დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025.

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებულ შემოსავლებში მუნიციპალიტეტის წილის ზრდა

სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ შეიქმნება საკანონმდებლო მექანიზმები, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული ფინანსური შემოსავლების „გარკვეული პროცენტული ოდენობის“ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში/ბიუჯეტში მიმართვას ტერიტორიულობის პრინციპის დაცვით.

გაიზრდება სახელმწიფო ქონების იჯარის გაცემიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების განაწილების პროცენტული ოდენობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სასარგებლოდ“, – დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Desentralizasiyanın gələcəyi

2020-2025-ci il desentralizasiya strategiyası Gürcüstan Konstitusiyası ilə tanınmış prinsiplərin həyata keçirilməsini təmin etmək və yerli özünüidarənin inkiaf etdirilməsi, desentralizasiyanı davamlı, məqsədyönlü prosesə çevirmək,  özünüidarə vahidlərinin ictimai məsələlərin həllində rolunu və əhəmiyyətini artırmaq, yerli özünüidarənin həyata keçirilməsində vətəndaşların iştirakını təmin etmək və şəffaf, yaxşı idarəçilik prinsiplərinə əsaslanan yerli özünüidarə formalaşdırmaq məqsədi daşıyır.

Strategiya bu gün mövcud olan problem olaraq bunları qeyd edir:

  • Bələdiyyənin inkişafı üçün uzunmüddətli baxışın olmaması;
  • Hərəkət etmək azadlığını və qərar qəbul etməkdə müzakirəni məhdudlaşdıran ciddi tənzimləmələr və çərçivələr;
  • Səlahiyyətlərin icrasında ictimaiyyətin və həmçinin, özəl sektorun iştirakının göstəricisinin aşağı səviyyədə olması;
  • Səlahiyyətlərin həyata keçirilməsi üçün lazımı insan, maddi-maliyyə resurslarının çatışmamazlığı;
  • Bələdiyyələr arasında əməkdaşlıq səviyyəsinin aşağı olması. Bunun nəticəsində bələdiyyələr tərəfindən göstərilən yüksək xidmət, xərclərin effektivliyi və resursların konsolidasiyası təmin edilə bilmir;
  • Qanunvericilik ziddiyətləri. Ayrı hallarda sahə üzrə (sektor) qanunvericilik aktları ilə tətbiq edilmiş müddəalar yerli özünüidarə barədə orqanik qanuna zidd gəlir və özünüidarə vahidlərinin öz səlahiyyətlərini tam həyata keçirməsinə mane olur;
  • Bələdiyyələrə əmlakın verilməsi məsələsinin uzadılması, bələdiyyə tərəfindən əmlakın ilkin qeydiyyatı üçün təyin edilmiş çətin və münasibətlərə zidd olan prosedurlar.

Strategiyada oxuyuruq ki, bu problemlərə qalib gəlmək üçün hakimiyyət Gürcüstan qanunvericliyi ilə 2025-ci ilə qədər özünüidarə vahidlərinin gəlirinin rəngarəng olması və stabilləşdirilməsi öhdəliyini üzərinə götürür. Bu inkişafın orta müddətli baxışının formalaşması üçün mütləq şərait yaradacaq. Həmçinin, götürülən öhdəliklər sırasında yer alıb:

“Gürcüstan konstitutisyası və “yerli özünüidarə barədə” Avropa Xartiyası ilə tanınmış prinsip real olaraq qüvvəyə minsin. Həmin prinsipə əsasən özünüidarə vahidinin qərar qəbul edən zaman geniş müzakirə imkanı və hərəkət etmək üçün daha çox azadlığı olmalıdır ki, müzakirəni yerli özünüidarə qanunu çərçivəsində yerli spesifikanı və ehtiyacları nəzərə alaraq  həyata keçirsin;

Gürcüstan qanunvericiliyinin kompleks şəklində yoxlayışı aparılsın və qanunvericilikdə yerli özünüidarə barədə orqanik qanun tələblərinin harmonizasiyası üçün dəyişikliklər paketi hazırlansın” – desentralizasiya strategiyası 2020-2025.

Strategiyaya əsasən desentralizasiya islahatı çərçivəsində bələdiyyələrin səlahiyyətinin artırılması və yerli səviyyədə daha effektiv olan səlahiyyətlərin onlara verilməsi olmalıdır.

Strategiyaya əsasən bələdiyyələrə əlavə səkahiyyət verilməsi həmin səlahiyyətləirin icrası üçün lazımı kadrların hazırlanması və müvafiq maddi-maliyyə resurslarının verilməsi ilə olacaq.

“Özünüidarə vahidlərinə əlavə səlahiyyət verilməsi maraqlanan tərəflərlə əvvəlcədən məsləhətləşmə əsasında, ardıcıl və  mərhələli şəkildə olacaq. İlkin mərhələdə – səlahiyyətlərin bölünməsi yolu ilə, sonrakı mərhələdə isə bələdiyyələrə öz səlahiyyətlərinin verilməsi ilə həyata keçiriləcək” – desentralizasiya strategiyası 2020-2025.

Strategiyaya əsasən desentralizaisyanın islahatı çərçivəsində inzibati, əmlak idarəsi, xidmətlərin çatdırılması, təhsil, mədəniyyət, yerli iqtisadi inkişaf, ətraf mühitin mühafizəsi, təbii resursların idarəsi, kənd təsərrüfatı, sosial müdafiə və başqa sahələrdə bələdiyyələrin səlahiyyətinin artırılması həyata keçiriləcək.

Veriləcək səlahiyyətlərin müəyyən edilməsi isə müvafiq alətlərdən istifadə etməklə, sahələrə əsasən veriləcək səlahiyyətlərin analizi əsasında, bələdiyyələrə onların veriləcəyi vaxtın və formanın müəyyən edilməsi iləhəyata keçirilməlidir. Bələdiyyələrə veriləcək səlahiyyətlərin müəyyən edilməsindən sonra qüvvədə olan qanunvericiliyə yenidən baxış keçirilməlidir və müvafiq qanunvericilik dəyişiklikləri hazırlanmalıdır.

Bələdiyyələrin əlavə səlahiyyətlərinin maddi-maliyyə təminatı

 Bələdiyyələrin əlavə şəxsi səlahiyyətlərini həyata keçirməsi, əlavə səlahiyyətlər üçün lazımı maddi-maliyyə resurslarının uyğun olması analiz edilməlidir və onların eyni dərəcədə olmasını təmin etmək üçün lazımı tədbirlər planlaşdırılmalı və həyata keçirilməlidir.

“Hər bir funksiyanın verilməsi zamanı qeyd olunan funksiyaya yönləndirilmiş vəsaitlər nominal baxımdan, eləcə də  ümumi daxili məhsul və vergi gəlirləri ilə bağlı analiz olunacaq. Bundan sonra funksiya ilə yanaşı veriləcək maliyyə resurslarının miqdarı müəyyən ediləcək. Bölünmüş səlahiyyətlərin həyata keçirilməsini təmin etmək üçün Gürcüstan qanunvericiliyi ilə konkret səlahiyyətlər üçün vacib olan maddi-maliyyə resurslarının hesablanma qaydası müəyyən ediləcək”- desentralizasiya strategiyası 2020-2025.

Özünüidarə vahidinin ərazisində dövlət əmlakının istifadəyə verilməsindən əldə edilmiş gəlirlərdə bələdiyyənin hissəsinin artırılması

Strategiyada oxuyuruq ki, qanunvericilik mexanizmləri yaradılacaq. Həmin mexanizmlər ərazi prinsiplərini qorumaqla dövlət tərəfindən əmlakın özəlləşdirilməsi nəticəsində əldə olunan maddi gəlirin “müvafiq faiz miqdarınının” bələdiyyənin gəlir/büdcəsinə yönləndirilməsini nəzərdə tutur.

Dövlət əmlakının icarəyə verilməsindən və satışlardan gələn gəlirlərin bölünməsinin faiz miqdarı yerli özünüidarə büdcəsinin xeyrinə artırılacaq” – desentralizasiya strategiyası 2020-2025.