09.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

დაბალი ხელფასი და დასვენების დღეების უქონლობა – რუსთაველი მეეზოვეების პრობლემები (ვიდეო)

რუსთავის დასუფთავების სამსახურს, 230 თანამშრომელი ჰყავს. მათგან 80 % ქალია. როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ სძინავს, სწორედ ეს ადამიანები, ქუჩებსა და შიდა ეზოებს, სხვადასხვა ნარჩენებისგან ასუფთავებენ.  მეეზოვეების სამუშაო დღე, დილის 5:00 საათზე იწყება. საქმე რთული და შრომატევადია. სამუშაო სრულდება წვიმიანი-ქარიანი ამინდის მიუხედავად.

67 წლის ციცინო მაისურაძე თითქმის 20 წელია რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. გვიყვება, რომ დაბალი ანაზღაურებისა და დასვენების დღეების არარსებობის პარალელურად, ეზოების და ქუჩების მოწესრიგებას სხვა სირთულეებიც ახლავს.

„შეხედეთ მოგწონთ ახლა ეს ფორმა?! მისაღებია?!  ყურადღება გვაკლია. ხელფასი დაბალია, დასვენების დღეები არ გვაქვს, ვინც მოვა ყველა გვპირდება, მაგრამ ფაქტია არ გვაქვს..“ ,- ამბობს რუსთაველი მეეზოვე, ციცინო მაისურაძე.

„ პრობლემა გვაქვს, ცოცხებში, აქანდაზებში და ბუნკერების დაცლაში. ბევრი ნაგავია, სად უნდა ჩავყაროთ, არაა საკმარისი ბუნკერი. ფორმა? ფორმას თქვენც ხედავთ, ეს ფორმა, ფორმაა?! ძნელი სამუშაოა, მე პირადად 6:00 საათიდან 11:00 საათამდე მიწევს მუშაობა. 4 წელია ამ სფეროში ვარ, ბუნკერების თრევა ყველაზე მეტად მიჭირს, ცარიელი რომაა მსუბუქია, მაგრამ ნაგავს რომ ვყრი  მიმძიმდება, ზოგჯერ 5 – 6 ბუნკერი შემაქვს და გამომაქვს“, –  გვიყვება კიდევ ერთი მეეზოვე, 62 წლის გულო.

82 წლის ქალბატონო ვერა, ალბათ, რუსთავის დასუფთავების სამსახურის ყველაზე უხუცესი თანამშრომელია. ის  რუსთაველისა და არაყიშვილის ქუჩის დასუფთავებაზეა პასუხისმგებელი. უკვე ხუთი წელია, რაც მეეზოვედ მუშაობს და აღნიშნული ტერიტორიის სისუფთავეზე ზრუნავს. გვიყვება, რომ რთული საქმეა, თუმცა მას სამუშაო სიამოვნებას ანიჭებს. ვერას ერთადერთ უკმაყოფილებას, ამ ეტაპზე სამუშაო დრო წარმოადგენს.

„რთული შრომა მაქვს. 8-ის ნახევარზე მოგვიყვანენ ხოლმე და 10-ის ნახევარზე  უკვე მივყავართ. ორი საათი გვაქვს დრო, ამ დროში მოასწრებ თუ არა, არ კითხულობენ. მე არ მომწონს ასე მუშაობა. ადრე “კორონობის” პერიოდამდე პირველ, ორ საათამდე ვმუშაობდი და საქმეს ვასწრებდი“, – გვიყვება ქალბატონი ვერა.

„რთულია შვილო მაგრამ ყველაფერს უნდა მიეჩვიოს ადამიანი. სისუფთავე უნდა გიყვარდეს პირველ რიგში. სამი წელია უკვე ამ საქმეს ვემსახურები, ბედნიერი ვარ რომ ჩემს ქალაქს ვასუფთავებ და ჩემს მოსახლეობას ვეხმარები. 280 ლარიდან დავიწყე და ახლა 350 ლარს ვიღებ. ბევრი არაა მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ“,  -ამბობს 64 თამილა ოსიპოვა.

„ 2001 წლიდან ამ სფეროში ვარ, 130 ლარი მქონდა მაშინ ხელფასი, ახლა 350 ლარს ვიღებ. საკმარისი არ არის მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არაა. თბილისთან შედარებით, ნაკლები ანაზღაურება გვაქვს, თუმცა ის დედაქალაქია და გასაგებიცაა. პრობლემები ახლავს ჩვენს მუშაობას, განსაკუთრებით ზამთარში, თუმცა ნაწილობრივ სასიამოვნო პროცესიცაა შენს ქალაქზე ზრუნვა“, – გვიყვება 57 წლის ნინა ბერაძე.

„შიდა ეზოებში ცოტა ძნელია, იქ შედარებით ბევრი ნაგავია თუმცა, ვინც შიდა ეზოებსაც ვაწესრიგებთ ანაზღაურებაც შედარებით მეტი გვაქვს, 440 ლარს ვიღებთ. რთული სამუშაოა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ“ –  ამბობს 53 წლის შოხრა იბრაგიმოვა, რომელიც რუსთავის ქუჩებს ათ წელზე მეტია ასუფთავებს.

თემაზე კომენტარს  „რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორს, რევაზ გოგიძე აკეთებს.  გოგიძე ამბობს, რომ მეეზოვეების პრობლემებს კარგად იცნობს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს.

„ ყველა საჭირო ინვენტარი მეეზოვეებს გააჩნიათ. ყოველთვის სეზონურად ხდება ამის დარიგება. ახლა რადგან შემოდგომის პერიოდი მოდის, ჩვენ ტენდერზე გამოგვაქვს ნაწილი ფორმის, რომელიც იქნება უფრო თბილი, კომფორტული და ამ პერიოდისთვის საჭირო. ფორმები, გადაეცემათ სექტემბრის ბოლოს. ძირითადად, ზაფხულის პერიოდში აქვთ მოსაცმელი, ე.წ „ნაკიტკა“, რომელსაც ისინი იყენებენ. ასევე, ჩვენ ყოველ კვირას ვურიგებთ ეზოს ცოცხს, ამით ახორციელებენ დაგვა -დასუფთავებას, თუმცა შეიძლება ინდივიდუალურად ვიღაცას უნდოდეს, თუნდაც სახლის ცოცხით მოხვეტა და ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვუშლით“, – აცხადებს რევაზ გოგიძე.

დასვენების დღეებთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ ყველა თანამშრომელი  კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობს. რაც შეეხება, დაბალ ანაზღაურებას, მისი თქმით – გასული წლის სექტემბერში მოხდა  ხელფასების მატება და იმედოვნებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში, იქნება მეეზოვეებისთვის სახელფასო ფონდის გაზრდის საშუალება.

„გრაფიკი არის განსაზღვრული 5:00 საათიდან 10:00 საათამდე. აქვთ შვებულებაც რაც კანონმდებლობით ეკუთვნით. გვაქვს  დაზღვევა, თუმცა არის ნებაყოფლობითი. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასთან, თუმცა ბევრს ურჩევნია, რომ სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლოს.

2020 წელს მოვუმატეთ ხელფასი, 80 დან 120 ლარამდე. კიდევ მიდის მუშაობა, რომ მათი გარჯა დაფასდეს უფრო მეტად და მომავალი წლიდანაც, გვაქვს გათვლილი ამის გათვალისწინება.

ანაზღაურება, ამ ეტაპზე ყველას ერთნაირად არ აქვს, ვინაიდან ზოგი გარდა ქუჩებისა ასევე, შიდა ეზოებსაც ალაგებს – ხელფასი 450 ლარიდან 550 ლარამდეა“, – აღნიშნავს რევაზ გოგიძე.

 

ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

“სამუშაოები დაუსრულებელია” – აუდიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსები რესურსების...

თეთრიწყაროს „ოცნების“ მერობის კანდიდატი და საარჩევნო უბნის თავმჯდომარე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმეს

27 სექტემბერს, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს საჩივარი და „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, 23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის...

2 ტონა 25 ლარი – მარტყოფში სასმელ წყალს კვლავ ყიდულობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელია. მარტყოფში დღეს  7400-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ცენტრალურ გზებზე ავტომობილები აქტიურად...

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

რუსთაველებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ელით –

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” დაფინანსებით ხორციელდება  დემოკრატიული პროცესების ხელისშეწყობას ისახავს მიზნად. ცენტრი,...

24 წლის თეონას ინიციატივა დაბა მანგლისის განვითარებისთვის

თეონა ბადუაშვილი დაბა მანგლისში ცხოვრობს. 24 წლისაა, პროფესიით ბუღალტერი გახლავთ. ამბობს, რომ განათლება მიიღო, მაგრამ დაბაში საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას ვერ...

რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის წევრები კვლავ ტოვებენ – საოლქოს ხელმძღვანელი უკმაყოფილებას ვერ მალავს

4 სექტემბერს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიამ სამი საკითხი განიხილა: (1) რუსთავის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების...

დაუცველი დასაქმებულები – ძიძები, მომვლელები, დამლაგებლები (ვიდეო)

საქართველოში, ოჯახებში დაქირავებულთა უმეტესი ნაწილი ქალია. მათ რიცხვში შედიან ძიძები, მომვლელები და დამხმარეები. მიუხედავად იმისა, რომ მათი წვლილი შრომის ბაზარზე...

რუსთავში სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა ქალაქი უხვნალექს მაინც ვერ უმკლავდება

2015 წლის 23 მარტს, რუსთავში ქალაქის სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად 960 000 ლარის ღირებულების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მაშინ რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლება...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

„გახსენით საზღვარი“ – მყიდველებისგან მიტოვებული რუსთავის ავტობაზრობა / “Sərhədləri açın” – Alıcıları olmayan Rustavi avtomobil bazarı

კორონავირუსის გამოჩენამდე ხალხმრავალი რუსთავის ავტობაზრობა, ახლა თითქმის ცარიელია. ავტომობილების გრძელი რიგები ადგილზეა, თუმცა მყიდველი არსად სჩანს. „ გაჩერებულია ყველაფერი, თქვენც...

თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის გამოწვევები

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, საქართველოში თვითმმართველობის სისტემის გამოწვევებზე. QvemoQartli.ge ეცადა ამ დროისთვის არსებული უახლესი კვლევების მოძიებას...

ნანა მასწავლებელი ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელ ხიხანიდან

სოფელ ხიხანში ნანა მასწავლებლის სახლი ყველამ იცის. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეკომიგრანტებით დასახლებულ 500 მოსახლიან სოფელში, ნანა გაბაიძე რუსულსაც ასწავლის, ცეკვასაც და ქალთა ფეხბურთის გუნდსაც უძღვება.

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *