საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში.
რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კოდექსში და როგორია მათი გენდერული ასპექტი, ამ თემებზე სასაუბროდ, ონლაინ ფორმატით, შეხვედრა 7 ოქტომბერს გაიმართება, ქვემო ქართლის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორისთვის.
შეხვედრაზე, მომხსენებლები შემდეგ საკითხებზე ისაუბრებენ: დისკრიმინაციის აკრძალვა, სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა; სტაჟირება; შრომის ხელშეკრულების ვადა და ფორმა; დეკრეტული შვებულება და ქალთა დაცვის გარანტიები; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი.
სპიკერები: ესმა გუმბერიძე, გიორგი ტალახაძე
მოდერატორი: მანონ ბოკუჩავა
ტექნიკური დეტალები შეხვედრის შესახებ:
ზუმის პლატფორმის დახმარებით, შეხვედრა 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 13:00 საათამდე.
დასწრების მსურველებს გთხოვთ, ღონისძიების დღეს, გადახვიდეთ აღნიშნულ ბმულზე
https://us02web.zoom.us/meeting/register/tZMpdO6hpj8iHtDjCgRBHzivkF_WzNmOY5Zi
Meeting ID: 874 3798 4844
წინასწარი რეგისტრაციის გასავლელად, 7 ოქტომბრამდე, თქვენი სახელი-გვარი, ორგანიზაციის [ასეთის არსებობის შემთხვევაში] სახელწოდება, აღნიშნულ ელ.მისამართებზე გამოაგზავნეთ:
დღის წესრიგი:
11:00-11:10 – მონაწილეთა რეგისტრაცია
11:10-11:40 – მომხსენებელი გიორგი ტალახაძე
თემა: დისკრიმინაციის აკრძალვა; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი; შრომის ხელშეკრულების ვადა და ფორმა
11:40-12:10 – დისკუსია
12:10-12:40 – მომხსენებელი, ესმა გუმბერიძე
თემები: სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა; სტაჟირება; დეკრეტული შვებულება და ქალთა დაცვის გარანტიები
12:40-13:00 – დისკუსია
[მომზადდება შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი. კითხვების შემთხვევაში შეგვმართეთ 598 508 510]
ღონისძიება იმართება პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.