23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

„განახლებული რეგიონები“ და მმართველი გუნდის კანდიდატების საარჩევნო კამპანია

[ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა]

26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტისთვის 500 მილიონი ლარის დახარჯვა დააანონსა. პროგრამის სახელწოდება „განახლებული რეგიონებია“ და მისი განხორციელების აქტიური ფაზა, ივნისის თვიდან დაიწყო.

პროგრამა, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, მოიცავს  რუსთავის მეგობრობის გამზირის და მერიის წინ მდებარე მოედნის სრულ რეაბილტაციას.  იგეგმება მეგობრობის გამზირზე არსებული 31 კორპუსის რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საირიგაციო სისტემის მოწყობა. სამუშაოების შედეგად, ყველა კორპუსი ენერგოეფექტური გახდება.

„განახლებული რეგიონების“  აქტიური-საწყისი სამუშაოები დროში ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. შესაბამისად, QvemoQartli.ge თვალყურს ადევნებს, როგორ ხდება აღნიშნული პროგრამის გამოყენება საარჩევნო კამპანიებში მმართველი გუნდის კანდიდატების მიერ.

ნინო ლაცაბიძე „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატია. ის ერთი წლის განმავლობაში იყო ამავე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ლაცაბიძე თავის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყენებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიმდინარე, თუ განხორციელებულ პროექტებს. ერთ-ერთი მათგანი არის „განახლებული რეგიონები.“

ლაცაბიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირების თანხლებით და მათ გარეშეც, სტუმრობს მეგობრობის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და საზოგადოებას უყვება იმ საკეთეებზე, რასაც ეს პროგრამა გვთავაზობს.

 

ის რაც საარჩევნო კამპანიაში ეხმარება ნინო ლაცაბიძეს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის, რუსთავის მე-2 ოლქში ნინო იმედაშვილისთვის, პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის გაქრობას ნიშნავს. ნინო იმედაშვილი ამბობს, რომ განახლება რუსთავს ნამდვილად სჭირდება და მიესალმება ყველა პროექტს, რომელიც რუსთაველთა ცხოვრებას გააუმჯობესებს, თუმცა თვლის, რომ  საუბარი გვმართებს, უსამართლო წინასაარჩევნო გარემოზე, რომელშიც ოპოზიციური კანდიდატები აღმოჩნდნენ.

იმედაშვილი, რომელიც ასევე არის გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, აცხადებს:

„ აღნიშნული პროგრამა ერთმნიშვნელოვნად არის გამოყენებული მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო მიზნებისთვის. პროგრამების აქტიური ფაზა, ძირითადად ემთხვევა საარჩევნო პერიოდს – ეს არ ხდება შემთხვევით. ხდება გამიზნულად, რადგან შემდეგ უკვე, სამთავრობო კანდიდატმა გამოიყენოს და ამის კაპიტალიზაცია მოახდინოს. კეთდება იმისთვის, რომ ამომრჩევლების გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალოს, რომ ეს არის ამ კანდიდატთან დაკავშირებული პროგრამა. რუსთავში 9 აგვისტოს მოხდა კანდიდატის წარდგენა და შემდეგ ჩამოვიდა ინფრასტრუქტურის მინისტრი და ამ კანდიდატთან ერთად, დაათვალიერა მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები“.

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამის შესახებ კითხვისნიშნები „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშშია დასმული.

„ განსაკუთრებით თვალშისაცემია არჩევნებამდე პერიოდში მასშტაბური სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაანონსების ტენდენცია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მიეწოდებოდეს აუცილებელი საჯარო სერვისები, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული არ გამოიყენებოდეს პარტიული ინტერესებისთვის. ტრადიციისამებრ, ასეთი პროექტების დაანონსება/შესრულება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზას ემთხვევა, რაც საარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება და უთანაბრო პირობებში აყენებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს“ – ვკითხულობთ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

6 სექტემბერს „ ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ნინო ლაცაბიძესთან ვცადეთ დაკავშირება. ლაცაბიძის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხს პარტიასთან შეათანხმებს და დაგვიკავშირდება. მივწერეთ შემდეგი კითხვები:

(1) როგორ აფასებს რუსთავში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს;

(2) ხდება თუ არა მის მიერ საარჩევნო კამპანიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პროგრამების გამოყენება;

(3) როგორ ფიქრობს არის თუ არა დაცული ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის;

პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

 ავტორი: მანონ ბოკუჩავა

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

Related Posts

წინწყაროში მოქმედი საწარმო – ყველის წარმოება და სოციალური პასუხისმგებლობა

წელიწადი და 4 თვე, სწორედ, ეს დრო დასჭირდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მოქმედ,  შპს „წინწყარო +“-ს ევროპული სტანდარტის ყველის გადამამუშავებლი...

რუსთავში უფლებამოსილების შეწყვეტა საუბნო საარჩევნო კომისიის სამმა წევრმა ითხოვა

12 სექტემბერს, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. ვინც თვალს ადევნებს, აღნიშნული ოლქის სხდომებს, ალბათ, არ გაუკვირდება ის...

ყველაფერი ვაჟს – მემკვიდრეობის უსამართლო განაწილება

საქართველოს კანონმდებლობით, შვილებს მშობლების ქონებაზე, თანაბარი უფლებები აქვთ. თუმცა ამის მიუხედავად, არსებული მანკიერი ტრადიციების და შეხედულებების გამო, უმეტეს-წილად, მემკვიდრეობა ვაჟ...

რუსთავში კვლავ „ვიგუდებით“ / Rustavidə yenidən “boğuluruq”

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა, განსაკუთრებით აქტუალურია რუსთაველებისთვის – ქვეყნის  სამრეწველო ქარხნების უმეტესი ნაწილი, რუსთავშია თავმოყრილი. საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა...

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის ” 152 მოსწავლე...

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,,...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ...

“ქალების თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში, ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს” – პირველი ფემინისტები

რელიგიურმა ადამიანებმა იციან ხოლმე თქმა, – კამათში არ იბადება ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, საუკუნეების წინ დაიბადა – კამათში მხოლოდ წყენა იბადება-ო. მაგრამ...

პანდემია და სასმელი წყლის გარეშე მყოფი სოფელი / Pandemiya və susuz qalmış kənd

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი სამგორი, უკვე მრავალი წელია სასმელი წყლის მოლოდინშია. 800-მდე ოჯახს წლებია სასმელად ვარგისი წყლის ყიდვა უწევს.  ადგილობრივები...

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა,...

16 წლის გოგოს მესამე საკეისრო – სექსუალური და რეპროდუქციული განათლების უფლება

მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი ერჩის და ებრძვის სექსუალური განათლების სწავლებას სკოლებში, ჩვენი რეგიონის ქვემო ქართლის სამედიცინო დაწესებულებებში, ყოველდღიურად იბრძვიან არასრულწლოვანი...

გარდაბნის 64-ე და 52-ე უბნებთან ხალხმრავლობაა

გარდაბნის მუნიციპალიტეტისსოფელ ქესალოს 64-ე და 52-ე უბნებთან, მოქალაქეების სიმრავლეა. უბნის თავმჯდომარე მეხმან მურადოვი, აცხადებს რომ შეკრებილებს არაერთხელ მისცა შენიშვნა და...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *