14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა რაოდენობა კრიტიკულად დაბალია

საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე რიგით მესამე – 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა”.

რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საერთაშორისო პრინციპების ეროვნულ დონეზე განხორციელებას და ამ მიმართულებით ქვეყანაში დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. საქართველოში, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება, ისევე როგორც ქალთა თანაბარი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების მიმართულებით მიმდინარე პროცესებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

შესაბამისად, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დროულ და ეფექტიან განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ საქართველოს სახალხო დამცველმა, განახორციელა აღნიშნული ეროვნული სამოქმედო გეგმის შუალედური მონიტორინგი.

მონიტორინგის მიზანი იყო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისა და მიღწეული შედეგების შეფასება, არსებული ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა.

მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია, მონაცემი მაინც კრიტიკულად დაბალია და მხოლოდ 8%-ს შეადგენს. ამასთან, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ასევე, შემცირებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობა. დაბალია ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახალხო დიპლომატიის ინიციატივების მაჩვენებელიც. სირთულეებია თვითმმართველობების დონზეც. „მუნიციპალიტეტებს კვლავ უჭირთ ქალებისა და გოგოების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარისში: „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2018-2020) შესრულების შუალედური ანგარიში: მიგნებები და რეკომენდაციები.“

ქვეყანაში არ არსებობს სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და, საჭიროების შემთხვევაში, საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას, რაც არაერთი სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული.

გამოწვევად რჩება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში გამოკითხულ ქალთა სრული უმრავლესობა დიასახლისია, მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა სოციალური შემწეობა და პენსია. რიგ შემთხვევებში, ქალები, ოჯახში აღებული ვალდებულებების გამო, ვერ ახერხებენ სამსახურებრივ აქტივობებში, სემინარებსა თუ ტრენინგებზე დასწრებას.

ანგარიშის მიგნებებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით სამთავრობო უწყებებს მიმართა.

რეკომენდაციების ნაწილი

ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს:

• რეგულარულად მართონ შეხვედრები დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, ახალგაზრდებთან და ხანდაზმულებთან;

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას:

• მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის ჩაატაროს მიზნობრივი ტრენინგები

• ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციას და კოორდინირებულ მუშაობას

• შეიმუშაოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა რეაბილიტაციის სპეციალური, ამ სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული კონცეფცია

• კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროების განსაზღვრის მიზნით, გამართოს შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს:

• უზრუნველყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ყველა დონეზე ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების მონაწილეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

• შექმნას უწყებაში სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემა, გენდერულად თანასწორი საკადრო პოლიტიკის დასაგეგმად და განსახორციელებლად

• შეიმუშაოს და დანერგოს ტრენინგების ეფექტიანობის შედეგების გაზომვის მექანიზმი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

• უწყებაში გამოიყოს კონკრეტული პირი, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით და შეიმუშავებს პრიორიტეტებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების მიმართულებით

• მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემამ განსაკუთრებული ყურადღება მიმართოს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისადმი, კერძოდ, უწყებამ შეისწავლოს ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე მისაწვდომობის ბარიერები და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ ბარიერების აღმოსაფხვრელად

• შეიმუშაოს პროფილური ჯანდაცვის პროგრამა კონფლიქტით დაზარალებული გოგოებისა და ქალების საჭიროებების გათვალისწინებით

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:

• შეიმუშაოს შესაბამისი სასწავლო პროგრამები ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის ხელშესაწყობად

• გამართოს რეგულარული შეხვედრები უსაფრთხოების სექტორის უწყებებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ფოტოს წყარო: The Department of Political and Peacebuilding Affairs (DPPA) 

QvemoQartli.ge

Related Posts

მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის შეფასება – ძირითადი მიგნებები

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც უთანაბრდება...

#გავიგუდეთ

მსხვილი საწარმოები რუსთავის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოები ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ამ მედალს ორი მხარე აქვს. ამ მეორე...

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

„უახლოეს მომავალში შვილის გაჩენას გეგმავთ?“ – დისკრიმინაცია დასაქმებისას

სამსახურის მაძიებელი ქალები, ხშირად პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტები ხდებიან. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი, ზოგჯერ ვერც ხვდება, რომ მის მიმართ...

COVID-19 და დეზინფორმაცია/COVID-19 və yanlış məlumat

დეზინფორმაცია, თანამედროვე სამყაროში, ვირუსულად ვრცელდება და იგი COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა ასპექტს შეეხო: საიდან და როგორ წარმოიქმნება ვირუსი, როგორ გადადის, თუ...

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რუსთავში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე (ვიდეო)

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობას ადამიანის უფლებათა ცენტრი ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დაკვირვებლით...

ახალი კუმისი – სოფელი გზის, სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის და ტრანსპორტის გარეშე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კუმისში, რომელიც ამავე სახელწოდების ტბის მეზობლადაა – მოასფალტებული საავტომობილო გზა არ მიდის. სოფელში მისასვლელად გრუნტის გზას,...

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

24 წლის თეონას ინიციატივა დაბა მანგლისის განვითარებისთვის

თეონა ბადუაშვილი დაბა მანგლისში ცხოვრობს. 24 წლისაა, პროფესიით ბუღალტერი გახლავთ. ამბობს, რომ განათლება მიიღო, მაგრამ დაბაში საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას ვერ...

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის

1 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), „სამოქალაქო საზოგადოების...

factcheck.ge – დეზინფორმაცია: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის არსებობა დაადასტურა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით საინფორმაციო შეტევა. ამჯერად, სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცებები,...

რატომ 0,75-ით ? – ბანკები წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადზე საკომისიოებს საკუთარი ნება-სურვილით აწესებენ

კომერციული ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან საყოფაცხოვრებო გადასახადების საკომისიოების ზრდაში. ეს სიახლე ყველაზე მეტად ,,ლიბერთი ბანკს” შეეტყო. თუ ახლო წასრულში თითქმის ყველა...

ბაზარი, რომელიც რუსთაველებში ტალახის ასოციაციას იწვევს

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა ე.წ ძველი ბაზრის მიმდინარე ტერიტორიის, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ასფალტის საფარი ქუჩის  ნაწილზე აყრილია. ორმოები წვიმიან ამინდში...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *