01.10.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ბოლნისის საკრებულო თვითმმართველობის ინდექსის შედეგების გაუმჯობესებას ცდილობს

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის მონაცემების თანახმად, ბოლნისის საკრებულოს შეფასება 12%-ია. ინდექსი იკვლევს, რამდენად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეთა მიმართ.

შეფასება, ძირითადად მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე დაკვირვებით ხდება. ინდექსის ბოლო ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საიტზე, არ აქვს სრულფასოვნად განთავსებული რიგი მნიშვნელოვანი ინფორმაციები.

2021 წლის ინდექსის შედეგების თანახმად, ბოლნისის საკრებულოს, ყველაზე დაბალი შეფასება აქვს, სხდომის ოქმების გამოქვეყნების კრიტერიუმში – 0%, თუმცა წინა 2019 წლის ანგარიშში, მისი შეფასება 30% იყო;  0%-ია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ კრიტერიუმშიც;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წინა ანგარიშში 60%-ით ფასდებოდა, თუმცა ბოლო ინდექსის ანგარიშის მიხედვით, ამ კრიტერიუმში 0%-ია; ასევე, დაბალი შეფასებაა საკრებულოს წევრების საქმიანობის ანგარიშების მოსმენაზეც – 0%;

არსებული შედეგების გამოსასწორებლად, ბოლნისის საკრებულოში უკვე მუშაობს სპეციალური სამუშაო ჯგუფი.

ჯგუფში პროექტის – „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. იგი დაკომპლექტებულია ბოლნისის საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებისგან. მათ სამუშაო პროცესში კონსულტირებას უწევს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, მერაბ ცინდელიანი.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ასათიანი აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა და შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებებიც დაგეგმეს.

„ პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საკრებულოს შესახებ ინფორმაციის განახლება. ამ ეტაპზე,  განახლდა  საკრებულოს 2021 – 2024 წწ შესახებ  ინფორმაცია, შემდეგ თემატურ ველებში: საკრებულოს თავმჯდომარე; თავმჯდომარის მოადგილეები; საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები; საკრებულოს ფრაქციები; საკრებულოს უმრავლესობა; საკრებულოს უმცირესობა; საკრებულოს პროპორციული შემადგენლობა; საკრებულოს მაჟორიტარული შემადგენლობა; საკრებულოს წევრები. ასევე, მიმდინარეობს სხვა საჯარო ინფორმაციის განახლების პროცესი“, – აღნიშნავს საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი თამარ ასათიანი.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

 

 

QvemoQartli.ge

 

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

„დიდ დმანისში“ სასმელ წყალს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ/“Didi Dmanisi”də içməli su və dağlıq yaşayış məntəqəsi statusu tələb edirlər

ქვემო ქართლის არაერთი დაბა და სოფელი დგას სასმელი წყლის პრობლემის წინაშე. წლებია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების მიუხედავადლ, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემების...

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების...

„ბორკილები“ ციხის პერსონალისთვის

კვლევა „პენიტენციური სისტემის პერსონალი“ მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის.“ [ავტორი ნატალია ცაგარელი] კვლების ძირითადი მიგნებები: კანონმდებლობაში აქცენტი კეთდება მხოლოდ...

სოფელი ჯორჯიაშვილი – პროტესტის მცირე შედეგი და უცვლელი დიდი პრობლემა

მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯორჯიაშვილის დასახლებაში 721 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი, დღეს, წყლის პრობლემის წინაშე დგას.ადგილობრივები მართავენ აქციებს, ჰყვებიან...

ინდექსის თანახმად გარდაბნის მერიას გამჭვირვალობაში თავისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სჯობნის

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ვალდებულება, მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებაა.  ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობას ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე....

„ქართული ოცნების“ შემომწირველების კომპანია რუსთავში, გასართობი ცენტრის მშენებლობისთვის, ხეებს ჭრის

ეს მშენებარე სავაჭრო-გასართობი ცენტრი შპს „ნიუს მოლს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი, დავით კაპანაძე 2018 წლიდან „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მას ამ დროისთვის...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ...

მოქალაქემ, რუსთავის აზოტს, პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა. „ ვ. ბ. დასაქმებული იყო...

გიწვევთა შეხვედრაზე: ცვლილებები შრომის კოდექსში – გენდერული ასპექტები

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში. რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კოდექსში და როგორია...

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ტრენინგების კურსი შექმნა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად: „ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ქართული ღვინის გილდიამ...

საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა,...

მაჟორიტარობის კანდიდატი: „ოცნების“ წარმომადგენელი მეზობლებს საარჩევნო უბანზე, მხოლოდ, გასაუბრების შემდეგ უშვებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე, ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს. აცხადებს, რომ „ოცნების“ აგიტატორები დღეს, მთელი დღის მანძილზე,...

შრომის კანონმდებლობის რეფორმა – გენდერული ასპექტები

„შრომის კანონმდებლობის რეფორმა – გენდერული ასპექტები“ ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა დღეს „ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“-ს...

საჩივრის მიუხედავად საარჩევნო უბანზე კამერას არ თიშავენ

რუსთავის 51-ე საარჩევნო უბანზე სადაც არჩევანის ფარულობის დარღვევის თაობაზე, განცხადება გახარიას პარტიის მერობის კანდიდატმა გააკეთა, კამერა კვლავ ჩართულია. საარჩევნო უბნის...

რუსთავში უფლებამოსილების შეწყვეტა საუბნო საარჩევნო კომისიის სამმა წევრმა ითხოვა

12 სექტემბერს, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. ვინც თვალს ადევნებს, აღნიშნული ოლქის სხდომებს, ალბათ, არ გაუკვირდება ის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *