01.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ბოლნისის საკრებულოსთან „თვითმმართველობის ინდექსის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის „ადგილობრივ თვითმმართველობის ინდექსის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის, 2021 წლის, ინდექსის შედეგების გაცნობა/გაანალიზება. შეხვედრაზე, თვითმმართველობის ექსპერტმა მერაბ ცინდელიანმა მონაწილეებს გააცნო „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი“, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც  წარმოაჩენს, თვითმმართველი ერთეულების მიღწევებს და არსებულ გამოწვევებს. ინდექსის 2021 წლის შედეგების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩამორჩება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს და მისი შედეგები ამგვარია:

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – 12%;

ელექტრონული მმართველობა – 21%;

მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – 3%;

შეხვედრაზე აღნიშნული სამივე კომპონენტი განიხილეს. ექსპერტი განმარტავდა, რომ რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფორმაციის არ/ვერ გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც როგორც საკრებულოს ასევე მერიის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი უარყოფითად არის შეფასებული.

ბოლნისის საკრებულოს წარმომადგენლებს ექსპერტმა განუმარტა, რომ თვითმმართველობის ინდექსის იდეა და ყველაფერი რასაც აღნიშნული მექანიზმი აკვირდება, მიმართულია მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებისა და ანგარიშვალდებულების ზრდისთვის.

ღონისძიებაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც თვითმმართველობის ექსპერტთან ერთად, მოამზადებს გეგმა-გრაფიკს, ინდექსის გასული წლის ყველა უარყოფითი მონაცემის გამოსწორებისა და შესაბამისი ღონისძიების გატარებისთვის.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის“, რომელსაც ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ ახორციელებს პარტნიორობით „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ ერთად.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

„მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი“ ანტიდასავლური

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის გამოწვევები

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, საქართველოში თვითმმართველობის სისტემის გამოწვევებზე. QvemoQartli.ge ეცადა ამ დროისთვის არსებული უახლესი კვლევების მოძიებას...

რუსთავში ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სოციალური სამსახურების თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის თემა...

122 აქტივობიდან სრულად, მხოლოდ, 55 შესრულდა – საჯარო მმართველობის რეფორმა / 122 fəallıqdan yalnız 55 fəallıq tam həyata keçirilib – dövlət idarəçilik islahatı

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის ვადა ამოიწურა და საჭიროა ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობას,...

ვახტანგისში, მოსახლეობის ნაწილს, კორონავირუსის არსებობის არ სჯერა / Vaxtanqisidə əhalinin bir qismi koronavirusun varlığına inanmır

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვახტანგისი – განსაკუთრებული ტერიტორიული მდებარეობით გამოირჩევა. ვახტანგისთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის. თემში 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ძირითადი შემოსავლის...

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

„ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე“

თეთრიწყაროში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: სკოლა, სახლი, ცეკვა, ფორტეპიანოს გაკვეთილები, … სანამ რამდენიმე ახალგაზრდის ძალისხმევით 2016 წლის 16...

TDI – სამირა ბაირამოვა პრორუსული, ძალადობრივი, კრიმინალური დაჯგუფების, ალტ-ინფოს მუქარის მსხვერპლია

ტოლერატობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ” სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა პრორუსული, ძალადობრივი,...

კუმისის ტბა გლობალური დათბობის პირისპირ

გლობალური დათბობა მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა და ამაზე მეტყველი, უკვე არაერთი მკაფიო მაგალითი არსებობს. ერთ-ერთ ასეთს,  ქვემო ქართლის რეგიონში არსებული...

სოლიდარობას ვუცხადებთ მედიაჯგუფს ,, აჭარა p.s”

6 აპრილს მედიაჯგუფ ,,აჭარა p.s”-მა გამოქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ აღნიშნული მედიაგამოცემის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას ხელს...

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტს მოსახლეობის განსახლების გეგმა, ჯერაც, არ აქვს

დღეს, მუნიციპალური გავითარების ფონდში, რუსთავის-თბილისისი ჩქაროსნული გზის მშენებლობის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრას ორი დაინტერესებული მოქალაქე, ფონდის...

საარჩევნო უბნებთან უცნობი პირები დგანან (ვიდეო)

რუსთავის ინტერნატების დასახლებაში, მე-17 საარჩევნო უბანთან უცნობი პირები დგანან. მათი ნაწილი თავს არიდებს გადაღებას, ნაწილი კი აცხადებს, რომ ახლობელს ელის....

ბოლნისის მერიაში „თვითმმართველობის ინდექსის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის „ადგილობრივ თვითმმართველობის ინდექსის“ და ბოლნისის...

ინდექსის მიხედვით გარდაბნის საკრებულო ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას სრულყოფილად არ აქვეყნებს

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 კვლევის მიხედვით  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 53%-იანი შედეგი აქვს. თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის კვლევა სამ ძირითად...

რუსთაველებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ელით –

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” დაფინანსებით ხორციელდება  დემოკრატიული პროცესების ხელისშეწყობას ისახავს მიზნად. ცენტრი,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *