06.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ბოლნისის მერია „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობს

ბოლნისის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაჩვენებს. მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, აღნიშნული ჯგუფის მუშაობის შედეგად, ხელმისაწვდომი გახდა, შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • მერიის საშტატო ნუსხა;
  • ტენდერების შესახებ ინფორმაცია;
  • განთავსდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი;
  • ვებგვერდზე ხელმისაწვდომია გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია;
  • ვებგვერდზე განთავსდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა (ე.წ. ხე);
  • ასევე განთავსდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგისა და საჯარო სკოლების შესახებ ინფორმაცია;
  • გამოქვეყნდა მერიის სოციალური პროგრამა;
  • ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ;
  • სოციალური პროგრამის, სტუდენტური სტიპენდიებისა და სპორტული სტიპენდიები წლების მიხედვით დაიყო და სტატისტიკა გენდერულ ჭრილში დამუშავდა;
  • სრულყოფილი გახდა მუნიციპალიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • გამოქვეყნდა პრიორიტეტული დოკუმენტები, სტრატეგიული გეგმები;
  • გამოქვეყნდა „სოფლის განვითარების პროგრამის” ოქმები;
  • გამოქვეყნდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ სრული ინფორმაცია;

ბოლნისის მერიის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა პროექტის ფარგლებში: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის.“ ჯგუფის წევრები მუშაობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემების გაუმჯობესების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის. მათ სამუშაო პროცესში კონსულტირებას უწევს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, მერაბ ცინდელიანი.

სამუშაო ჯგუფისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს პერიოდში ბოლნისის თვითმმართველობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებდა შემდეგი კატეგორიის ინფორმაცია:

  • მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები სრულყოფილად;
  • ინფორმაცია სანებართვო სერვისების შესახებ;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოქმები;
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022 წლის ოქმები;
  • ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ;
  • მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს საჯარო ინფორმაციის ონლაინ მოთხოვნის შესაძლებლობა დაემატება;
  • დეკემბერში საიტზე განთავსდება საჯარო ინფორმაციის გაცემის რეესტრი;

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემების მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეფასება 13%-ი იყო. ინდექსი შეისწავლის, როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ, ისე წარმომადგენლობით ორგანოს გამჭვირვალობას და მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულების ხარისხს.

თვითმმართველობის ინდექსის ბოლო ანგარიშის თანახმად, ბოლნისის მერია 14%-ით, ხოლო საკრებულო 12%-ით ფასდებოდა. შემდეგი ანგარიშისთვის შეფასების ეტაპი, 2023 წლის, თებერვალში დაიწყება.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

მარნეულსა და ბოლნისში დეზინფორმაციასთან გამკლავებას სწავლობენ

ქვემო ქართლი გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები People In Need-ის საქართველოს მისიის პროექტმა მოიცვა. მისი ერთ-ერთი მიმართულება მედიაწიგნიერების კუთხით...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი 26%-ით გაუარესდა – ინდექსის 2021 წლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რეგიონში მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო, 2021 წლის ინდექსის მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტს 26%-იანი კლება აქვს,...

რატომ 0,75-ით ? – ბანკები წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადზე საკომისიოებს საკუთარი ნება-სურვილით აწესებენ

კომერციული ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან საყოფაცხოვრებო გადასახადების საკომისიოების ზრდაში. ეს სიახლე ყველაზე მეტად ,,ლიბერთი ბანკს” შეეტყო. თუ ახლო წასრულში თითქმის ყველა...

ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის ” 152 მოსწავლე...

სოციალურად დაუცველი და საშუალო ფენის მრავალშვილიანი ოჯახები კვლავ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე

მრავალშვილიანი დედობა – ბედნიერებასთან ერთად უდიდეს ფიზიკურ და ემოციურ შრომასაც ნიშნავს. საქართველოში ბევრი შვილის ყოლა, თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ...

თეთრიწყაროს ბიუჯეტს სტუმრების გამასპინძლება 2 998 ლარი დაუჯდა

წიწილი, შქმერული, ხაშლამა, გოჭი, ღორის მწვადი, ქაბაბი, ჩაშუშული, სტრელეცი – ეს არის იმ კერძების ნაწილი, რომლითაც თეთრიწყაროს მერია ადგილობრივი ბიუჯეტის...

პროფესიული კურსები, ენების შესწავლა – ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ახალგაზრდებისთვის

არიზ დაშდამირლი პროფესიით ფილოლოგია და ქართულ ენას თავისსავე დაარსებულ ორგანიზაციაში – “ახალი აზროვნების ინსტიტუტი” ასწავლის. ორგანიზაცია უკვე 7 წელია არსებობს...

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტში აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თერაპიული სეანსების რაოდენობა, შესაძლოა, არ გაიზარდოს

2020 წელს, ჯანდაცვის მინისტრის (ეკატერინე ტიკარაძე) მიერ გამოიცა ბრძანება, რომელიც ადგენს აუტიზმის მქონე ბავშვთა მომსახურების მინიმალურ სტანდარტს. დოკუმენტის თანახმად, აუტიზმის...

„უახლოეს მომავალში შვილის გაჩენას გეგმავთ?“ – დისკრიმინაცია დასაქმებისას

სამსახურის მაძიებელი ქალები, ხშირად პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტები ხდებიან. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი, ზოგჯერ ვერც ხვდება, რომ მის მიმართ...

მომსახურების სფერო საქართველოში – როდესაც კონსულტანტი, დამლაგებელი, მტვირთავი და ობიექტის დაცვა ერთი ადამიანია

საქართველოში მომსახურების სფეროში დასაქმებულები, ერთ-ერთ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. კონსულტანტები, მოლარე-ოპერატორები, საწყობის თანამშრომლები – შრომითი უფლებების დარღვევებზე, ხშირად ჩივიან. ჩვენი...

„გახსენით საზღვარი“ – მყიდველებისგან მიტოვებული რუსთავის ავტობაზრობა / “Sərhədləri açın” – Alıcıları olmayan Rustavi avtomobil bazarı

კორონავირუსის გამოჩენამდე ხალხმრავალი რუსთავის ავტობაზრობა, ახლა თითქმის ცარიელია. ავტომობილების გრძელი რიგები ადგილზეა, თუმცა მყიდველი არსად სჩანს. „ გაჩერებულია ყველაფერი, თქვენც...

გარდაბნის 64-ე და 52-ე უბნებთან ხალხმრავლობაა

გარდაბნის მუნიციპალიტეტისსოფელ ქესალოს 64-ე და 52-ე უბნებთან, მოქალაქეების სიმრავლეა. უბნის თავმჯდომარე მეხმან მურადოვი, აცხადებს რომ შეკრებილებს არაერთხელ მისცა შენიშვნა და...

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ინსტრუმენტი

თვითმმართველობის მუშაობის ძირეული პრინციპიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ჩართულობას, მუნიციპალიტეტების მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ ასეთ...

„ალტ ინფოსა“ და ქვემო ქართლის ტელევიზია TV4-ს შორის დადებული ხელშეკრულება

ორგანიზაციამ Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი კომუნიკაციების კომისიისგან თავისი წერილის საპასუხოდ, მიიღო ინფორმაცია დოკუმენტზე, რომელზე დაყრდნობითაც დაიწყო თანამშრომლობა „ალტ ინფოსა“ და TV4-ს...

მითები და ფაქტები COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ/Covid-19 peyvəndi haqqında miflər və faktlar

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა საზოგადოების ნაწილი იმუნიზაციის პროცესის მიმართ კვლავ უნდობლობითაა განწყობილი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *