06.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

აცრების დანერგვის პირველ წელს ვაქცინაციამ 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა/Peyvəndin tətbiq edilməsinin birinci ilində peyvənd 20 milyon insanın həyatını xilas edib

COVID-19-ის აცრების დანერგვის პირველი წლის განმავლობაში, ვაქცინაციამ 185 ქვეყანაში 19,8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, რაც ნიშნავს, რომ იმუნიზაციის წყალობით, 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 8 დეკემბრამდე, Covid-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა 63%-ით შემცირდა.

ეს არის ძირითადი მიგნება კვლევისა, რომელიც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის MRC ცენტრის გლობალური ინფექციური დაავადებათა ანალიზის მკვლევრებმა მოამზადეს.

მონაცემებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციამ ინფიცირებული პირები მნიშვნელოვნად დაიცვა დაავადების გართულებისგან და გარდაცვალებისგან.

ქვეყნებში, სადაც მაღალია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი, დაბალია გარდაცვლილთა რიცხვი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2022 წლების ანგარიშის უახლესი – მე-9 გადახედვის მიხედვით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, სრულად ვაქცინირებულ ინფიცირებულ პირებში გარდაცვალების მაჩვენებელი 72.75%-ით ნაკლები იყო არავაქცინირებულ პირებთან შედარებით, ხოლო ერთი ბუსტერ-დოზის ადმინისტრირების შემთხვევაში ლეტალური გამოსავლის ალბათობა 84.17%-ით მცირდება.

მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში ვაქცინაციამ ადამიანები მნიშვნელოვნად დაიცვა ჰოსპიტალიზაციისგან და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრისგან.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ჰოსპიტალიზებული იქნა 41 019 კოვიდ-ინფიცირებული. დაკვირვება აჩვენებს, რომ ინფიცირებულთა შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 43.9%-ით ამცირებს COVID-19 დაავადებით ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შანსს. ბუსტერით აცრილ პირებში ეს მაჩვენებელი 55.16%-მდე იზრდება.

საანგარიშო პერიოდში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა 344 ვაქცინირებული პირის შემთხვევაში. შედარებისთვის, იმავე პერიოდში ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება დასჭირდა 88 581 არავაქცინირებულ კოვიდ-ინფიცირებულს.

შესაბამისად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ 2022 წლის 1-ლი იანვარი-30 ივნისის პერიოდში, სრულად ვაქცინირებული ინფიცირებული პირების კრიტიკული მოვლის საჭიროების რისკი 58.28%-ით შეამცირა არავაქცინირებულ პოპულაციასთან შედარებით. მხოლოდ ერთი ბუსტერ-დოზის ადმინისტრირების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 62.65%-ია

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასევე ამცირებს ინფიცირების რისკს.

ანგარიშის მიხედვით, არავაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 1.03-ჯერ მეტი იყო იგივე პერიოდში სრულად ვაქცინირებულ პირებთან შედარებით, ბუსტერ-დოზით ვაქცინირებულთა ჯგუფში კი ინფიცირების შანსი 2.15-ჯერ ნაკლები იყო არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. შესაბამისად, ანგარიშის თანახმად, ბუსტერ დოზით ვაქცინირებულთა ინფიცირების შანსი ნაკლებია – ინფიცირების შანსი 53.5%-ით მცირდება.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინირებულ პირებში, 3 დოზით აცრილების ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2 დოზით ვაქცინირებულში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

ამ დროისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია Pfizer-ის 258 950 დოზა ვაქცინა, Sinovac-ის 92 694 დოზა და Sinopharm-ის 151 181 დოზა. ვაქცინაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

მასალა მომზადებულია „ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ -მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

ავტორი: ნინო გელაშვილი

თარგმანი: აინურა ალიევა

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

QvemoQartli.ge

COVİD-19 peyvəndinin tətbiq edilməsinin birinci ili ərzində,  peyvənd 185 ölkədə 19,8 milyon insanın həyatını xilas edib. Bu deməkdir ki, 2020-ci ilin 8 dekabrından 2021-ci ilin 8 dekabrına qədər peyvənd vasitəsi ilə Covid-19-la bağlı ölüm halları azalıb.

Bu London İmperial Kollecindəki MRC Qlobal Yoluxucu Xəstəliklərin Təhlili Mərkəzinin tədqiqatçılarının araşdırmasının əsas nəticəsidir.

Göstəricilərin müşahidəsi göstərir ki, kovidə qarşı peyvənd, yoluxmuş şəxsləri xəstəliyin ağırlaşmasından və ölüm hallarından kifayət qədər qoruyur.

COVID-19-a qarşı peyvənd vurdurma nisbəti yüksək olan ölkələrdə ölüm nisbətləri aşağıdır.

Gürcüstanın Xəstəliklərə Nəzarət və Milli İctimai Səhiyyə Mərkəzinin 2020-2021-ci illərinin hesabatına, yaxın, 9-cu yenidənbaxışa əsasən, 2022-ci ilin 1 yanvarından 2022-ci ilin 30 iyununa qədər tam peyvənd olunmuş,  virusa yoluxan şəxslərdə ölüm halları peyvənd olunmamış şəxslərə nisbətən 72, 75% az idi. Bir buster-doza olan halda isə ölüm hallarının ehtimalı 84,17% azalıb.

Nəticələr göstərir ki, Gürcüstanda peyvənd insanları xəstəxanaya yerləşdirilməkdən və intensiv terpaiya şöbəsinə düşməkdən qoruyub.

2022-ci ilin 1 yanvarından 2022-ci ilin 30 iyununa qədər, ölkə miqyasında 41 019 kovid xəstəsi xəstəxanaya yerləşdirilib. Müşahidələr göstərir ki, yoluxanlar arasında Covid-19-a qarşı peyvənd Covid-19-a yoluxanların xəstəxanaya yerləşdirilmə ehtiyacını 43,9% azaldıb. Busterlə peyvənd olunmuş şəxslərdə isə bu göstərici 55,16%-ə qədər artır.

Hesabat dövründə  peyvənd olunmuş 344 şəxsin intensiv terapiya şöbəsində müalicə olunmasına ehtiyac yaranıb. Müqayisə üçün qeyd edək ki, həmin dövrdə peyvənd olunmamış 88 581 nəfər kovid xəstəsinə intensiv və reanimasiya yardımı lazım olub.

Müvafiq olaraq, Covid-19-a qarşı peyvənd  2022-ci ilin 1 yanvar-30 iyun dövründə, tam peyvənd olunmuş şəxslərin kritik qayğıya ehtiyac duymaq riskini, peyvənd olunmamış şəxslərlə müqayisədə 58,28% azaldıb. Yalnız bir buster-doza halında bu göstərici 62,65%-dir.

Covid-19-a qarşı peyvənd eləcə də yoluxma riskini azaldır.

Hesabata əsasən, peyvənd olunmamış şəxslərin virusa yoluxma ehtimalı həmin dövrdə tam peyvənd olunmuş şəxslərlə müqayisədə 1,03 dəfə artıq idi. Buster doza ilə peyvənd olunmuş qrupda isə peyvənd olunmamış şəxslərlə müqayisədə yoluxma ehtimalı 2,15 dəfə az idi. Müvafiq olaraq, hesabata görə, buster doza ilə peyvənd olunmuş şəxslərin yoluxma ehtimalı azdır – yoluxma şansı 53,5% azalır.

Qeyd edək ki, peyvənd olunmuş şəxslərdə 3 doza ilə peyvənd olunanların yoluxma göstəricisi 2 doza ilə peyvənd olunanlarda qeydə alınan göstəricidən əhəmiyyətli dərəcədə geri qalır.

Hazırda Gürcüstanda Pfizer-in 258 950 doza, Sinovac-ın 92 694 doza və Sinopharm-ın 151 181 dozası əlçatandır. Peyvənd olunmaq üçün veb-səhifəyə (booking.moh.gov.ge) daxil olun.

Material “Kvemo Kartli regionunda peyvənd prosesinə dəstək göstərmək” tərəfindən „Vaccination4Georgia” layihəsi çərçivəsində hazırlanıb. Layihə Almaniya Beynəlxalq Əməkdaşlıq Təşkilatı (GIZ) tərəfindən Gürcüstan Strategiya və İnkişaf Mərkəzi ilə tərəfdaşlıqla həyata keçirilir. Layihə Almaniya Federal İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Nazirliyi (BMZ) tərəfindən maliyyələşdirilib.

Müəllif:  Nino Beridze

Tərcüməçi: Aynurə Əliyeva

Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz.

QvemoQartli.ge

Related Posts

ქვემო ქართლში დეზინფორმაციასთან ბრძოლას სწავლობენ

თანამედროვე სამყაროში თითქმის შეუძლებელია, რომელიმე თუნდაც შენთვის უცხო ქვეყანაში დაიკარგო. ასე მარტივად  არ არის საქმე, ინტერნეტ სამყაროს შემთხვევაში. აქ შეიძლება...

ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები

ორგანიზაციამ „ ფრეია”  მოამზადა გზამკვლევი, ოჯახში ძალადობის რისკების შემცირებისთვის. QvemoQartli.ge გიზიარებთ ნამუშევრის ნაწილს, რომელიც მხარდამჭერ სახელმწიფო სერვისებს და სამოქალაქო საზოგადოებასთან...

ასარჩევი პრიორიტეტები: მშიერი რუსთაველი, თუ კეთილმოწყობილი ქალაქი

რუსთავის თვითმმართველობის მისაღებში სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალქეებს. ითხოვენ მედიკამენტებით დახმარებას, უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას, შეშას,...

„განახლებული რეგიონები“ და მმართველი გუნდის კანდიდატების საარჩევნო კამპანია

[ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა] 26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში...

გარდაბნის საკრებულო სხდომის ოქმებს აღარ აქვეყნებს

მიმდინარე წლიდან, გარდაბნის საკრებულო სხდომის ოქმებს აღარ აქვეყნებს. მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საკრებულოს სხდომის ბოლო გამოქვეყნებული ოქმი, 2021 წლის იანვრით თარიღდება....

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტს მოსახლეობის განსახლების გეგმა, ჯერაც, არ აქვს

დღეს, მუნიციპალური გავითარების ფონდში, რუსთავის-თბილისისი ჩქაროსნული გზის მშენებლობის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრას ორი დაინტერესებული მოქალაქე, ფონდის...

მუნიციპალური ინსპექციის უფლებები შესაძლოა გაიზარდოს

პარლამენტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტი ითვალისწინებს კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების გაზრდას. კერძოდ ინიციატივის თანახმად...

კუმისის ტბა გლობალური დათბობის პირისპირ

გლობალური დათბობა მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა და ამაზე მეტყველი, უკვე არაერთი მკაფიო მაგალითი არსებობს. ერთ-ერთ ასეთს,  ქვემო ქართლის რეგიონში არსებული...

გიწვევთა შეხვედრაზე: ცვლილებები შრომის კოდექსში – გენდერული ასპექტები

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში. რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კოდექსში და როგორია...

„გირჩი“ რუსთავის 81-ე უბანზე ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახდენს (ვიდეო)

რუსთავის 20-ე საარჩევნო ოლქის 81-ე უბაზე, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი, კომისიის წევრი, უბანზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახორციელებს. საუბნო საარჩევნო კომისიის...

24 წლის თეონას ინიციატივა დაბა მანგლისის განვითარებისთვის

თეონა ბადუაშვილი დაბა მანგლისში ცხოვრობს. 24 წლისაა, პროფესიით ბუღალტერი გახლავთ. ამბობს, რომ განათლება მიიღო, მაგრამ დაბაში საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას ვერ...

რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის გარეშე დარჩა

რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდი Rustavi.gov.ge ცვლილებებს განიცდის. საიტზე ხელმისაწვდომია, მხოლოდ, რუსთავის მერიასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისად, რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის...

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტს იწყებს

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრთი (CTC), ქვემო ქართლის მედია და პირველი ევროპელი ერთად, ოთხწლიან, სამოქალაქო...

დმანისის მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით, ქვეყნის მასშტაბით, 33-ე ადგილზეა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით 33-ე ადგილს იკავებს. ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში კი...

ქვემო ქართლის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ფინანსების მართვასთან დაკავშირებით დამხმარე რესურსები გააცნეს

მარნეულში გაიმართა  „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“-ს მიერ მომზადებული ორი მნიშვნელოვანი ფინანსური სახელმძღვანელოს – საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის შედეგების და  საზოგადოებრივი...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *