14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერი და ტექნიკური მოთხოვნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია გაუმკლავდა

რუსთავში კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იგეგმება 15 შენობის ფასადის განახლება. შესაბამის სამუშაოებზე, ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT), რუსთავის მერიამ მიმდინარე წელს გამოაცხდა.

[NAT – ელექტრონული ვაჭრობა დაფარული მონაცემებით, დამატებითი რაუნდების გარეშე]

2 421 779 ლარის სამუშაოების შესყიდვაზე, სატენდერო პირობებში ჩაწერა, რომ პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგს:

„ 2016 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 7 925 822  ლარი.

პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა“ – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

თვითმმართველობა ასეთი მომთხოვნი არ ყოფილა პრეტენდენტების მიმართ, კვალიფიციური კადრების კუთხით. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, მერია პრეტენდენტისგან ითხოვდა, კომპანიას დასაქმებული ჰყოლოდა მინიმუმ ერთი საინჟინრო განათლების მქონე სპეციალისტი.

ტენდერში, რომელიც აუქციონის გარეშე ჩატარდა მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო და ყველა ზემოთ ხსენებული მოთხოვნა ადვილად დააკმაყოფილა. გამაჯვებულ შპს  „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსთან“ მერიამ სამუშაოების შესასრულებლად 2 388 364 ლარის ხელშეკრულება დადო.

კომპანიამ სატენდერო პირობების თანახმად წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, რომ მათ მიერ სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტისთვის“ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 6 296 366 ლარს, ასევე მათ გამოცდილებაში შედის შპს ლოპოტასთვის შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 14 მილიონ 520 203 ლარი. აგრეთვე  კომპანიამ წარმოადგინა ორ პროფესიით ინჟინერ-მშენებელთან დადებული ხელშეკრულება.

QvemoQartli.ge რუსთავის მერიას ორი კითხვით მიმართა, პირველი რატომ ჩაატარა ორ მილიონზე მეტის ღირებულების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი აუქციონის გარეშე? და რა ლოგიკით გამოთვალა სატენდერო პირობებში ჩაწერილი  7 925 822  ლარი, როგორც გამოცდილების დამადასტურებელი ერთ-ერთი მოთხოვნა?

კითხვებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პასუხობს ამბობს, რომ აღნიშნული პროექტისთვის თანხის მხოლოდ 5% დაიხარჯება რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, დანარჩენს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს. აცხადებს, რომ ტენდერის ჩატარების ფორმაზე თვითმმართველობას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და ეს საკითხი შესყიდვების სააგენტოსთან ერთად გადაწყდა. დასძენს, რომ როგორც წესი ამ ტიპის „დახურულ“ ტენდერს ატარებენ იმისთვის, რომ პრეტენდენტებმა ფასი ხელოვნურად არ დაწიონ და შესასრულებელ სამუშაოებთან შედარებით არალოგიკური თანხა არ დაწერონ. თუმცა დასძენს, რომ მისი აზრით რისკები ამ ტიპის ტენდერსაც ახლავს. რაც შეეხება პირობებში კონკრეტული თანხის ჩაწერას გვიხსნის, რომ ეს თანხა განისაზღვრა იმ თვეების რაოდენობის მიხედვით, რაც კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად მიეცა. აცხადებს, რომ არსებობს ფორმულა, რითაც ითვლიან მსგავს თანხას. მერიის შესყიდვების განყოფილების წარმომადგენელი, რომელიც მერთან ინტერვიუს ბოლოს შემოგვიერთდა,  დასძენს, რომ ფორმულა „სარეკომენდაციო ხასიათისაა“ და მასზე მსჯელობს სატენდერო კომისია.

ფორმულის გაცნობაზე კი უარი გვითხრეს და განმარტეს, რომ წარმოადგენს შიდა-სამუშაო მასალას.

QvemoQartli.ge წერილობითი ფორმით მიმართავს შესყიდვების სააგენტოს იმის დასადგენად, თუ რა ფორმულებს სთავაზობს სააგენტო მუნიციპალიტეტებს და რა სახის კომუნიკაციას აწარმოებს თვითმმართვლობებთან სხვადასხვა ტიპის შესყიდვაზე ტენდერის ფორმის შესარჩევად.

მანონ ბოკუჩავა

Related Posts

ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები

ორგანიზაციამ „ ფრეია”  მოამზადა გზამკვლევი, ოჯახში ძალადობის რისკების შემცირებისთვის. QvemoQartli.ge გიზიარებთ ნამუშევრის ნაწილს, რომელიც მხარდამჭერ სახელმწიფო სერვისებს და სამოქალაქო საზოგადოებასთან...

რუსთავის თვითმმართველობამ პირობა შეასრულა

7 თებერვალს ვწერდით. რომ რუსთავის თვითმმართველობა საკრებულოს სხდომის თარიღს თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვეყნებს. რის გამოც სხდომებზე დასწრება ადგილობრივი ჟურნალისტების...

საარჩევნო პლაკატებში ჩაფლულ ქესალოში სასმელად ვარგის წყალს ნატრობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე წლებია, წყალს ან ყიდულობენ, ან ქალაქ გარდაბნიდან...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake...

“300-ზე მეტი საჩივრის უდიდესი უმრავლესობა დაუშვებლად ან უსაფუძვლოდ ცნეს, ბევრი მათგანი შესაბამისად არც განხილულა” – ეუთო [Material Azərbaycan dilində əlçatandır]

ეუთოს საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნა. ანგარისში ცალსახად უარყოფით მოვლენად არის შეფასებული, კენჭისყრის დღეს,  საჩივრების...

ქვემო ქართლში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე შეხვედრა გაიმართა

„ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქვემო ქართლში – მხარდამჭერი სახელმწიფო და სამოქალაქო რესურსები“ – ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა, დღეს რუსთავის „ქვემო ქართლის...

„უახლოეს მომავალში შვილის გაჩენას გეგმავთ?“ – დისკრიმინაცია დასაქმებისას

სამსახურის მაძიებელი ქალები, ხშირად პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტები ხდებიან. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი, ზოგჯერ ვერც ხვდება, რომ მის მიმართ...

საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა,...

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ტრენინგების კურსი შექმნა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად: „ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ქართული ღვინის გილდიამ...

მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს. რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე, მათი რაიონის ფოტოები განათავსეს. კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით...

თელეთი – მუნიციპალური ტრანსპორტის და სასმელი წყლის მოლოდინში/Teleti – bələdiyyə nəqliyyatı və içməli su gözləntisində

2014 წლის აღწერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში 890 ადამიანი ცხოვრობს.  ამ სოფელშიც, ისევე, როგორც ქვეყნის არა ერთ დასახლებაში,  სიკვდილიანობის...

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტს მოსახლეობის განსახლების გეგმა, ჯერაც, არ აქვს

დღეს, მუნიციპალური გავითარების ფონდში, რუსთავის-თბილისისი ჩქაროსნული გზის მშენებლობის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრას ორი დაინტერესებული მოქალაქე, ფონდის...

რაჭისუბანი: „არ დაადგა საშველი, არც სასმელი წყალი გვაქვს და არც სარწყავი“ / Raçisubani: “Heç nə kömək etmədi, nə içməli nə də suvarma suyumuz yoxdur”

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რაჭისუბანი ქართული რეალობისთვის,  საშუალო სოფლებს მიეკუთვნება: 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელში 597 ადამიანი ცხოვრობს. სხვა სოფლების...

ინდექსის თანახმად გარდაბნის მერიას გამჭვირვალობაში თავისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სჯობნის

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ვალდებულება, მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებაა.  ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობას ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე....

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *