14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

არჩევნები 2020 – ქვემო ქართლში გამოვლენილი დარღვევები

ქვემო ქართლში კენჭისყრის პროცესს თითქმის ყველა გავლენიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. განცხადებებს სავარაუდო დარღვევების შესახებ, პერიოდულად აწვდიდნენ მედიას. მათი საჩივრების ატვირთა უნდა მოხდეს ცესკოს ვებ-გვერდზე. მოცემულ მომენტში, შეგვიძლია გაგაცნოთ სამი ორგანიზაციის გამოვლენილი, სავარაუდო, დარღვევები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

  • მარნეულის №7 უბანზე მარკირებული ამომრჩეველი მეორედ შევიდა უბანზე და ხელახლა მისცა ხმა.
  • მარნეულის №10 უბანზე კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დაფიქსირება.
  • გარდაბნის №19 უბანზე 7 საათის შემდეგ მათი დამკვირვებელი არ შეუშვეს. დაწერილია შესაბამისი საჩივარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

  • მარნეულის 23-ე საოლქო კომისიის #13 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი არასწორად გააძევეს უბნიდან, ის იღებდა კაბინას გარედან, რადგან 3 ამომრჩეველი იყო ერთდროულად შესული. დავწერეთ საჩივარი.
  • გარდაბნის 21-ე საოლქო კომისიის #21 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა ადგილზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც. დაიწერა საჩივარი.
  • გარდაბნის 21-ე საოლქო კომისიის #58 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი შეყვა ამომრჩეველს კაბინაში და დაეხმარა ხმის მიცემაში. დავწერეთ საჩივარი
  • თეთრიწყაროს 26-ე საოლქო კომისიის #10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, მოხუც ქალბატონს ხელში ეჭირა ფურცელი, სადაც  “41” ეწერა და თქვა, რომ უბნის გარეთ გადასცეს.
  • დმანისის 24-ე საოლქო კომისიის #46 საარჩევნო უბანზე წილისყრა არ ჩატარდა. დაიწერა საჩივარი.
  • მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის #85 საარჩევნო უბანზე წილისყრა არასწორად ჩატარდა. ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

სამართლიანი არჩევნები“

  • #22 მარნეული საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისია დაკვირვების უფლებას უზღუდავს და ავიწროვებს, რაც გამოწვეულია დღის პირველ ნახევარში დამკვირვებლის მიერ საჩივრის წარდგენით. კომისიის თავმჯდომარე ფიზიკურად შეეხო დამკვირვებელს და ბეიჯი მოქაჩა, იქვე პარტიის წარმომადგენლის სტატუსით მყოფი ტერიტორიული ორგანოში მერის წარმომადგენელი კი დაემუქრა, რომ ახალგაზრდაა და არ უნდა უღირდეს ზედმეტი აქტიურობა;
  • #25 წალკის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს გამოჰქონდათ დაუკეცავი ბიულეტენები ისე, რომ შესაძლებელი იყო დანახვა თუ ვის მისცეს ხმა.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე მედია საშუალება ,,ნიუ პოსტის” წარმომადგენელი ამომრჩევლებს ფოტოებს უღებდა და სპეციალური პროგრამის საშუალებით სერვერზე აგზავნიდა.
  • #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე ამომრჩეველი შეყვანილი იყო გადასატანი ყუთის სიაში და ამის საფუძველზე მისცა ხმა. შემდეგ ის საარჩევნო უბანზეც გამოცხადდა და იქაც მისცა ხმა განმეორებით.  
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქში #84 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერა ხელი.

ფოტოს წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ფოტოზე ასახულია საია-ს საარჩევნო მისიის მუშაობა.

Related Posts

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.  ,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია,...

„გახსენით საზღვარი“ – მყიდველებისგან მიტოვებული რუსთავის ავტობაზრობა / “Sərhədləri açın” – Alıcıları olmayan Rustavi avtomobil bazarı

კორონავირუსის გამოჩენამდე ხალხმრავალი რუსთავის ავტობაზრობა, ახლა თითქმის ცარიელია. ავტომობილების გრძელი რიგები ადგილზეა, თუმცა მყიდველი არსად სჩანს. „ გაჩერებულია ყველაფერი, თქვენც...

მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო...

რეპორტაჟი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ცურტავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის...

,,რუსთავის საპატრულო პოლიციამ დაიცადა, სანამ კარგად გვცემდნენ და შემდეგ მათ ნაცვლად ჩვენ დაგვაკავა“ – ინციდენტი რუსთავში –

22 სექტემბერს რუსთავში ,,ქართული ოცნების” პლაკატების გასაკრავად გასულ კოალიციის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებულები იხსენებენ, მათ თავდაპირველად ბოძებზე პლაკატების გაკვრისთვის...

ინტერნეტ გამოცემა რუსთავის თვითმმარველობის წინააღმდეგ

4 ოქტომბერს პრესაგე.ტვ-იმ რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელს, კახა გუგენიძეს წერილით მიმართა. ინტერნეტ გამოცემის რეგიონალური კორესპოდენტი, მანონ ბოკუჩავა  ითხოვდა ინფორმაციას  2010-2011 წ....

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

“სამუშაოები დაუსრულებელია” – აუდიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსები რესურსების...

რუსთაველ სპორტსმენ გოგონებს სტრესის მართვის შესახებ ესაუბრნენ

„სტრესის დადებითი და უარყოფითი შედეგები – მასთან გამკლავების გზები“ – ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა დღეს „ ქვემო ქართლის მედიის“ რუსთავის...

რის ფასად დაუჯდება რუსთავს და სოფელ თაზაქენდს “რუსთავის ფოლადის” ახალი გეგმები (ვიდეო)

სულ მინდოდა პირადად მენახა ის ადამიანები, რომლებიც ისედაც მენდელეევის ფორმულად ქცეულ რუსთავის ჰაერს, კიდევ მეტად აბინძურებენ, ან გასცემენ ნებართვებს და...

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7;...

სოფელ გამარჯვებაში ნეპოტიზმი იმარჯვებს?! / Qamarcveba kəndində nepotizm qələbə çalır?!

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 4 670 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული. ზოგი კი მუნიციპალურ თუ კერძო სამსახურშია დასაქმებული....

წალკა ამომრჩეველთა სიის ადგილობრივი რეგისტრატორების გარეშე რჩება

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობა დღეს დაასრულებს რეგისტრატორთა განაცხადების მიღებას. საუბარია რეგისტრატორებზე, რომლებსაც  ამომრჩეველთა სიის დაზუსტება მოუწევთ....

რუსთაველების ნაწილი არ ადასტურებს „ოცნების“ მიერ ნობათის დარიგებას, თუმცა ელის

პარტია „პროგრესული საქართველოს“ თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ, 27 აგვისტოს სოციალური ქსელის facebook-ის, პირად გვერდზე აღნიშნული ფოტო, შემდეგი ტექსტით გაავრცელა: „  რუსთავში...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *