26.11.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

„ანიდაბანი“ ქართული ენის შემსწავლელი აპლიკაცია

„ანიდაბანი“ ქართული ენის შემსწავლელი აპლიკაციაა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა. იდეის ავტორი 33 წლის გვანცა სიხარულიძეა.

აპლიკაციის შესახებ, ის თავად გვიყვება და გვიხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის ენის შემსწავლელი, ონლაინ რესურსების არსებობა და როგორ გაჩნდა იდეა „ანიდაბანი.“

„ გერმანიაში ცხოვრების პერიოდში მივხვდი, თუ რამდენად რთულია, იცხოვრო ქვეყანაში, რომელი ქვეყნის ენაც არ იცი.  სწორედ, ამიტომ დამებადა იდეა, რომ გამეკეთებინა ისეთი აპლიკაცია, რომელიც ქართული ენის შესწავლაში დაეხმარებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოში.“

გვანცას იდეის განხორციელება „სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის“ დახმარებით მოხდა, რომელიც „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“, სოციალური ინოვაციების  პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა.  კონკურსი ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას ისახავდა  მიზნად.

„შევიტანე იდეა, საკმაოდ კონკურენტულ გარემოში ჩაიარა კონკურსმა. როგორც მახსოვს, თავდაპირველად იყო 183 განაცხადი, საბოლოოდ გამოვლინდა ხუთ გამარჯვებული, მათ შორის ჩემი აპლიკაციაც. ამის შემდეგ, რამდენიმე თვე გვქონდა, დაახლოებით შვიდი თვე, რომ შეგვექმნა.

მივიღეთ ფინანსური მხარდაჭერის სახით 30 000 ლარი და ამ თანხით მოვახერხეთ ის, რომ შევქმენით მობილური აპლიკაცია. 2021 წლის ბოლოს კი აპლიკაცია ავტვირთეთ Play store-ზე.

რა საკვირველია, მათი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ეს იდეა მხოლოდ იდეად დარჩებოდა. აბსოლუტურად, შეუძლებელი იქნებოდა ამის განხორციელება, იმიტომ რომ ეს როგორც იცით, არის სოციალური ინოვაცია, ბიზნესი კი არასოდეს არ იქნებოდა დაინტერესებული იმით, რომ ჩაედო ინვესტიცია ასეთი სახის პროექტში, რომელიც რაღაც სოციალური პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად“, – ამბობს გვანცა სიხარულიძე.

„ანიდაბანის“იდეის ავტორი იმედოვნებს, რომ აქტიური მარკეტინგული კამპანიის შემდეგ, მას მეტი ადამიანი გაიცნობს და სამიზნე ჯგუფებიც აქტიურად ჩაერთვებიან მის გამოყენებაში.

„ ახლა ტექნიკური დახვეწის ეტაპზე ვართ. ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი. აპლიკაცია მოიცავს ენის ცოდნის ხუთ დონეს, A1-დან C1 დონის ჩათვლით. მართალია, აპლიკაცია დამხარე საშუალებაა, მაგრამ ისე გვინდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ სიტყვათა მარაგი და ყველა ის კომპონენტი, რაც საჭიროა ენის შესწავლისთვის.

აპლიკაციას 500 -მდე მომხმარებელი ჰყავს. თუ არ ვცდები საქართველოში, დაახლოებით 40 000-მდე ეთნიკურად უმცირესობის წარმომადგენელი  ბავშვია სკოლებში. მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს აპლიკაცია რომელიც ენობრივი ბარიერის გადალახვაში დაეხმარებათ. თუმცა, რთულია ზოგადად მიაღწიო იმ ადამიანებამდე რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ. ახლა ფინანსური რესურსი არ გვაქვს მარკეტინგისთვის, რომ სოციალური ქსელში გავუშვათ იმდენი ფულადი რეკლამა, რომ მივიდეთ სწორედ ამ სამიზნე ჯგუფებამდე“, – ამბობს გვანცა სიხარულიძე.

გვანცა გვიყვება, რომ კონკურსის დასრულების შემდგომ, პროექტის წარმომადგენლები, ისევ აქტიურად თანამშრომლობენ მასთან და ასევე სხვა გამარჯვებულ აპლიკანტებთან. მისი თქმით, როგორც ტექნიკური მიმართულებით, ასევე დონორებისა და დამატებითი მხარდამჭერების მობილიზების კუთხით, კომუნიკაცია დღემდე გრძელდება.

„ ვაგრძელებთ კონტაქტს და პროექტის მესვეურები, ისევ აქტიურად გვეხმარებიან სხვადასხვა მიმართულებით. ვუბრუნდებით შეკითხვებითაც, მაგრამ რადგან გრანტი დამთავრებულია, ახლა ჩვენით უნდა განვაგრძოთ საქმიანობა. ვცადოთ სხვა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა ან კერძო დაფინანსების მოპოვება, რათა მოხდეს უკვე არსებული პროდუქტის დახვეწა, კონტენტის გაუმჯობესება და აუდიო მასალების დამატება. ასევე, აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოება. ფულადი რესურსების გარეშე, ძალიან ძნელია რაიმე გააკეთო, როცა განსაკუთრებით საქმე ციფრულ პროდუქტთან გვაქვს“, – ამბობს გვანცა სიხარულიძე.

აპლიკაციებით ენის შესწავლა საზღვარგარეთ ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია, რომელსაც უცხოეთში ყოფნისას, თავადაც „ანიდაბანის“ ავტორიც აქტიურად იყენებს.

„ზოგადად ხალხი ძალიან აქტიურად იყენებს აპლიკაციებს. მაგალითად,  ტრანსპორტში რომ ხარ პრაქტიკულია, რომ წიგნი და რვეული არ გჭირდება და მარტივად სწავლობ. ტექნოლოგიები ცხოვრების ყველა სფეროში შემოდის, განათლებაც ერთ-ერთი მათგანია – საზღვარგარეთ ეს უკვე დანერგილი პრაქტიკაა. მეც გერმანულს რომ ვსწავლობ უნივერსიტეტში, აპლიკაცია მოჰყვება წიგნს.“

 

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

“ ვგრძნობ, რომ უფრო დაცული ვარ“ – გოგონები სპორტის სამყაროდან

(მზიკო როსნაძე) ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპები არსებობას კვლავ აგრძელებენ. სპორტი, ერთ-ერთი სფეროა სადაც ეს, ალბათ, ყველაზე კარგად ჩანს.  საზოგადოების ნაწილი ფიქრობს,...

„ზედაპირული დამოკიდებულება, პოლიტიკის შემუშავების ფორმალისტური ხასიათი“ – საჯარო მმართველობის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, სახელმწიფო სერვისების მიწოდება თაობაზე, მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

საწარმოში, რომელიც საერთაშორისო ბრენდებისთვის მუშაობს, ანაზღაურება თვეში 113 დოლარამდეა

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, არსებობს რისკი დასაქმებული იაფ მუშახელად იქცეს. სწორედ, ამ და სხვა პოტენციური რისკების გამო QvemoQartli.ge თავისი...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

პანდემია და სასმელი წყლის გარეშე მყოფი სოფელი / Pandemiya və susuz qalmış kənd

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი სამგორი, უკვე მრავალი წელია სასმელი წყლის მოლოდინშია. 800-მდე ოჯახს წლებია სასმელად ვარგისი წყლის ყიდვა უწევს.  ადგილობრივები...

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, 2019-2020 წლებში, ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების ნაწილის დროულად განხორციელება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსების მართვა რესურსების...

ტრენინგი: გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ქალთა შრომითი უფლებები

ტრენინგი მოიცავს საკითხებს: შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა - მექანიზმები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაციის

ინტერნეტ გამოცემა რუსთავის თვითმმარველობის წინააღმდეგ

4 ოქტომბერს პრესაგე.ტვ-იმ რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელს, კახა გუგენიძეს წერილით მიმართა. ინტერნეტ გამოცემის რეგიონალური კორესპოდენტი, მანონ ბოკუჩავა  ითხოვდა ინფორმაციას  2010-2011 წ....

2 ტონა 25 ლარი – მარტყოფში სასმელ წყალს კვლავ ყიდულობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელია. მარტყოფში დღეს  7400-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ცენტრალურ გზებზე ავტომობილები აქტიურად...

მოქალაქემ, რუსთავის აზოტს, პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა. „ ვ. ბ. დასაქმებული იყო...

Georgian Construction Group – მოხდა ხეების სანიტარული ჭრა და გადარგვა

დღეს, ჩვენ შპს „ნიუ მოლის“ მიერ რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე გწერდით, რომელიც მე-12 მიკრო რაიონში სავაჭრო-გასართობი ცენტრის მშენებლობას გულისხმობს. აღნიშნული...

მეორე ტური – პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო უბნებთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, შეზღუდული რესურსებით და შემცირებული სადამკვირვებლო ჯგუფებით აკვირდებოდა. ორგანიზაციების ნაწილმა კი უარი თქვა არჩევნების...

გლობალური დათბობა და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობა – კუმისის ტბაში წყლის დონე კრიტიკულად შემცირდა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად იწყება დიდი მოგზაურობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ამ მოგზაურობას, წყალმცურავი ფრინველების ნაწილი, ყოველ წელს, ასრულებს და შესვენებისთვისა, თუ გამოზამთრებისთვის...

საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს. დებედას მარჯვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის...

მარის არხის დასახლებაში, უკვე მერამდენე „მთავრობას“ სთხოვენ საცხოვრებელი სახლების დაკანონებას / “Mari Kanalı” məntəqəsində artıq neçənci “hökumətdən” yaşayış evlərinin qanuniləşdirilməsini tələb edirlər

რუსთავის მარის არხის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ე.წ ბარაკული ტიპისაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები დიდი ხნის წინ აშენდა...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *