თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა.პირველი აქტივობა, რომელსაც მალია ცენტრში ჩაატარებს წმინდა პატრიკის დღის აღნიშვნა იქნება.

ეს არის ირლანდიური დღესასწაული, რომელიც აშშ-სა და სხვადასხვა კულტურების ნაწილად იქცა. ამ და კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაციას გაიგებენ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის სტუმრები 17 მარტს ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.„პირველად ვცხოვრობ პატარა ქალაქში და ეს კარგი გამოცდილებაა ჩემთვის, ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობა კი თავიდანვე ძალიან მიმზიდველად მეჩვენა“ – გვიზიარებს მალია მულენი.

მალია 2019 წლის აგვისტომდე იმუშავებს ცენტრში და ორაგნიზაციის შიდა საქმიანობის გარდა, ჩაატარებს ინგლისური ენის უფასო გაკვეთილებსა და კულტურულ ღონისძიებებს.„ ჩემთვის ამერიკელი მოხალისე ცენტრში ნიშნავს საერთაშორისო მაშტაბებზე გასვლასა და ახალ პერსპექტივებს. ბოლოს და ბოლოს ვისწავლი ინგლისურს, ან… მას ვასწავლი ქართულს“-  საუბრობს ორგანიზაციის აქტიური წევრი, ნატო მანუკოვი.ამჟამად საქართველოში 117 მოხალისეა და ერთ-ერთი მასპინძელი ორგანიზაცია თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრია. საინტერესო თანამშრომლობის შედეგებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი