19.09.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან, ინცესტთან –  ეროვნული იდენტობის საფრთხესთან. ცდილობენ ადამიანები დააჯერონ, რომ დასავლეთი ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას, ოჯახის ინსტიტუტს. ამ ტიპის გავრცელებული, გამოგონილი ინფორმაციებია  მოქმედებს საზოგადოების ნაწილზე. სწორედ, ამიტომ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იწყებენ ბრძოლას დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ.

და როგორც წესი, ეს ადამიანები ირიან ლოიალურები რუსეთის მიმართ.  

„მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშის თანახმად, ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების რაოდენობა მედიაში შეადგენს 20 %-ს,  ამერიკის შეერთებული შტატების  წინააღმდეგ 13,5%-ს, ევროკავშირის – 8,9 %-ს, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კი 4,9%-ს.

აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ პოპულარული პლატფორმა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის არის რუსულენოვანი მედია. საქართველოში არსებობს  რუსულენოვანი არხები, გაზეთები და ონლაინ რესურსები, რომლთა ნაწილიც მიზანმიმართულად მუშაობს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში  გამოიწვიოს  სიძულვილი დასავლეთის მიმართ.

მედიას, როგორც მეოთხე  ხელისუფლებას  ადვილად შეუძლია საზოგადოების  მანიპულერება და ამიტომ ბევრი ადამიანი, ვინც კითხულობს ან უყურებს რუსულ არხებს ხშირად ხდება ამ ძალის მსხვერპლი.

„მედიის განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიგნების თანახმად, საქართველოში ხშირად გვხვდება არა მხოლოდ  პირდაპირი რუსული პროპაგანდა, არამედ ირიბად, ანტიდასავლური პროპაგანდის მეშვეობით წარმართული სქემა, რომელიც ქართულენოვანი მედია საშუალებების მეშვეობით მუშაობს. სატელევიზიო მედიიდან ანტიდასავლური განწყობები და რუსული პროპაგანდა  ყველაზე მეტად მედია-კავშირ „ობიექტივში“ იჩენს თავს, რომელსაც საერთო მაუწყებლობის ლიცენზია აქვს.

რუსულენოვანი  პლატფორმები, სადაც ქართული მედია საშუალებების იდენტური ყალბი მასალები გამოქვეყნდა არიან კრემლისტური გამოცემები, როგორც «Спутник», «Мир 24», «Первый канал», «Аргументы и факты», «Комсомольская правда»  რომლებიც დეზინფორმაციას და ყალბ ნიუსებს ავრცელებენ ნატოზე და ევროკავშირზე.

იმ მედია საშუალებებიდან, რომლებიც გამოკვეთილად ანტიდასავლურ  პროპაგანდას მიმართავენ  პირდაპირ რუსულ წყაროებზე მითითებას ძირითადად მხოლოდ სამი მედია საშუალებაა  „ობიექტივი“, „საქინფორმი“ და Geworld.ge ახდენენ.

ანგარიშის მონიტორინგის თანახმად, გარდა იდენტიფიცირებადი რუსული წყაროებისა, „ობიექტივის“ ეთერში ასევე ბევრი სხვადასხვა რუსულენოვანი  ვიდეო მასალები და ინგლისურენოვანი ფილმები გადის, რომელთა წყაროების დადგენა შეუძლებელია. ასე მაგალითად, „ობიექტივის“ თოქ-შოუმ მაყურებელს წარუდგინა ინგლისურენოვანი ფილმი „სოდომი“, რა დროსაც წამყვანმა აღნიშნა, რომ ფილმის ავტორის შესახებ ვერაფერს იტყოდა. თავად ფილმი მცდარი დილემის ტექნიკას ავითარებდა, სადაც დასავლეთი უზნეობის დამკანონებლად იყო წარმოჩენილი, ხოლო რუსეთი, სადაც ჰომოსექსუალობას კანონმდებლობით ებრძვიან, პოზიტიურ ალტერნატივად იყო დასახული.

მე, პირადად, ბევრს ვკითხულობ და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მყისიერად არ ვუჯერებ, სანამ რამდენიმე ობიექტურ-რეპუტაციის მქონე მედიით არ გავრცელდება.

ვწუხვარ იმის გამო,  რომ საქართველოს რეგოინებში, როგორც ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთია, სადაც ცხოვრობენ ძირითად ეთნიკური უმცირესობები, საზოგადოების ნაწილი დღემდე უყურებს რუსულ მედიას. ჩემი ზოგიერთი მეგობარი  მარნეულიდან და ახალქალაქიდან  უყურებს რუსეთის პირველ არხს და კითხულობენ სპუტნიკის მასალებს. ამის შედეგად მათთვის რუსეთი არ არის „ოკუპანტი ქვეყანა“  არამედ არის ქვეყანა, სადაც მათ უნდათ ცხოვრება. პროპაგანდა ჩემ თანატოლებზე მოქმედებს. პენსიონერებზე საუბარი საერთოდ არ მაქვს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში  მცხოვრები ადამიანები არიან და მათთვის დასავლეთი, ჩემი აზრით, მეტწილად ყოველთვის მტრად იყო აღქმული.

ვფიქრობ, რომ ანტისავალური პროპაგანდის გავრცელბას ისიც უწყობს ხელს, რომ ადამიანები არ უდგებიან ინფორმაციას კრიტიკულად. ადვილად იჯერებენ და შემდეგ თავადაც აზიარებენ-ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს.  

სამაია რზაევა

ფოტოს წყარო: მითების დეტექტორი.

სამაია მონაწილეობდა პროექტში:„მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ.“ აღნიშნული ესსე კი პროექტის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის დროს მოამზადა. სამაიას ესსე, მომზადებული ნამუშევრებიდან, საუკეთესოა – შესაბამისად კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. 

პროექტი ხორციელდებოდა „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD) ფინანსური  მხარდაჭერი

Related Posts

მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები...

სოლიდარობას ვუცხადებთ მედიაჯგუფს ,, აჭარა p.s”

6 აპრილს მედიაჯგუფ ,,აჭარა p.s”-მა გამოქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ აღნიშნული მედიაგამოცემის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას ხელს...

#გავიგუდეთ

მსხვილი საწარმოები რუსთავის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოები ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ამ მედალს ორი მხარე აქვს. ამ მეორე...

16 წლის ედგარ მაზმანიანი ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ

პროპაგანდა არის ფაქტების და არგუმენტებისა აქტიური გავრცელებაა. ემსახურება საზოგადო აზრის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, პროპაგანდა არის ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული...

,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.  ,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია,...

პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პრობლემა გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ...

რეპორტაჟი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ცურტავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის...

იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით...

ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია

2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ...

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

რუსთაველი მძღოლები გზებზე ტექნიკური მარილის ნაკლებობაზე საუბრობენ

7-8 თებერვალი ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის რუსთავისთვისაც უხვნალექიანი იყო. თოვლი, ქალაქის საფეხმავლო მონაკვეთებთან ერთად, გზის საავტომობილო ნაწილზეც დაიდო. ,, ისეთი...

COVID-19 და დეზინფორმაცია/COVID-19 və yanlış məlumat

დეზინფორმაცია, თანამედროვე სამყაროში, ვირუსულად ვრცელდება და იგი COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა ასპექტს შეეხო: საიდან და როგორ წარმოიქმნება ვირუსი, როგორ გადადის, თუ...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ...

,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ – სარწყავი წყლის პრობლემა ბოლნისის სოფლებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში ქართული კინოსამყაროსთვის ცნობილი ადგილია. ,,ბაში-აჩუკი” სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარე, ქვეშის ციხესთან გადაიღეს. ციხესიმაგრე დაახლოებით...

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *