26.11.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

„წინწყაროს საკვირაო სკოლას“ თეთრიწყაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ სათემო ფონდ “კოდორი 2013”-თან პარტნიორობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს:

„სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის – ახალგაზრდა სამოქალაქო  აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში.“

პროექტის მიზანია გაზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა სოფელ წინწყაროს ახალგაზრდებში, რათა მათ შეძლონ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება.

პროექტის ფარგლებში სოფელ წინწყაროში შეიქმნა ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა. მოხდა სამოქალაქო განათლების თემატურ საკითხებზე წიგნების შეძენა და მცირე ბიბლიოთეკის მოწყობა. მონაწილეებს, ყოველ კვირა, უტარდებათ სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ტრენინგები.

საკვირაო სკოლის მონაწილეები 14 ივნისს თეთრიწყაროს ადგილობრივ ხელისუფლებას ესტუმრნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თეთრიწყაროს მერიის სამსახურების მუშაობის ძირითადი მიმართულებები და შეხვედროდნენ ქალაქის მერს გიორგი ქორიძეს.

თეთრიწყაროს მერიის სამსახურების ხელმძღვანელებმა სკოლის მონაწილეებს გააცნეს მათი სამსახურების ძირითადი ამოცანები – უპასუხეს ახალგაზრდების კითხვებს. აუხსნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტების მოწესრიგება, შენახვა და მოქალაქეებისთვის წერილებზე პასუხის გაცემა. საკვირაო სკოლის მონაწილეებს გააცნეს ის სოციალური პროგრამებიც, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის არსებობს თეთრიწყაროს მერიაში. აგრეთვე, მიაწოდეს ინფორმაცია ახალგაზრდულ პროგრამებზე.

წინწყაროს სამოქალაქო აქტივისტებს კითხვები და სურვილები ჰქონდათ თავიანთ სოფელთან დაკავშირებით. მათ თეთრიწყაროს მერს გიორგი ქორიძეს სოფელში სასმელი წყლის პრობლემაზე, შიდა გზებზე და განათების საკითხზე დაუსვეს კითხვები. ასევე, გააცნეს მათი ახალი ინიციატივა, რომელიც სოფელში სკვერის მოწყობას გულისხმობს. გიორგი ქორიძემ განმარტა, რომ მერია უკვე მესამედ აცხადებს ტენდერს, რომლსაც შეუძლია სრულად მოუგვაროს სოფელს სასმელი წყლის პრობლემა. გამოთქვა იმედი, რომ ამჯერად მაინც ტენდერში მონაწილე კომპანიები კანონის შესაბამისად მოამზადებენ დოკუმენტაციას. სკვერთან დაკავშირებით კი საკვირაო სკოლის მონაწილეებს მხარდაჭერას დაპირდა. მერი დასძენდა, რომ ახალგაზრდების მსგავს აქტიურობას მიესალმება და მზადაა სოფლის ყველა პრობლემასთან დაკავშირებით, გადაწყვეტის გზებზე, მათთან ერთად იმსჯელოს. 

აქვე, წინწყაროს სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელში სკვერის მოსაწყობად ხელმოწერები უკვე შეაგროვეს და კოლექტიური წერილით თეთრიწყარის მერიას მიმართეს. ამავე შინაარსის კოლექტიურ წერილს აგზავნიან ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც. 

სკოლის მონაწილეებისთვის გუშინდელი დღე სხვამხრივაც დატვირთული იყო. მათ კარი თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრშიც გაუღეს. ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსო დოსტიბეგიანმა, მათ ცენტრის მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო. ყველაზე მთავარი კი ამ შეხვედრაზე თავად ცენტრის შენობის საკითხი იყო. ლუსო უხსნიდა საკვირაო სკოლის მონაწილეებს, რომ მათ დიდი ენთუზიაზმით მოახერხეს, რვა წლის განმავლობაში დაკეტილი და დანგრევის პირას მყოფი შენობის “გაცოცხლება”. დღეს ცენტრი მუნიციპალიტეტის აქტიურ ახალგაზრდებს თავისი კრეატიული სივრცით, აქტივობებით და „ღია კარის“ პოლიტიკით იზიდავს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ ცენტრის სივრცის გამოყენაბა შეუძლია ყველას – თავისი საინტერესო იდეის განსახორციელებლად. პირობა კი ერთია: ცენტრს უნდა მოუფრთხილდეს ისე, როგორც უფრთხილდება საკუთარ სახლს. 

წინწყაროს საკვირაო სკოლის მონაწილეები აგრძელებენ  პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგების კურსს. პარალელურად კი უძღვებიან სკვერის თაობაზე დაწყებულ ადვოკატირების კაპანიას

შეგახსენებთ, რომ პროექტში „ქვემო ქართლის მედიას“ პარტნიორობას უწევს სათემო ფონდი კოდორი 2013“. აგრეთვე, პროექტის უმნიშვნელოვანისი ნაწილია თანამშრომლობა შპს „წინწყარო +“ რომელიც ევროკავშირის სტანდარტებით მომუშავე რძის გადამამუშავებელი საწარმოა.

პროექტი ხორციელდება „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ (CSRDG)  ფინანსური  მხარდაჭერით.

QvemoQartli.ge

Related Posts

მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

წალკა ამომრჩეველთა სიის ადგილობრივი რეგისტრატორების გარეშე რჩება

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობა დღეს დაასრულებს რეგისტრატორთა განაცხადების მიღებას. საუბარია რეგისტრატორებზე, რომლებსაც  ამომრჩეველთა სიის დაზუსტება მოუწევთ....

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს. რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე, მათი რაიონის ფოტოები განათავსეს. კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით...

საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების ხარისხის მონიტორინგი

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანიც ასოცირების ფარგლებში საქართველოს აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაა. კონკრეტულად კი, აქცენტი კეთდება ასოცირების სამოქმედო...

მარნეულში ადგილობრივი ოპოზიციონერები სამართლიან არჩევნებს ითხოვენ

მარნეულში ,, ქართული ოცნების” ოფისმა დაიწყო მუშაობა. მის ოფიციალურ გახსნას ჟურნალისტები არ დასწრებიან, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ მედიას არ ჰქონდა....

რუსთავს ახალი წლის “ლამაზად” შეხვედრა 114 482 ლარი დაუჯდა

საახალწლო სამზადისის დაწყებისას, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსთაველები „ლამაზად“ შეხვდნენ ახალ წელს. ახლა, როდესაც...

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა

რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე  გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა  წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი...

რეპორტაჟი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ცურტავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის...

გოგონები დაბა კაზრეთში პოზიტიური ცვლილებებისთვის

პროექტის მიზანია დაბაში მცხოვრები გოგონების/ქალების გააქტიურება - ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებებისთვის. პროექტის მონაწილეებს უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

#გავიგუდეთ

მსხვილი საწარმოები რუსთავის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოები ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ამ მედალს ორი მხარე აქვს. ამ მეორე...

“300-ზე მეტი საჩივრის უდიდესი უმრავლესობა დაუშვებლად ან უსაფუძვლოდ ცნეს, ბევრი მათგანი შესაბამისად არც განხილულა” – ეუთო [Material Azərbaycan dilində əlçatandır]

ეუთოს საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნა. ანგარისში ცალსახად უარყოფით მოვლენად არის შეფასებული, კენჭისყრის დღეს,  საჩივრების...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *