რუსთავში ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სოციალური სამსახურების თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის თემა მიმდინარე და სექტემბრის თვიდან დაგეგმილი სოციალური პროგრამები იყო.

,, აღნიშნული შეხვედრა როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით შედგა.  გადავწყვიტეთ მოგვეწვია სამხარეო ადმინისტრაცია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და  სოციალური სამსახურის თანამშრომლები. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა პროგრამებს ახორციელებს ამჟამად  სოციალური მომსახურების სააგენტო. დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა.  შემიძლია აღვნიშნო, რომ შეხვედრას ინტერესით მოეკიდნენ ადგულობრივი მუნიციპალიტეტები”- საუბრობს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის  კოორდინატორი, ეკა ტუღუში.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=145